in

ღვინის კომპანია შუმი ჩინეთში იმარჯვებს

შუმიშუმის ღვინოებმა ჩინეთის ღვინისა და მაღალალკოჰოლური სასმელების ყველაზე დიდ და პრესტიჟულ კონკურსში (CWSA 2015) გაიმარჯვეს. ჰონკონგში ჩატარებული “ბრმა დეგუსტაციის” შედეგად 2014 წლის “საფერავმა” ორმაგი ოქროს მედალი, ხოლო 2013 წლის “წინანდალმა” და “მუკუზანმა” ოქროს მედლები დაიმსახურა.

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შუმის ღვინოებმა ჩინეთის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან კონკურსში უმაღლესი ჯილდოები მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ჩინელი მომხმარებელი ამ კონკურსის შედეგებს ყველაზე მაღალ ნდობას უცხადებს. შუმის ღვინოების მაღალი ხარისხის დამადასტურებელი ეს მორიგი აღიარება თავისთავად მნიშვნელოვნად წაადგება შუმის პროდუქციის ჩინეთის ღვინის ბაზარზე დამკვიდრებას”, – განაცხადა კომპანია შუმის ექსპორტის მენეჯერმა ქეთევან ჭიღლაძემ.

ჩინეთის ღვინისა და მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსი (CWSA) ღვინისა და მაღალკოჰოლური სასმელების ყველაზე დიდი და პრესტიჟული კონკურსია ჩინეთში. ჟიურის შემადგენლობაში ასი წევრია, რომლებიც ჰონკონგის, ჩინეთისა და ტაივანის ყველა კუთხიდან ირჩევიან და ისინი ყველაზე ცნობილი სომელიეები, სასტუმროს მფლობელები, საცალოდ მოვაჭრეები, დისტრიბუტორები და იმპორტიორები არიან.

კონკურსზე წელს 35 ქვეყნიდან იყო წარდგენილი ღვინისა და მაღალალკოჰოლური სასმელების ნიმუშები, მათ შორის იყვნენ როგორც ჩინეთის ბაზარზე უკვე კარგად ცნობილი ბრენდები, ასევე ბაზარზე დამკვიდრების მსურველი ახალი კომპანიებიც.

ჩინეთის ბაზარი ღვინის ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია მსოფლიოში. ახალგაზრდა მომხმარებლებში ღვინო სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ექსპერტები ამბობენ, რომ უახლოეს 5 წელიწადში, როცა 37 მილიონი ჩინელი ალკოჰოლური სასმელის მიღებისათვის დასაშვებ ასაკს მიაღწევს, ამ სეგმენტში გაყიდვები მთელი 200%-ით გაიზრდება.

კონკურსის შედეგების სანახავად იხილეთ:

http://www.cwsa.org/cwsa-2015-results/

24-27 სექტემბერს ბათუმი რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ AD BLACK SEA-ს უმასპინძლებს

25 სექტემბერს! ნინო ქათამაძე – რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ AD BLACK SEA –ის სტუმარია!