გარშემო ყველგან ინფორმაციაა, ყველა რაღაცას გვეუბნება, გვიყვება, გვაჯერებს.. სხვადასხვა სექტორში გაზრდილი კონკურენციის ფონზე აუცილებელია კომპანიამ საკუთარი თავი და საკუთარი ბრენდი კარგად “შეიცნოს”, შემდეგი ეტაპი კი ამ ყველაფრის როგორც შიდა ასევე გარე კომუნიკაციაა საჭირო.
დღეს მარკეტერი გთავაზობთ 10 პუნქტს, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი ბრენდის აღქმის დიაგნოსტიკაში, სცადეთ ეს დავალება თქვენს თანამშრომლებთან (ტოპ მენეჯმენტი) ერთად გააკეთოთ, მიეცით მათ შესაძლებლობა გამოხატონ საკუთარი აზრი, თუ თქვენი კომპანია “ბრენდინგში” მოიკოჭლებს აუცილებლად შეამჩნევთ, რომ ბევრ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრებები გაქვთ. დავალების ათი პუნქტი მომავალში დაგეხმარებათ უკეთ აღიქვათ საკუთარი ბრენდი და ეფექტური გარე კომუნიკაცია მოახდინოთ თქვენს მომხმარებელთან, შედეგად კი მომხმარებელი აღგიქვამთ ისე როგორც თქვენ გსრუთ. ( ეს თქვენ მუშაობაზეა დამოკიდებული)
- აღწერეთ ის განმსაზღვრელი ელემენტები , რითიც საშუალება მოგეცათ მოგეზიდათ და მოგეხიბლათ ახლა უკვე თქვენთან დასაქმებული ადამიანები.
- აღწერეთ განმსაზღვრელი მომენტები , რა სახის კლიენტები არ უნდა მოიზიდოთ ( რა სახის კლიენტების მოხიბლვა არ უნდა სცადოთ).
- აღწერეთ რას თვლით თქვენი კომპანიის ყველაზე დიდ წარმატებად, რომელიც მიბმული არ არის პრაქტიკულ შედეგზე.
- აღწერეთ რა გზა გაიარეთ, რაც ერთის მხრივ დამანგრეველი აღმოჩნდა, მეორეს მხრივ კი მიგიყავნათ თქვენს კომპანიაში ცვლილებებამდე.
- დაწერეთ თითო წინადადება, როგორ ზემოქმედებთ თქვენი მყიდველის გულსა და შინაგან სამყაროზე (სულზე).
- დაწერეთ თითო წინადადება, როგორ ზემოქმედებთ თქვენთან დასაქმებული ხალხის გულსა და შინაგან სამყაროზე (სულზე).
- დაწერეთ თქვენი შეხედულება საკუთარი კომპანიის “შინაგან კულტურაზე “.
- თქვენი კომპანია დღევანდელთან შედარებით 5 ჯერ უფრო გავლენიანი რომ იყოს, როგორი იქნებოდა და რის მიხედვით გაზომავდით წარმატებას?
- რა სამუშაო აღარ უნდა შეასრთულოთ, რომ უფრო მეტად გაუტოლდეს თქვენი შეხედულება თქვენსავე კომპანიის მომავალს.
- რა ტიპის კლიენტების მოზიდვას შეეცდებით, როცა იცით , რომ მათზე პოზიტიური ზეგავლენის მოხდენას შეძლებთ.