in

ფერადი სათვალეები და იმედგაცრუებული კრიტიკოსები

2009წელს გადაღებული ჯეიმს ქემერონის „ავატარი“ კინემატოგრაფიაში ახალი ტექნოლოგიის დანერგვასთან ასოცირდება. ფილმი ნაჩვენები იყო 3დ ფორმატით, რამაც დიდი გავლენა იქონია მის წარმატებაზე. სამგანზომილებიანმა გამოსახეულებამ დასრულებულ სახემდე უამრავი ეტაპი გაიარა. ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის 80-იან წლებში დევიდ ბრიუსტერმა შექმნა სტერეოსკოპი, რომლის მუშობის პრინციპიც გულისხმობდა გამოსახულების ჩვენებას 2 ფირიდან მონიტორზე, სადაც სურათები გვერდი-გვერდ აისახებოდა, მაყურებელს კი სტერეოსკოპული ლინზების საშუალებით შეეძლო თითოეული თვალისთვის განკუთვნილი გამოსახულების აღქმა. ფოტო გადაღებული უნდა ყოფილიყო თვალებს შორის საშუალო მანძილის გათვალისწინებით, თითოეული თვალისთვის გადაღებული ფოტოს აღქმისას კი მიიღებოდა მოცულობითი ეფექტი. დღეისთვის ტექნიკურმა მხარემ დიდი წინსვლა განიცადა, მაგრამ ეფექტის პრინციპი არ შეცვლილა. 3დ გამოსახულება არის ახალი სახე იმისა, რასაც რენესანსის ეპოქიდან მოყოლებული პერსპექტივაში ხატვას ეძახიან,  კინორეჟისორებმა აღორძინების ეპოქის აღმოჩენა ეკრანზე გადაიტანეს და მაყურებელი ერთგვარად ფილმის მსვლელობისას ისტორიის თანამონაწილე გახადეს. კინოში პერსპექტივის შემოტანა პირველად 50-იან წლებში „სინერამას“ სისტემის დანერგვით ცადეს. „სინერამა“იყო ფართოფორმატიანი, ოვალური, მორკალებული ფორმის ეკრანი, რომელზეც სამი კამერით გადაღებულ ფილმს სამი პროექტორით აშუქებდნენ, რაც მაყურებელს მოქმედების თანამონაწილეობის შთაბეჭდილებას უქმნიდა. ასეთი პრიციპით იყო 1962 წელს გადაღებული ვესტერნი „ეპოპეა, როგორ აითვისეს დასავლეთი“. სისტემა მაშინ ვერ განვითარდა, რადგან დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და ყველა კინოთეატრი ვერ ახერხებდა მსგავსი ფილმების ჩვენებას, მაგრამ „ავატარის“ წარმატების შემდეგ, „სინერამას“ თანამედროვე ვარიანტი-3დ  ისეთივე სტანდარტული გახდა, როგორც უკვე დანერგილი ვიზუალური ეფექტი. ახალმა ტექნოლოგიამ ისეთივე ხმაური გამოიწვია, როგორც 20-იანი წლების მიწურულს ხმოვანი კინოს შემოსვლამ. „ავატარი“ ისეთივე სენსაცია იყო ფარო მასისთვის, როგორც „ჯაზის მომღერალი“.

მაყურებლის სიმპათიიდან გამომდინარე თანამედროვე რეჯისორები  ვალდებულნი გახდნენ ახალი ნამუშევარი ახალი ტექნოლოგიით მიეწოდებინათ, რამაც ერთვგვარად გაზარდა უხარისხო პროდუქტი. ქემერონის ტექნოლოგიით ფილმის გადაღება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ ხშირ შემთხვევაში კომპანიები იაფფასიან, უხარისხო 3დ კონვერტაციას ანიჭებენ უპირატესობას. სწორედ ამიტომაა ჩაბნელებული კადრების სიმრავლე, სათვალე ფერებს ზუსტად ვერ აღიქვამს ხოლმე.

ახალი ტექნოლოგია რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ მაყურებლში მასაც გამოუჩნდა მოწინააღმდეგე მხარე, რაც სავსებით შესაძლებელია სწორედ უხარისხო პროდუქტმა განაპირობა. კრიტიკოსები თვლიდნენ, რომ 3დ მაღალბიუჯეტიანი კინოს ერთადერთი ლოგიკური განვითარება იქნებოდა, მაგრამ 2011წელს ჩატარებულმა დაკვირვებებმა ეს მოსაზრება ნაწილობრივ გააქარწყლა. კარიბის ზღვის მეკობრეების ბოლო ნაწილს „უცნაურ ნაპირებზე“  მხოლოდ 47% დაესწრო, მაყურებელმა ნელ-ნელა დაიწყო 3დ დარბაზების იგნორირება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ახალი ტექნოლოგია ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს.

სამომავლოდ განვითარებული მოვლენები გვაჩვენებს გაიზიარებს თუარა 3დ „სინორამას“ ბედს. ნუთუ მართლა დაიღალა მაყურებელი ფერადი სათვალის მიღმა ფილმის ყურებით?!

ავტორი: მარიამო ჯანელიძე

ნიცა ჩოლოყაშვილი ბორჯომის პიარ მენეჯერი

“ყველა ადამიანმა სწორად უნდა შეარჩიოს პროფესია“-ნიცა ჩოლოყაშვილი

ჰეინეკენ

“მომხმარებელი თავად შექმნის ბოთლის ახალ დიზაინს” – Heineken