2
Aug
2012

ყველაზე პოპულარული ქართული საიტი მოდაზე Angel.ge

2 Aug 2012

 

მარკეტერი პროექტის SMENA ( მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოჩენა) ფარგლებში გთავაზობთ ინტერვიუს Angel.ge-ს დამფუძნებელთან.

Angel.ge ეს არის საიტი რომელზეც ყველა ქართველ თინეიჯერს სმენია და მეტიც, ალბათ, ყოველი მათგანი დღეში ერთხელ მაინც სტუმრობს მას, უკანასკნელი მონაცემებით ყოველდღიურად საიტზე 15 000-მდე ადამიანი შედის, საინტერესოა როგორ იწყებოდა ყველაფერი, როგორ გაჩნდა იდეა, როგორ განახორციელეს იგი ახალგაზრდებმა და ა.შ  მარკეტერი საიტის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ადმინისტრატორ ნინო ქაცარავას ესაუბრა.

გამარჯობა ნინო, პირველ რიგში მოგესალმები, როგორ მიდის საიტის საქმეები?

არაჩვეულებრივად, ამ დღეებში საიტზე 17 000 ვიზიტორი დაფიქსირდა, უკანასკნელი ზაფხულის მონაცემებით დღეში 13 000 ადამიანიშემოდის (ზაფხულში ვიზიტორების რიცხვი ყველა საიტზე იკლებს) მაგრამ მგონი ცუდი მაინც არ უნდა იყოს.

სხვა ამგვარ საიტებთან შედარებით ნამდვილად შთამბეჭდავი რიცხვია, სინტერესოა როგორ დაიწყო ყველაფერი?

თავიდან საიტის შექმნის იდეა მე მეკუთვნოდა, მალე მეგობრების აყოლიებაც შევძელი (იცინის) შემიძლია დარწმუნებით გითხრათ რომ 2008-ში ინტერნეტ პორტალი მანდილოსნებისთვის ნამდვილად არ არსებობდა, იქამდე კი სანამ საიტს შევქმნიდით უცხოური საიტებიდან ვაგროვებით სურათებს, ახალ ამბებს ვთარგმნიდით, საიტმა პოპულარობა მალევე მოიპოვა თვიდან დღეში მხოლოდ 250 ადამიანი სტუმრობდა, ახლა კი თქვენც ხედავთ რიცხვი როგორ გაიზარდა.

საიტზე უამრავი ახალი ამბავი იდებოდა, ამდენს როგორ ასწრებდით?

საიტი 2009 წლის თებერვალში ჩაირთო, თავიდან ამბებს მხოლოდ ჩვენ ვდებდით, დაახლოებით ერთ წელში სიახლეების დამატება სხვა გოგოებმაც დაიწყეს, რისთისაც მათ მადლობას ვუხდი, რადგან საიტი უფრო მრავალფეროვანი გახდა, შემდეგ ისინი ენჯელებად დავნიშნეთ და ჩვენი რეიტინგიც  დღითი-დღე იზრდებოდა.

როგორ ფიქრობ რა არის angel.ge-ს უპირატესობა?

აქ ყველაზე ადრე შეიტყობთ მსოფლიოში მომხდარ ახალ ამბებს, გვაქვს უამრავი განყოფილება, საიტი ყველა გემოვნების ადამიანს აკმაყოფილებს, საიდუმლოდ გეტყვით რომ ბიჭებიც საკმაოდ ხშირად სტუმრობენ angel.ge-ს. 

თუ არ ვცდები განსაკუთრებული პოპულარობით, „ქუჩის მოდისა“ და „სელებრითების“ კატეგორია სარგებლობს?

უნდა დაგეთანხმო, თუმცა ყველა კატეგორია საკმაოდ პოპულარულია, აქ დადებული არცერთი სიახლე შეუმჩნეველი არ რჩება ყველაზე მეტად ხალხის ჩართულობა მახარებს, რაც შეეხება „ქუჩის მოდას“ ჩვენ საქართველოში ერთ-ერთი პირველები ვიყავით ვინც ამის შესახებ პოსტების გაკეთება, სურათების გადაღება და ინტერნეტში წერა დაიწყო.

თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?

სამომავლოდ უამრავი გეგმა გვაქვს, ვცდილობთ ყველა განვახორციელოთ, გვინდა ქართველ ცნობილ სახეებზე უფრო ხშირად ვწეროთ სტატიები, „ქუჩის მოდასაც“ უფრო აქტიურად მივხედოთ, ამ ყველაფერს ვაკეთებთ კიდეც. ეს საიტიც ხომ ერთი მოკრძალებული იდეისგან გაჩნდა, ამიტომ ჩვენთვის ყოველი ახალი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია.

დიდი მადლობა საიტერესო საუბრისთვის, წარმატებებსა და მეტ პოპულარობას გისურვებთ.

მადლობა შენ და ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა ჩვენი საიტის შექმნასა და გალამაზებაში.

განხილვა

3 Responses

  1. mari says:

    კაი გოგოები არიან ყველანი:) ყოჩაღ ამათ
    კარგი საიტია და ხშირად ვსტუმრობ, მართლაც მრავალფეროვანია და თან აქვს თავისი სტილი

  2. Anonymous says:

    bednieri var romm angel var <3

  3. Like!! Really appreciate you sharing this blog post.Really thank you! Keep writing.

Leave a Reply

Your email address will not be published.