ბენეტონი ერთ ერთი ცნობილი ბრენდია, რომელიც თავის ქსელში თანამედროვე მანეკენების და Eyesee სისტემის დანერგვას იწყებს, ახალი მანეკენებში ჩამონტაჟებულია კამერა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას მომხმარებლის იდენტიფიცირება მოხდეს, რაც ძირითადად ორი მიზანს ემსახურება
- უსაფრთხოება – მათ აქვთ უნარი ამოიცნონ ქურდები, სპეციალური ბაზის დახმარებით
- მომხმარებლის ქცევის შესწავლა – ნებისმიერი მარკეტერი დაგვეთანხმება, რომ ძალიან დაეხმარება ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორია მისი მომხმარებლის ქცევა, მაღაზიებში კი კერძოდ სად უფრო ხშირად ჩერდებიან, რას აკვირდებიან, სად დადიან და ა.შ
ცნობილია, რომ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში ახალ მანეკენებს და ტექნოლოგიას გარკვეული პრობლემები ექმნება კანონთან მიმართებაში, ვინაიდან კანონით აკრძალულია ვიდეოგადაღება თუ მომხმარებელმა ამის შესახებ არ იცის, ამავდროულად მსგავსი ვიდეო დაკვირვებები, კომერციული მიზნებისათვის მოითხოვს სპეციალურ ნებართვას.
მსგავსი ტექნოლოგია საქართველოში არჩევნების დროს გამოიყენეს, მისი მეშვეობით შესაძლებელი იყო ქვეყნის მასშტაბით ორ საარჩევნო უბანზე მისული ადამიანის იდენტიფიცირება.