TBWA CAC-მ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სწორედ მათ ეკუთვნის აზიაში ყველაზე კრეატიული სარეკლამო კომპანიის სტატუსი. ამჯერად Cannes Lions 2012 ფესტივალზე ყურადღება “self-promo”-თი მიიქციეს.
სარეკლამო კამპანია “self-promo”-ს უფრო სოციალური დატვირთვა აქვს ვიდრე კომერციული. სააგენტოში გადაწყვიტეს, კანის ფესტივალზე ყოფნა მაქსიმალურად ეფექტურად გამოეყენებინათ და ყაზახების მიმართ, როგორც ყველაზე უცნაურ ხალხზე, წარმოდგენა შეეცვალათ. დაემტკიცებინათ რომ ყაზახეთი “ბორატი” არაა.
TBWA CAC-მ გამოიყენა ყველაზე ცნობილი ყაზახური სტერეოტიპი ბორატი და შექმნა სლოგანი “WE ARE NOT BORE AD” რაც ითარგმნება “ჩვენა არ ვართ მოსაწყენები” (ჩვენ არ ვართ ბორატები). ასეთ სლოგანით TBWA CAC-მ დაბეჭდა მაისურები, ბანერები, პოსტერები და კანის ფესტივალის მსვლელობისას უფასოდ დაარიგა.