26
Nov
2012

“ცხოვრებას შენზე უკეთესი ფანტაზია აქვს” – თეონა ბაღდავაძე

26 Nov 2012

“ცხოვრებას შენზე უკეთესი ფანტაზია აქვს”

ძალიან საინტერესო კრედო შემოგვთავაზა ჩვენმა დღევანდელმა რესპოდენტმა-„ბილაინის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თეონა ბაღდავაძემ.

[pullquote]“ცხოვრებას შენზე უკეთესი ფანტაზია აქვს”[/pullquote]

პროფესიით სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრმა განთლება ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, იტალიის სახელმწიფო ტელევიზიასთან არსებული რადიო -ტელევიზიის ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. მან პირველი კურსიდანვე დაიწყო გამოცდილების შეძენა, სტაჟიორი გახლდათ ტელეკომპანია „მზის“ „ნიუსრუმში“ , ასევე მუშაობდა „იმედში“ ერთ-ერთი გადაცემის პროდუსერის ასისტენტად, სადაც პირველ ხელფასს-200ლარის ოდენობით იღებდა.  მისი სამუშაო ადგილების ჩამონათვალში  არის კომპანია „ალდაგი“ და „საქართველოს ბანკი“. კარიერის  „ბილაინში“ გაგრძელება მას ე.წ ”ჰედჰანტერულმა ” კომპანიამ შესთავაზა. სადაც დღემდე ყოველდღიურად  დაახლოებით 8-9 საათს ატარებს.

მისი ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე სამსახურში წასვლამდე ფეისბუქისა და მეილების შემოწმებით იწყება, ასევე ეცნობა სოციალური და ტრადიციული მედიის მონიტორინგის პროგრამას გამოქვეყნებული მოხსენებების გასაანალიზებლად. სამსახურში ხვდება ე.წ  To Do List რომელსაც ყოველ დღე სახლში წასვლის წინ ადგენს. „სამ თვეში ერთხელ კორექტივები შეგვაქვს წლის პიარ გეგმაში, რომელსაც ჩემს თანამშრომელბთან ერთად განვიხილავთ.“ ცალკე დრო აქვს გამოყოფილი შეხვედრებისა და ივენთებისთვის, რომლებზე დასწრებაც იმ სფეროში მომუშავე ადამიანისთვის სადაც თავად ტრიალებს აუცილებელობად მიაჩნია. „კვირაში 4 საათს  ვუთმობ ონ-ლაინ ვებინარებს  რომელსაც ამერიკული ფიარ ასოციაციის წევრობიდან გამომდინარე , ყოველდღიურად მაწვდიან.“

განხორციელებული პროექტებიდან ყველაზე წარმატებულად სპორტი ნათელ მხარეზე ახსენდება, რომლის მეშვეობითაც ბილაინმა შეძლო სამოყვარულო სპორტის ლიგის ორგანიზება, სადაც დაახლოებით 5000 ადამიანია გაერთიანებული, თუმცა აქვე აღნიშნავს რომ ეს არ არის ერთადერთი წარმატებული პროექტი და მასთან ერთად კიდევ ბევრის დასახელება შეუძლია.

სიამოვნებით იმუშავებდა საერთაშორისო საკომუნიკაციო კორპორაციებში Hill and Knowlton -ში ან Ketchum -ში, წარმატების ფორმულა ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული „მე ჯერ არ დამიწერია ჩემი ფორმულა, როცა მექნება აუცილებლად გაგიზიარებთ“.

საქართველოს ბიზნეს სექტორის სიახლეებთან დაკავშირებით მან შემდეგნაირი იდეა შემოგვთავაზა: „დიდი სიამოვნებით მივაწვდიდი  პარლამენტს კანონ პროექტს განსახილველად, რომელიც იმ კომპანიების ფინანსურ დაინტერესებას გამოიწვევდა გადასახადების შემცირების კუთხით, რომლებიც სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებს განვითარების სტრატეგიულ ნაწილად მიიჩნევენ.“

თავად მუდმივად ცდილობს, რომ მაქსიმალურად  ბევრი დაინტერესებული მხარე ჩართოს თავის ინიცირებულ პროექტებში, რათა ბევრი განსხვავებული აზრი და კრიტიკა მოისმინოს, რაც თავისთავად საბოლოოდ პროექტის წარმატებას განაპირობებს.

გადატვირთული სამუშაო გრაფიკის  შემდეგ თეონა ხშირად სტუმრობს ხოლმე იოგას ცენტრ Ananda-ს, ასევე უკვე 6 წელია, რაც ვაკის საცურაო აუზზე დადის.

განსაკუთრებით გულშემატკივრობს ქართულ ბრენდებს, ძალიან უნდა რომ  ის კომპანიები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებით არიან, უფრო წარმატებულები გახდნენ, მათ შორის გამოყოფს სანტეს, ეკო ფუდს, კულას. არის „საქართველოს“ და „სოლო“  ბანკის მომხმარებელი.

საყოფაცხოვრებოდ საჭირო ნივთების საყიდლად გუდვილს და კარფურს ირჩევს, რაც შეეხება ტანსაცმელს:  „ვიქნები ბანალური და ვიტყვი რომ ზარას შემოსვლამ საქართველოში მაქსიმალურად შეამცირა ის დრო, რომელსაც საზღვარგარეთ ვუთმობდი შოფინგს“.  მობილური ოპერატორებიდან თავისთავად ბილაინს ირჩევს, ამ ეტაპზე აქვს სამსუნგ გალაქსი, თუმცა 10წლის მანძილზე ნოკიას ერთგული იყო და ფიქრობს, რომ მალე ისევ დაუბრუნდება, მართავს ლექსუსის ავტომობილს, პროფესიიდან გამომდინარე ყველა ტელეარხის ყურება უწევს, გადაცემებიდან აქტიურად თვალყურს „საქართველოს ვარსკვლავსა“ და „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ ადევნებს, რადგან მათ „ბილაინი“ უჭერს მხარს. მოსწონს ორიგინალური სარეკლამო რგოლები, ახსენდება ელიტ ელექტორიქსის რეკლამა აჩი არველაძის მონაწილეობით.

სამომავლოდ ახალგაზრდებს ურჩევს

„არასდროს აკეთოთ ის საქმე რაც არ მოგწონთ, შეიყვარეთ თქვენი პროფესია ან მიჰყავით ხელი თქვენს მოწოდებას, მაშინ თქვენც ჩემსავით ანაზღაურებადი ჰობი გექნებათ სამსახურის ნაცვლად „

განხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published.