in

სწრაფი სესხის მობილური აპლიკაციები

დღეს ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ. ყოველი დღე უკავშირდება სიახლეს, ინოვაციას, რომელიც გასულ დროს კიდევ უფრო ამარტივებს და საინტერესოს ხდის. მობილური ტექნოლოგიების სამყაროში უამრავი საშუალებაა – ცხოვრება რომ უფრო ეფექტური და სასიამოვნო გავხადოთ.

თანამედროვე ყოფას რომ ფეხი ავუწყოთ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, აუცილებელია მატერიალური კეთილდღეობაც. დღესდღეობით, იმისათვის, რომ ხელფასიდან ხელფასამდე სული არ ამოგხდეს, დამატებითი თანხა აუცილებელია. თანხა, რომელსაც „შენი“ არ ერქმევა (ეს ფსიქოლოგიური მომენტია, რომელიც გავალდებულებს, გამოტანილი თანხა უკან დააბრუნო და არ გაფლანგო).

Online sesxebi კომპანიები მუდმივად ცდილობენ, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ინოვაციური პროდუქტების დანერგვას. მათ შექმნა მობილური აპლიკაცია, რომლითაც უფრო მოსახერხებელი გახდა მომხმარებლის რეგისტრაცია, სესხის აღება და მიმდინარე სესხზე არსებული ინფორმაციის მიღება. აღნიშნული აპლიკაციები უფასოა და ხელმისაწვდომია როგორც Android-ის, ისე iOS-ის მომხმარებლებისთვის.

ზოგიერთ აპლიკაციასთან განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ის ვარგისია მხოლოდ უკვე რეგისტრირებული ადამიანებისათვის.

წარმოიდგინეთ, ხართ წვეულებაზე ან რომელიმე ბარში. თან რა თანხაც გქონდათ, სულ დახარჯეთ/დაგეხარჯათ. ულამაზესი გოგო გიდგათ წინ, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით და ის რომ არ ან ვერ დაპატიჟოთ, შეიძლება, ძალიან დიდი ცხოვრებისეული შეცდომა დაუშვათ. ამ დროს არც ახლომახლო ბანკია, არც შენს ძმაკაცებს აქვთ, რომ გადმოგირიცხონ… მაგრამ რომც ჰქონდეთ, ვერ გამოიტანთ… სესხის ამბავი კარგი იქნებოდა, მაგრამ სულ რამდენიმე წუთი გაქვთ, არადა, სანამ საიტზე შევა, სანამ რეგისტრაციას გაივლის, სანამ სასურველ თანხას მოითხოვს, სანამ დადებითი ან უარყოფითი პასუხი მოგივა, შეიძლება ძალიან ბევრი რამ შეიცვალოს.

უეცრად, გახსენდება, რომ არის ჯადოსნური პროგრამა სმარტფონიანებისათვის, რომელსაც მართლაც და რამდენიმე წუთი სჭირდება ყველაფრის მოსაგვარებლად. იღებ ტელეფონს, შედიხარ აპლიკაციაში, ავსებ ელვის უსწრაფესად ზემოაღნიშნულ მონაცემებს და თამამად მიდიხარ გოგოსთან… ჯდები მის გვერდით ბართან. რას მიირთმევთო, ეკითხები და სანამ საუბარს დაიწყებ სხვადასხვა საკითხზე, თანხა უკვე ადგილზე ზის.

ამიტომაც, ნუ დაინგრევთ ცხოვრებას დიდი დაბნევისა და მორიდების გამო, პირიქით, ვისაც სურვილი მაქვს, მას ყოველთვის ყველაფერი გამოსდის!

ვარჯიში Samsung–ის Gear Fit2–თან ერთად გაცილებით უკეთესია

დაუვიწყარი საახალწლო ფრენა – მოულოდნელი სიურპრიზი ბავშვებს