6
Jul
2012

ცოტა რამ კორპორატიულ წვეულებებზე

6 Jul 2012

მარკეტერის რჩევები ყველას ვინც კორპორატიულ წვეულებებს აწყობს
  • ნებისმიერ კორპორატიულ წვეულებას, თუნცას ყველაზე ბანალურს აქვს თავისი დატვირთვა, რომელიც კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პერსონალისთვის კორპორატიული წვეულება ყოველთვის საუკეთესო თანამშრომლის, ან უფროსობისგან მადლობის მოლოდინთან ასოცირდება. კომპანიისთვის კი ასეთ წვეულებებს თამანშრომლების კეტილი განწყობის ასამაღლებელი და მათი არაოფიციალურ გარემოში გაცნობის კარგი ხერხია.

 

  •  ზამთრისთვის ზაფხულში უნდა მოემზადო: იგივეა კორპორატიულ წვეულებასზეც. მისი მომზადება დიდი ხნით ადრე უნდა დაიწყოს. ყველასთვის ცნობილია  კორპორატიული წვეულებების ფარული შეჯიბრი „ჩემი კომპანიის წვეულება უფრო უკეთესი იყო ვიდრე შენი“ თუ გინდათ, რომ ეს სიტყვები თქვენმა თანამშრომელმა წარმოთქვას, მაშინ დრო და შესაძლებლობები  არ დაიშუროთ.

 

  • დაგეგმილ კორპორატიულ წვეულებაზეც შესაძლოა დაუგეგმავი ამბები მოხდეს, ამის ასაცილებლად გასათვალისწინებელია შემდეგი პუნქტები:   ადგილმდებარეობა – არ დაიზაროთ და ადგილი რამოდენიმეჯერ გადაამოწმეთ.  ხმა – ხმის აპარატურა, ყველაზე პრობლემატური საკითხია. სტუმრები  – მათი განაწილება არც ისე იოლია. კომპანიაში  ყოველთვის არის მოქიშპე კადრი, თქვენ წინასწარ უნდა იცოდეთ ვის ვისთან რა დამოკიდებულება აქვს და ამის მიხედვით გააანაწილოთ ადგილები.
  •  არ დაგავიწყდეთ რომ თქვენს აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული წვეულების განწყობა. შეეცადეთ, კლიენტის თვალით შეაფასოთ კორპორატივის ხარისხი და დაივიწყოთ, რომ  თქვენი ორგანიზებულია , ეს ყველაზე სანდო ხერხია ხარვეზების გამოსავლენად.
  •  ივენთის დამთავრების შემდეგ გაარკვიეთ მოეწონათ თუ არა წვეულება. კორპორატიულ წვეულებები კარგი საშუალებაა თანამშრომლების კომპანიისადმი დამოკიდებულების გასარკვევად. კარგი იქნება თუ წვეულებაზე გადაღებულ ფოტოებს ყვეალს სათითაოდ გაუგზავნით,(ხშირია, როცა ვიღაცას არ სურს თავისი რომელიმე ფოტო გამოქვეყნდეს) საუკეთესო ფოტოებისგან სტენდი გააკეთეთ და წვეულების განწყობა დიდი ხანი გაჰყვება თანამშრომლებს.
  • არ აქვს მნიშვნელობა წვეულების მოწყობაში რა თანხას დახარჯავთ, მთავარია რა განწყობას შექმნით
  • მსგავსი წვეულება შესანიშნავი ადგილია თქვენი თანამშრომლების დაფასება/შეფასებისათვის, შექმენით სხვადასხვა ნომინაციები მაგ: წლის თანამშრომელი, ყველაზე მეგობრული, ყველაზე კრეატიული და ა.შ და გადაეცით მათ სპეციალური სიგელები, ეს ჯილდო დიდი ხნის განმავლობაში დარჩება მათ მეხსიერებაში და მოტივაციასაც გაზრდის

განხილვა

2 Responses

  1. ლაშა ანდღულაძე says:

    კორპორატიული არის სწორი თუ კორპორაციული?

  2. Anonymous says:

    ისე კორპორაციული და არა კორპორატიული

Leave a Reply

Your email address will not be published.