in

შექმენი წარმატებული ბრენდი!

მარკეტინგის თეორეტიკოსები და პრაქტიკოსები უკვე შეთანხმდნენ იმაზე, რომ მათი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იმიჯის შექმნაა, სწორედ სასურველი და “ძლიერი” იმიჯი ეხმარება კომპანიას  იყოს ფინანსურად წარმატებული. ბევრი თეორიტიკოსი და პრაქტიკოსის რჩევების მიუხედავად ამ სტატიაში თქვენი ყურადღება ხუთ საფეხურზე გვსურს შევაჩეროთ:

პირველი საფეხური დიფერენციაციაა: ბრენდი თავის კონკურენტებთან აბსოლუტურად განცალკევებული უნდა იყოს და ასე იპყრობდეს ყურადღებას. საამისოდ უნიკალური უპირატესობის შექმნაა საჭირო, ნებისმიერ ბრენდს სჭირდება ელემენტები,რომელიც მას უნიკალურს ხდის და გამოარჩევს კონკურენტებისაგან ამ შემთხვევაში ზედაპირული ელემენტები არ იგულისხმება და ნუ ეცდებით “გამარჯვებას”, მხოლოდ განსხვავებული ლოგოთი ან სლოგანით. თუ თქვენ მარკეტინგის სფეროში “ახალი” არ ხართ გეცოდინებათ ამ თეორიას ეწინააღმდეგებიან ისეთი გურუები როგორებიც არიან: კელერი, აპერია,ჯორჯსონი და ა.შ მაგრამ ძირითად შემთხვევაში თეორია მაინც ახლოსაა ჭეშმარიტებასთან. (უფრო ვრცლად მომდევნო სტატიებში)

მეორე საფეხურია პოზიციონირება. ამ დროს მარკეტერებმა ზუსტად და გასაგებად უნდა ჩამოაყალიბონ, რატომ არის მაინცდამაინც ეს ბრენდი საუკეთესო ბაზარზე არსებულ მსგავს პროდუქტებს შორის. მათ უნდა ახსნან რატომაა აუცილებლი ეს ნივთი მომხმარებლებლისა და დასაქმებულთა ცხოვრებაში. ამ ყველაფრის კომუნიკაცია კი ძირითადად პიარ და ბრედ მენეჯერებს ევალებათ.

მესამე საფეხური ინდივიდუალურობაა – გულისხმობს ბრენდის შიდა და გარე კომუნიკაციებს. იდეალურია, როდესაც დასაქმებული თავად არის ბრენდის თვალსაჩინო მაგალითი.

მეოთხე საფეხურია “უმაღლესი ფაზა” – წარმოსადეგობა, შეხედულება . ამ ეტაპზე მმართველი გუნდი ცდილობს დაარწმუნოს მომხარებელი ბრენდის მაღალ ღირებულებებში ეს საფეხური საქართველოშიც პოპულარულია, მარკეტერები ცდილობენ სტოკჰოლდერების დაინტერესებას განსაკუთრებით იმაში, რომ ეკონომიკური , გარემოსდაცვითი და სოციალური კეთილდღეობის მომტანია ბრენდი. გაერთიანებული ღირებულებებით , მაგალითად, თუ გაყიდულიდან რაღაც თეთრები მოხამრდება “კეთილ საქმეს”, დასაქმებული მეტად მიჯაჭვული ხდება ბრენდზე, მყიდველი კი საკუთარი შენაძენით უფრო კამყოფილია.

მეხუთე საფეხური – დამატებითი ღირებულება, კულმინაციური წერტილია ბრენდის წარმატებისთვის. მაგალითად, მომხარებელზე მორგებული ბოთლი, მაგიდა, კომპიუტერი, პროგრამა და ა.შ ასეთ დროს ბრენდი აღიქმება, როგორც ინდივიდზე მორგებული და იდენტურობის განცდას ამაღლებს. ყველაზე მაღალი საფეხურია თავად მისცე მყიდველს საშუალება შენთან ერთად შექმნას ბრენდის “ღირებულება”, მარკეტერის მკითხველს ალბათ ჰეინეკენის კონკურსი გაგახსენდათ, რომელიც აძლევს მომხმარებელს შესაძლებლობას თავად შექმნას ბოთლის დიზაინი (იხ. ) მიუხედავად ქართული კომპანიების “ბევრი ლაიქისა”  ასეთი “რისკის” მოყვარული კომპანიები საქართველოში ჯერ არ ჩანან, რომლებიც მომხმარებლებს “ბიზნეს პროცესებში” თუნდაც მინიმალურ დონეზე ჩართავდნენ.

http://marketer.ge/heineken-bottle/

თქვენ რა მიგაჩნიათ ბრენდის წარმატებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ?

*მომზადებულია HBR, Strategy Business, SBM-keller,Georgson, MMA, KUL-ის მასალების მიხედვით

მზია შარაშიძე შვილთან ერთად

“წარმატება თავისით არ მოდის” – მზია შარაშიძე

„Все к лучшему“ -ანა ლხინაძე