in

შექმენი პრობლემისგან შესაძლებლობა – კეთილმოწყობილი ჭები უსახლკაროთათვის

თუ პრობლემის გადაჭრა არ შეგიძლია, შექმენი კომფორტი. პარადოქსია, მაგრამ სადაც ერთი დაბრკოლებას ხედავს , მეორე ქმნის შესაძლებლობას.

საქმე ისაა, რომ გარშემო უამრავი გაუქმებული ჭაა, რომელსაც ყურადღებას არც ვაქცევთ და თავს მაშინ გვახსენებენ, როდესაც ფეხით ან მანქანით მათი სახურავზე გადავივლით.  თანამედროვე ურბანული ხელოვანები სწორედ ასეთ მიგდებულ და უსარგებლო ადგილებზე “ნადირობენ”და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებად აქცევენ.

 

1437052165-catturaw

 

ამ ფოტოზე (უამრავთაგან ერთერთი) მილანელი უსახლკაროა. ისინი ჭებში, იმ პატარა სივრცეში ცხოვრობენ და მთელ ზამთარს იქ ატარებენ. 

იტალიელმა ხელოვანმა Biancoshock-მა უსახლკაროებისთვის სოციალური პროექტი “Borderlife” განახორციელა, რომლის ფარგლებშიც მილანის ჭები პატარა საიდუმლო ოთახებად გადააკეთა და უსახლკაროებს პატარა, კომფორტული სივრცე გამოუყო.

P.S. “If some problems can not be avoided, make them comfortable.” 

 

manhole-apartment-hed-2016 manhole-apartment-1 manhole-apartment-2

ყველაფერი უფრო ახლოსაა, ვიდრე გვეგონა! „Silknet“-ისა და „National Geographic Channel“-ის ერთობლივი გათამაშება დაიწყო!

თამამად მიირთვით ცივი – Sensodyne-ს ყინულოვანი რეკლამა