სიგარეტის საყიდლად მეგობარს მაღაზიაში შევყევი.
ჩემი მეგობარი: “ერთი კენტი მომეცი”
გამყიდველი: “რომელი შვილო ტკაცუნა?”
სიგარეტს საერთოდ არ ვეწევი, მაგრამ ამ სახელმა დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც ნიშნავს “ტკაცუნა”??, როგორც ბოლოს გავიგე ეს ამ სიგარეტის ერთ ერთი ახალი სახეობაა თუმცა აქ ამაზე უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ეს სახელი ამ სიგარეტმა “ხალხურად” მოირგო. როცა მთელი ქვეყანა, რაიმე პროდუქტს სახელს არქმევს და ყოველგვარი რეკლამის გარეშე, მთელი ქვეყნის მაშტაბით ვრცელდება, მხოლოდ და მხოლოდ “WOM” (word of mouth) ის სიძლიერეს შეგვიძლია მივაწეროთ.
ამასთან დაკავშირებით გამახსენდა ის ქართულ ხალხური სახელები რაც დღესაც ხმარებაშია:
“ნოვა” – იდეაში ერთჯერადი სალფეთქების ბრენდი, თუმცა დღეს “ნოვა”თი მოვიხსენიებთ ყველა ერთჯერად პროდუქტს
“ქსეროქსი” – ასევე კომპანიის სახელწოდება, რომელიც “ასლის გადაღებასთანაა გაიგივებული”
მერსედესი S კლასი – ტიტანიკი
BMW 5 სერია – აკულა
BMW 3 სერია – “ხულიგანკა” (თუ არ ვცდები ლისიჩკასაც ეძახიან)
მე მხოლოდ ესენი მახსენდება რას დაამატებდით ?