18
Sep
2012

ფრთხილად, მახეა!

18 Sep 2012

სამწუხაროდ, არსებობენ დამკვეთები, რომლებიც ერთი შეხედვით, ჩვენთვის საზიანოს არაფერს გვთავაზობენ და მეტიც, შეიძლება მომხიბვლელადაც მოგვეჩვენოს მათი შემოთავაზება. მაგრამ ყოველთვის ცდილობენ, რომ სამუშაო, ღირებულზე ნაკლებ ფასად, ან საერთოდ უფასოდ შეგვასრულებინონ. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ დავრჩეთ ანაზღაურების გარეშე. განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა გავამახვილოთ დეტალებზე და სამუშაო პირობებზე! გთავაზოფთ ათ ყველაზე გავრცელებულ მახეს, რომლებსაც გამოუცდელ კლიენტებს უგებენ, გამოცილი დამკვეთები.

1.    “ეს შეკვეთა ფასდაკლებით ან უფასოდ გაგვიკეთეთ და შემდეგში ორმაგს გადაგიხდით”

ადამიანი, რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს, არ დაიწყებს თავისი დროის ფუჭად დახარჯვას. წარმოიდგინეთ სიტუაცია: სააბაზანოში გაგიტყდათ ნიჟარა, გამოიძახეთ სანტექნიკოსი და სთხოვთ ნიჟარა უფასოდ გამოცვალოს. სამაგიეროდ შემდეგში როცა გაგიტყდებათ, უკვე ორმაგს გადაუხდით. სასაცილოდ ჟღერს არა?!  სანტექნიკოსი დაგცინებთ და წავა.

2.    “ჩვენ კაპიკს არ გადავიხდით, სანამ არ ვნახავთ დასრულებულ ვარიანტს!”

სიმართლეს ჰგავს, რომ არ იყო ხრიკი თქვენს „გადასაგდებად“. ნებისმიერი პროფესიონალი ანაზღაურებას, ნაწილ ნაწილ, სამუშაოს დასრულებამდე იღებს. კლიენტს, უფლება არ აქვს მოითხოვოს დავალების შესრულება, თუ გასამრჯელო გადახდილი არ აქვს.

3.    “გააკეთეთ ეს ჩვენთვის და თქვენ მსოფლიო გაგიცნობთ, შეკვეთებს ვეღარ აუხვალთ!”

რა სისულელეა. ისევ სანტექნიკოსს მივუბრუნდეთ. აბა სცადეთ და უთხარით „შენ ეს ნიჟარა დამიყენე და ჩემი მეგობარი რომ მოვა და მოეწონება, ისიც გთხოვს მასთან მუშაობას.“

…დამკვეთი, უბრალოდ დაიწყებს ტრაბახს, რომ პროექტი, რომელიც მას ХХХ დოლარი დაუჯდებოდა, უფასოდ გაგაკეთებინათ. ამის შემდეგ თუ ვინმე, დაგირეკავთ მხოლოდ ის, ვინც ისევ უფასოდ მუშაობს შემოგთავაზებთ.

4.     „ჯერ არ ავრთ დარწმუნებულები გვინდა თუ არა თქვენთნ მუშაობა, მოდით ნიმუშები დაგვიტოვეთ და დაგიკავშირდებით”

შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ ზუსტად 15 წუთში, ამ თქვენს შავ მასალას, სხვა დიზიანერი გამოიყენებს, როგორც მზა მონახაზს. სანამ არ მოილაპარაკებთ არანაირი ნიმუშები, შავი მასალა, ან „ჩონჩხი“ არსად დატოვოთ.

5.    “ჩვენ არ გაგვიუქმებია შეკვეთა, უბრალოდ დრო გადავიტანეთ. დაგველდოეთ ცოტა ხანი, ასე ერთი თვე და გავაგრძელებთ.”

ყველაზე კარგი გამოსავალია, უკვე შესრულებული სამუშაოს, ანგარიშის წარდგენა. შესაძლოა  შეკვეთა აღარ გააგრძელონ და გასამრჯელოს გარეშე დარჩეთ. თუ არ მოითხოვთ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას, მოვლენების განვითარების  ორი ვარიანტი არსებობს: 1) ორ თვეში დაგიკავშირდებიან და გეტყვიან, რომ საბოლოდ ჩაიშალა პროექტი. 2) თქვენ დარეკავთ ორი თვის შემდეგ და გაკვირვებული ხმით იკითხავენ – ვინ ბრძანდებით?!

6.    “კონტრაქტი?! რა კონტრაქტი ჩვენ ხომ მეგობრები ვართ!”

რა თქმა უნდა მეგობრები. მაგრამ მეგობერბი იქამდე, სანამ რაიმე ცუდად არ წავა, ან რაიმე გაუგებარი იქნება. საქმე საქმეა. ნებისმიერი საქმიანი ურთიერთობა ოფიციალური საბუთით უნდა გამყარდეს, სხვანაირად საქმე არ კეთდება.

7.    “გამომიგზვანეთ ანგარიში, როდესაც ნამუშევარი დაიბეჭდება.”

ეს ფრაზა მხოლოდ ანაზღაურების გაჭიანურებაზე მიუთითებს. რატომ უნდა ელოდოთ თარიღს, რომელსაც თქვენს საქმესთან კავშირი არ აქვს. თქვენი სამუშაო დასრულებულია და დაბეჭვდა თქვენ არ გეხებათ.

8.    “წინა პროექტში ХХХ დოლარი გადავიხადეთ!”

და რა მერე?! თუ მოეწონათ წინა პროექტი, ეხლა თქვენთან რატომ აწარმოებენ მოლაპარაკებებს? ხალხი, რომელიც თავის საქმეში ძალიან ცოტას იღებს, ბიზნესს მალე ემშვიდობება! იცოდეთ საკუთარი თავის ფასი!

9.    ჩვენ მხოლოდ ХХХ დოლარის გადახდა შეგვიძლია და მორჩა!!!

წარმოუდგენელია არა?  ეს ადამიანი, ნიჟარის საყიდლად არის წასული და ზუსატდ იცის რამდენი უნდა დახარჯოს, პროდუქტის ხარისხის მიუხედავათ. გარკვეული რაოდენობის შესრულებულ  სამუშაოს, თავისი გარკვეული ფასი აქვს.  თუ ნაკლები ფული აქვთ, გაუკეთეთ ნაკლები საქმე! აიღეთ გასამრჯელო და შეასრულეთ მხოლოდ ამ ანაზღაურების საფასური. იცოდნენ, რომ რამდენსაც იხდიან, მხოლოდ იმდენს აკეთებთ!

 10.  “ჩვენ ჯერერობით ფინანსური პრობლემები გვაქვს და ანაზღაურებას სამუშაოს შესრულების შემდეგ მიიღებთ”

თუ გადაწყვიტეთ სათნო ადამიანის როლი ითამაშოთ, მაშინ გაითვალსიწინეთ, რომ ფული უკვე დაკარგულია!

განხილვა

1 Response

  1. I cannot thank you enough for the blog.Really thank you! Great.

Leave a Reply

Your email address will not be published.