in ,

შიში შეიქმს ფასდაკლებას? Goodwill, Goodbye?

“სიგიჟე”- სწორედ ასე შეიძლებოდა იმ დროს შეგვეფასებინა ქალაქგარეთ გახსნილი ჰიპერმარკეტი , იმავე პერიოდში როდესაც  გუდვილი გაიხსნა, სახლთან მდგომ ჯიხურში გამყიდველი ნებისმიერ პროდუქტს, თავისი ხელით გაწვდიდა. მომხმარებლის ქცევაც განსხვავდებოდა და ძირითადად მაღაზიაში ვიზიტიც ყოველდღიური იყო, სწორედ ამ საზოგადოებაში გახსნეს ჰიპერმარკეტი ქალაქგარეთ, სადაც ურიკით და საკუთარი ნებით უნდა ეყიდა მომხმარებელს. მსგავსი “სიგიჟე” მხოლოდ კარგ მეწარმეს შეუძლია, რომელიც ძალიან კარგად ხედავს “გზას”.

დრომ დაამტკიცა, რომ გუდვილის წარმატება  არამხოლოდ “გამართლების” შედეგი, არამედ ეფექტური მენეჯმენტის დამსახურებაა. კომპანიის ისტორიას თუ გადავხედავთ 2009 წლამდე ის არ აფართოებდა და მომხმარებელს “მისკენ იზიდავდა” თუმცა 2009 წლის შემდეგ მოხდა ახალი ფილიალების დამატება ვაკე, ბათუმი, გორი, ქავთარაძე,+ როგორც ცნობილია დაგეგმილია ორი ახალი ფილიალის გახსნა ირაო (ვაკეში) და რუსთაველის ფილიალეის გახსნა ფოსტის მოპირდაპირედ.

გუდვილი არასოდეს იყო პოზიციონირებული, როგორც  იაფი ჰიპერმარკეტი , იგი მიმზიდველი იყო საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანებისათვის, ბაზარზე ახალი ძლიერი კონკურენტის Carrefour-ის გამოჩენის შემდეგ გუდვილის ქცევები “დაბნეული/შეშინებული” ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, კარფურის გახსნამდე გაჩნდა გუდვილის “სიიაფის” მესიჯები “იაფია” ყველაფერზე 10% დასდაკლება, და ა.შ

 

სავარაუდოდ ეს აქცია კარფურის შემოსვლას უკავშირდება, რაც სამწუხაროდ იმაზე მიუთითებს, რომ კომპანიის მარკეტინგი მოიკოჭლებს და პირველივე რეალურ კონკურენტის “თამაშში” ჩაება, გუდვილს ფასდაკლების უფრო დიდი რესურსი აქვს,მას შეუძლია 20-30%-ითაც კი დააკლოს ფასები, მაგრამ რატომ?  რეალური მომხმარებელი გუდვილს “ფასის” გამო არ ირჩევს,  ფასებით კონკურენცია საბოლოო ჯამში მთლიანი ბაზრის გაფუჭებით და კრახით სრულდება. ისიც უნდა ითქვას, რომ “ახალ ფასებს” დაგროვებითი ბარათი ემსხვერპლა, რაც ერთის მხრივ გუდვილს აკარგინებს ინფორმაციას თუ ვინ და რა იყიდა.

გუდვილის ქეისი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, ერთ საინტერესო დეტალსაც მივაკვლიეთ, ნებსით თუ უნებლიეთ გუდვილის დამფუძნებლებს გააჩნიათ ახალი დივერსიფიცირებული სტრატეგია, ისინი ახალ ბიზნესში წავიდნენ და კომპანია “მარშე”  შექმნეს, რომელიც შეიძლება ბევრში ფრანგულ ასოციაციებს იწვევს, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით მარიამ შევარდნაძის სახელის ინიციალებია,

მარშეს პროდუქცია უკვე იყიდება გუდვილში,მომავალში კი როგორც ცნობილია კომპანიის გეგმაშია კონკურენტ ქსელებშიც გაიყიდოს, მარშეს არსებობა  ფინანსურად მომგებიანია და სტრატეგიული კონკურენტული უპირატესობის ერთ-ერთი წყაროა.

როგორ განვითარდება მოვლენები საინტერესოა, მარკეტერის ინტერნეტ გამოკითხვით 100 ადამიანიდან 58 კარფურში ვაჭრობას ანიჭებს უპირატესობას, მაშინ როცა “კარფური” ახალი გახსნილია ეს გასაკვირი და საგანგაშო არაა , ყველაზე მძიმე კონკურენცია კი მაინც დიღმის ჰიპერმარკეტ გუდვილს მოუწევს, თვისობრივ ინტერვიუში კი ერთი საინტერესო რამ გამოიკვეთა,  “გუდვილი ქართული ბიზნესია და მე მას მხარს ვუჭერ აქ მოსვლით, იმედია არ გააფუჭებენ ხარისხს” აღნიშნა რესპოდენტმა, ამ მონაცემების რაოდენობრივად გადამოწმება არ მომხდარა თუმცა ეს პასუხი დამაფიქრებელი უნდა იყოს გუდვილისათვის, შეიძლება იმასაც მიხვდნენ, რომ 10% ფასდაკლება არაა ის რისთვისაც ხალხი იქ დადის.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ფაქტია, რომ ამ სფეროში კონკურენცია ძალიან საინტერესო ხდება, აქტიურდება სმარტი, ნიკორა,ნუგეში, იოლი&პოპული. თქვენ როგორ ფიქრობთ მკითხველო რა ცვლილებებია მოსალოდნელი ბაზარზე? და პირადად თქვენ რომელს ანიჭებთ უპირატესობას ?

რა არის ვირუსული ვიდეო და რამდენად ეფექტურია ის მარკეტინგში?

სკამი და Facebook-ი, პირველი ოფიციალური ვიდეო რეკლამა