20
Jul
2012

ცუდი რჩევების სერია გრძელდება

20 Jul 2012

Elit Electronics
Elit Electronics


ამჯერად სარეკლამო კომპანიებთან მუშაობის “ცუდ რჩევებს” გაგიზიარებთ

როგორ შევარჩიოთ სააგენტო:

  1. გადაშალეთ ტელეფონების წიგნი და დაურეკეთ ყველას ანბანის მიხედვით.
  2. გაარკვიეთ იქნებ უფროსს სადმე სააგენტოში ნაცნობი ეგულება.
  3. მოაწყვეთ უფასო ტენდერი, ყველა პრეზენტაციებზე საუკეთესო იდეები აირჩიეთ. გაავრცელეთ ხმები, ვითომ ისინი არაპროფესიონალები არაინ. თქვენ ამით მათზე გამოცდილი მანეჯერის შთაბეჭდილებას დატოვებთ.

 

როგორ დავწეროთ ბრიფი:

  1. სააგენტოს სტრატეგუიულ განყოფილებას არასდროს არ დაავალოთ მისი გაკეთება.
  2. რაც შეიძლება უფრო ფართო აუდიტორია მონიშნეთ, თქვენი პროდუქტი ხომ ყველამ უნდა შეიძინოს.
  3. არ შეიზღუდოთ თავი მიზნების ჩამოთვლაში, პირიქით ისინი ბევრი უნდა ჩამოწეროთ. რაც უფრო მეტი მიზანია უფრო მეტი დარტყმაა.
  4. არ დაგავიწყდეთ ბრენდის ხასიათი მიუთითოთ – პოზიტიური, ენერგიული და ა.შ.  ეს ერთგვარ განწყობას შექმნის და კონკურენტებისგან გამოკვეთილს გაგხდით.
  5. ბრიფში შეიყვანეთ ერთმანეთისგან გამომრიცხავი მოთხოვნები.
  6. კვირაში ერთხელ ცვალეთ ბრიფი. ყველაზე მომგებიანი პრეზენტაციამდე ერთი კვირით ადრე შეცვლაა. არ მისცეთ სააგენტოს მოდუნების უფლება.

 

პრეზენტაცია და კრეატიულობასტან დაკავშირებით კომენტარები

 

  1.    არავითარ შემთხვევაში ემოციები არ გამოაჩინოთ. მოწოდებული იდეები თქვენს უფროს ჯერ არ უნახავს.
  2.  ყოველთვის იკითხეთ, რომელი ვერსია უფრო მოსწონს სააგენტოს და მათგან განსხვავებული მიმართულება შეარჩიეთ.
  3. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი სააგენტოს მიზანი ფულის გაკეთება და თქვენს ხარჯზე დასვენება.
  4.   რეკლამაში მოითხოვეთ ყველა ტელეფონის ნომრის მითითება და პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლების ჩმონათვალი.
  5.   მაკეთის თავდაპირველი ვარიანტი არასდროს დაამტკიცოთ.
  6.   მაქსიმალურად ბუნდოვნათ აუხსენით რა გსურთ. პროვოკაციებს და თხოვნებს ყურადღება არ მიაქციოთ. რასათ თქვენ გააკეთებთ ყველაფერი შესაძლოა თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ.

 

            გადამღები ჯგუფის არჩევისას

  1. ყურადღებით იყავით. ზედმეტი ხალხი არაა საჭირო, მათი მოვალეობა თქვენმა ცოლმაც შეიძლება შეასრულოს.
  2. რეჟისორის და ოპერატორის ჰონორარი შეამცირეთ.  “თქვენნაირ კლიენტთან მუშაობა უკვე დიდი ფუფუნებაა”.
  3.  ამ ყველაფრის შემდეგ განაცხადეთ, რომ მოთხოვნები 50% გაიზარდა და თუ არ სურთ თანამშრომლობა თქვენთვითონაც ყველაფერ მშვენივრად მოაგვარებთ.

 

        PPM-ზე

 

  1. მსახიობების არჩევისას ყურადღება მიაქციეთ, რომ კონკურენტი კომპანიების მსახიობებზე კარგები იყვნენ. მაგალითად: მამის როლზე ის აიყვანეთ ვისაც უკვე სხვაგან აქვს მამის როლი შესრულებული. ამით თქვენ დაზღვევას გააკეთებთ.
  2. მთავარია რეკლამაში ბრენდზე ფოკუსირება.
  3. ყველაზე სარფიანია თუ თქვენ ფინალური მონტაჟის დროს მოითხოვთ ბრენდზე ფოკუსირების გაორმაგებას. ერთი გასროლით ორ კურდრელს მოკლავთ: სარეკლამო სააგენტოს და გადამღებ ჯგუფს ჩიხში შეიყვანთ.

 

             გადასაღებ მოედანზე

 

  1. არ დაელოდოთ რეჟისორს, თქვენთვითონ მიეცით მითითებები მსახიობებს.
  2. ყველა კადრში თქვენი პროდუქცია უნდა ჩანდეს.
  3. ყოველთვის გაიღიმონ კადრში, რათა თქვენს პროდუქტზე ნეგატიური შთაბეჭდილებებია არ დარჩეს.
  4. ყველაზე მართებულია, თუ ძალიან ბევრ მითითებებს გასცემთ.
  5. ხმის ჩამწერ სტუიდიაში აუცილებლად ჩაწერეთ რამდოენიმე დუბლი 1. ენერგიუილი, 2. დინამიური, 3.ცოცხალი, 4. მეგობრული, 5. ნეიტრალური. მიეცით მსახიობს საშუალება ბოლომდე დაიხარჯოს და საუკეთესო ვარიანტი შემდეგ შეარჩიეთ.
  6. რეკლამის ჩაბარების შემდეგ მოითხოვეთ მუსიკის შეცვლა. თუ სააგენტო თვლის, რომ ყველაფერი დამთავრდა ძალიან შეცდომაში შესულან.

 

განხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published.