in

ჩვენ არ გვაქვს დროის ფუფუნება, დრო ჩვენს წინააღმდეგაა

ბიზნესი რომ აპოლიტიკურია, ამაზე ყველა სტუმარი თანხმდებოდა. თუმცა, მათივე თქმით, ეს ის ფეროა, რაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მჭიდრო კავშირშია.
ბიზნესმენები ამბობენ, რომ მეწარმეობის განვითარებისათვის ქვეყანაში სტაბილურობა, საგადასახადო სისტემის რეგულირება და ბიზნესის ინტერნაციონალიზაციაა საჭირო.

ბიზნეს ორგანიზაცია “აი სი სი საქართველოს” თავმჯდომარე ფადი ასლი ამბობს, რომ ბიზნესის განვითარებისთვის

ფადი ასლი

მთავარი სტაბილურობა და ბიზნესის ხელშეუხებლობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ქვეყანა ინვესტორებისათვის მიმზიდველი არ იქნება.
“საუბარი მაქვს იუსტიციაზე. წინა მთავრობის მიერ ის კონტროლდებოდა . რისკებს თითოეული ბიზნესი განიცდიდა, რადგან, ვიცით, რომ მკაცრად კონტროდლებოდა. რაც შეეხება ახალ მთავრობას, იგივეს ვაწყდებით, რაც წინა ხელისუფლებაში არ მოგვწონდა, საზოგაოებას მტრებად და მეგობრებად ყოფენ. არ შეიძლება ბიზნესი იყოს მტრული და მეგობრული, არ შეიძლბა ის კონტროლდებოდეს.
ბიზნესი უნდა შეფასდეს როგორც ბიზნესი. ბიზნესმენები და ინვესტორები შეშინებულები არიან, ერთსაც გეტყვით, იყო არეულობა ციხეებში, ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი შეიჭრა სხავდასხვა დაწესებულებაში, თუ ეს სიტუაცია გაგრძლედება, უცხოური ინვესტიციები დაიკლებს, ჩვენ არ გვაქვს დროის ფუფუნება, დრო ჩვენს წინააღდეგაა”, ამბობს ფადი ასლი.
მისი აზრით, მეწარმეობის განვითარებისთვის საქართელოს ორმხირვი სავაჭრო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მეზობელ ქვეყნებთან. ამბობს, რომ თავისუფალი

[pullquote]არ შეიძლება ბიზნესი იყოს მტრული და მეგობრული, არ შეიძლბა ის კონტროლდებოდეს.
ბიზნესი უნდა შეფასდეს როგორც ბიზნესი.[/pullquote]

ვაჭრობის ფარგლებში ამჟამად ეს ურთიერთობა მხოლოდ ცალმხრივია, საქართველოში მეზობელი ქვეყნების ბაზრიდან პროდუქცია თავისუფლად შემოდის. ადგილობრივი პროდუქტის გატანა კი არ ხდება.

მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი კახა კოხრეიძე თვლის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის სუფსიდირება გამოსავალი არ არის.

კახა კოხრეიძე
კახა კოხრეიძე

“ყველფერი კანონის წინაშე უნდა იყოს დარეგულირებული. ხშირად ვსაუბრობთ, რომ თანამბარი მიდგომა უნდა არსებოდეს. თუმცა, რიგ შემთხვევებში ეს არ არის მართებული. ხომ არ შეიძლება რიგნზე ერთმანეთს სხავდასვა წონით კატეგორიაში მოასპარზე ადამინები შეხვდნენ?
კახა კოხრეიძე თვლის, რომ ბიზნესის ინტერნაციონალიზაცია უნდა მოხდეს და ბიზნესის კეთება უცხოელ პარტნიორებთან ერთად უნდა ხდებოდეს. გარდა ამისა, მისი აზრით, მცირე და სასუალო ბიზნესმა დიდი როლი უნდა შეასრულოს ეკონომიკის განვითარებაში, შექმანს სამუშაო ადგილები, რასაც კარგად დაგეგმილი ეკონომიკური პოლიტიკა სჭრიდება.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექრტრის ერიკ ლივნის აზრით კი საქართველოში ძალიან პატარა ბაზარია.
“საქართველო უნდა შეეცადოს მეზობელ ქვეყნებს შორის ვაჭრობის ცენტრად აქციოს ეს ბაზარი. ოღონდ თუ ასეთ ცენტრად ჩამოყალიბდება, უნდა იყოს თანამედროვე, ეფექტური და იაფი. მთავრობამ შეიძლება კოორდინირებულად იმუშაოს ბიზნესთან და დაეხმაროს მას, თუმცა საამისდ სტაბილურიობაა საჭირო”- ამბობს ერიკ ლივნი.

Go Electronics-ის პასუხი

frog

სოციალური მედიის მომხმარებელთა სამი ტიპი: პირველწყარო, აგრეგატორი და კურატორი