in ,

ჩემი ფასები შენსას სჯობია, არა შენი სჯობს ჩემს!

საქართველოში ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში მედიკამენტების სფეროში კონკურენცია ძალიან დიდია, ამ სფეროში

თავად მარკეტინგიც ძალიან განსხვავებული და სპეციფიკურია, ბევრი მარკეტერისთვის ძნელია აქ მუშაობა, როდესაც საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება, მათი აზრით იქ მარკეტერი არ უნდა ჩაერიოს. სწორედ ამიტომაა, რომ ბევრი მარკეტერი ამ სფეროს მარკეტინგს ზოგადად არაეთიკურ მარკეტინგს უწოდებს და თავს არიდებს აქ მუშაობას. სამედიცინო სფეროზე და აქაურ მარკეტინგზე მომავალ სტატიებში ვისაუბრებთ, თუმცა ამჟამად გვსურს საქართველოში ახლახანს მომხდარ ფაქტზე გიამბოთ.

ცოტა ხნის წინ PSP-ს აფთიაქებზე გამოჩნდა ფურცელი, რომელიც მყიდველს მისი და კონკურენტი ქსელის ფარმადეპოს ფასების შედარების შესაძლებლობას აძლევდა. ესეც ფოტო.

როგორც შემდგომ გაირკვა ამ ფურცელზე მოყვანილი ფასები სიმართლეს არ შეესაბამება და ფარმადეპოს პასუხმაც არ დააყოვნა.

 

როგორც მარკეტერისთვისაა ცნობილი ფარმადეპომ ამ მოვლენას მხოლოდ სოციალური ქსელის Facebook-ის მეშვეობით უპასუხა, რაც ცალსახად შეიძლება შეფასდეს სუსტ PR აქტივობად,(update: როგორც შემდეგ გაირკვა სიუჟეტი გავიდა ტელევიზიითაც) ვინაიდან ფარმადეპოსა და PSP-ს მომხმარებლის ძალიან დაბალი პროცენტი თუ კითხულობს მათ Facebook-ს, ან რატომ უნდა კითხულომბდე საერთოდ აფთიაქის Facebook გვერდს.

ახლა რაც შეეხება თავად ამ ფაქტს, თუ კარებზე გამოკრულ “ფურცელს” რეკლამას ვუწოდებთ, გამოდის, რომ PSP-მ შედარებითი რეკლამა გამოიყენა,რაც საქართველოში სამწუხაროდ იკრძალება, ანუ შენი პროდუქტის რეკლამირებისას არ გაქვს უფლება კონკურენტის პროდუქტთან პირდაპირი შედარება მოახდინო.

 

თქვენ რას ფიქრობთ? დააღქვია თუ არა PSP-მ ეს კანონი და არის თუ არა ეს შედარებითი რეკლამა?

Coca-cola – Unlock The 007 In You

რვა რჩევა, როგორ გავიმარტივოთ ცხოვრება ტექნიკის დახმარებით