in ,

ყველაზე მსხვილი ავტო იმპორტიორი კავკასიაში!

„კავკასუს ავტო იმპორტი“ საქართველოში ყველაზე მსხვილი ავტოიმპორტიორია. მან 8 წლიანი  ისტორიის განმავლობაში 20.000-ზე მეტი ავტომობილის იმპორტი და რეალიზაცია მოახდინა. კომპანია ემსახურება როგორც კერძო პირებს, ისე ავტო იმპორტის ბიზნესის დაწყების მსურველებს, მარკეტერი კომპანიის პიარ მენეჯერ გიორგი ლობჯანიძეს ესაუბრა:

 

როდის დაარსდა კომპანია? რომელ ქვეყნებში გაქვთ ამჟამად ფილიალები გახსნილი?

კომპანია დაფუძნდა 2004 წელს ამერიკელი და ქართველი პარტნიორების თანამშრომლობით. საქართველოს გარდა ფილიალები გახსნილი გვაქვს აზერბაიჯანში, სომხეთში და ყირგიზეთში, საქართველოში მათი რაოდენობა 46 შეადგენს.
რომელ ქვეყნებთან თანამშრომლობთ? საიდან ჩამოგყავთ ავტომობილები?ამერიკიდან და ევროპიდან. ევროპის ქვეყნებიდან ძირითადად გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, ბელგიიდან და შვეიცარიიდან, მაგრამ სურვილის შემთხვევაში სხვა ქვეყნებიდანაც შეგვიძლია ჩამოყვანა.რა სახის რეკლამას იყენებს თქვენი კომპანია? 

ამ ეტაპზე რეკლამისთვის სოციალურ ქსელებს ვიყენებთ. გვაქვს ჩვენი facebook გვერდი და ვებგვერდი, მსგავსი რეკლამა იაფი და ეფექტურია.

რომელ კომპანიას მიიჩნევთ კონკურენტად?

საქართველოში უამრავი ავტოიმპორტი კომპანიაა, მაგრამ მათ არ შეუძლიათ კონკურენციის გაწევა, რადგან ჩვენ ვართ ყველაზე მსხვილი იმპორტირები კავკასიის მასშტაბით.

რამ გამოიწვია თვქენი ასეთი უკონკურენტო ლიდერობა? რას სთავაზობთ მომხმარებელს ?

მომხმარებელს ვთავაზობთ გარანტირებულ იმპორტირებას ყველაზე დაბალ ფასებში. მათ შეუძლიათ ჩვენ საიტზე და facebook გვერდზე განთავსებულ კალკულატორებზე თავად დაითვალონ ავტომობილის ჩამოყვანის ფასები და შეადარონ სხვა კომპანიებს . ასევე ჩვენს ავტოლიდერებს ვთავაზობთ 65 % დაფინანასებას, მათ სესხის გადახდა შეუძლიათ ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ. ჩვენ მათ ვეხმარებით რეალიზაციაშიც, კერძო პირებისთვის გვაქვს გრძელვადიანი განვადებაც, 5 წლამდე ვადით.

რამდენიმე თვის წინ თქვენმა კომპანიამ გარკვეული სახის ზარალი მიიღო, იქნებ ამ ინციდენტის შესახებ მოგვიყვეთ?

დიახ, 2012 წლის 14 ივლისს კონტეინერმზიდზე MSC Flaminia (Mediterranean Shiping Company S.A), რომელიც კარიბის ქვეყნებიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან ევროპაში მოემართებოდა, ატლანტიკის ოკეანეში ქიმიური ფეთქებადსაშიში ტვირთის აფეთქების გამო გაჩნდა ხანძარი, რამაც არსებული ტვირთის დიდი ნაწილის განადგურება გამოიწვია.  სამწუხაროდ გემზე ქართულ იმპორტიორ კომპანიებს შორის იყო „კავკასიის ავტოიმპორტის“ კონტეინერებიც. ჩვენი კომპანიისთვის ზარალმა 250 000 ლარი შეადგინა.

როგორ შეძელით დაზარალებული მომხმარებლის დამშვიდება ?

კავკასუს ავტო იმპორტმა“ ინციდენტიდან რამდენიმე დღეში დაიწყო კლიენტებისთვის დაკმაყოფილება  და ყველას სრულად აუნაზღაურა ავტომობილში გადახდილი თანხა, მაშინ როცა სხვა კომპანიები დღემდე გამოძიების დასრულებას და ბრალეულობის დადგენას ელოდებიან.

 

 

 

 

დავით კენჭაძე – TBC PAY

Good To Great – Jim Collins