in ,

“შენ თუ იცი სიყვარული რა ხილია?” – კულას ახალი პროდუქტი

“კულამ” , დაახლოებით, თვე-ნახევრის წინ “ფრეში”, ანუ უშაქრო წვენები გამოუშვა. კივი, ჟოლო, მანდარინი, გარგარი, ალუბალი, მარწყვი, მოცვი, ქაცვი, ბროწეული , ფეიხოა იმ ხილის არასრული ჩამონათვალია , რომლისგანაც ახალი პროდუქტი მზადდება.
ჯერ არც პროდუქტის გაყიდვების სტატისტიკა არსებობს და ფასიც მაღალია. თუმცა, კომპანიაში ამბობენ, რომ ფასი ხარისხის შესაბამისია.

კომპანიის პიარ მენეჯერის გოჩა არჩვაძის თქმით, გადაწყვიტეს მომხმარებლისთვის სიახლე შეეთავაზებინათ და ასე გაჩნდა ბაზარზე “ფრეში”.
“ ეს წვენები აბსოლუტურად უშაქროა. ისეთი ხილს, რომელიც ძალიან მჟავეა, ვურევთ ვაშლის წვენს, რომ ცოტა დატკბეს. “
პროდუქტისათვის სპეციალურად შეიქმნა ბოთლის დიზაინი, ეტიკეტი . თითოეული სახობის წვენისთვის შეარჩიეს სხვადასხვა სლოგანიც.


“გვინდოდა მხიარული, მიმზიდველი და განსხვავებული ყოფილიყო. განსხავვებულია ბოთლი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეტკეტი. შეფუთვა თუ არ არის ხარისხიანი, პროდუქციის წარმატებას აფერხბეს. ნებისმიერი პროდუქტს ჯერ ვხედავთ და შემდეგ ვსინჯავთ. გარეგნულ მხარეს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. სლოგანების შერჩევა შემდეგნაირად მოხდა:  მოცვი სასარგებლოა მხედველობისთვის , ავირჩიეთ სლოგანი “შენი ჯანმრთელი თვალებისათვის”. გამოკითხვისას , სიყვარული უმეტესობამ მარწყვს შეადარა. ამიტომ ავირჩიეთ “შენ თუ იცი სიყვარული რა ხილია?”. ხალხს ეს ძალიან მოსწონს, დადებით ემოციებს იწვევს მათში ”,-ამბობს “კულას” პიარ მენეჯერი.

კომპანიები,როგორც წესი ახალი პროდუქტის, ეტიკეტის ან ბოთლის დიზაინის დასამზადებლად სპეციალისტებს მიმართავენ ხოლმე, ამ შემთხვევაში, წვენის შემადგენლობიდან დაწყებული, ბოთლითა და ეტიკეტით დამთავრებული,  ტექნოლოგებთან ერთად გენერალური დირექტორის ვანო გოგლიძის შექმნილია.

ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში მომხმარებელი უფრო მეტად ფასს აქცევს ყურადღებას. ძვირფასი პროდუქტი ძვირი სიამოვნებაცაა. “კულას” ერთი ბოთლი უშაქრო წვენი, რომელიც ერთ ლიტრზე ნაკლებია, დაახლოებით, 3 ლარი და 75 თეთრი ღირს. კომპანიაში ამბობენ, რომ ფასი დანახარჯების შესაბამისია.

ახალი პროდუქტის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ გაუთვლელმა დეტალებმაც იჩინა თავი .
“პირველ ეტაპზე შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა. ხილმა არ შეგვიწყო ხელი. რაც შეიძლებოდა, რომ მარაგის სახით გვეყიდა, შევიძინეთ. მაგალითად, ახლა ვეძებთ ფეიხოას. თუცმა, საქართველოში ხილის მოძიება პრობელმა არ არის და ამ შეფერხებსაც მალე აღმოვფხვრით. ვერ გავთავლეთ პროდუქტის მიღება. ცოტა უფრო ადრე უნდა დაგვეწყო ხილის მიღება” – ამბობს გოჩა არჩვაძე.
ჯერ-ჯერობით არ არსებობს გაყიდვების სტატისტიკა. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ მხრივ დადებითი ტენდენციაა. თუმცა, კონკრეტულ ციფრებს ვერ ასახელებენ.
კონკურენტებთან შედარებით უპირატესობას საკუთარი პროდუქტის ხარისხს მიიჩნევენ, კულაში ამბობენ, რომ “ფრეში” ბლენდერში დაწურული ხილის იდენტურია.

kula lokoსამომავლო გეგმებზე ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული, თუმცა, ამბობენ, რომ მათი სამოქმედო სტრატეგია მუდმივად სიახლეების წარდგენაა.
შეგახსენებთ, გორის ბავშვთა კვების საკონსერვო ქარხანა “კულა” სამი წელია არსებობს და დაახლოებით, 250 დასახელების პროდუქტს აწარმოებს.

frog

სოციალური მედიის მომხმარებელთა სამი ტიპი: პირველწყარო, აგრეგატორი და კურატორი

„თან საქმე“-დავით გელაშვილი