in

წიგნის ფასი თუ ხარისხი ?!

მსოფლიო ტრენდის საწინააღმდეგოდ სადაც ყველაფერი ციფრულდება და პლანშეტების გადამკიდე წიგნის მაღაზიები იხურება, საქართველოში წიგნის მაღაზიების რიცხვი იზრდება. შესაბამისად, არსებობს მომხმარებელიც, რაც ნამდვილად კარგი ტენდენციაა თუმცა, ხშირად არჩევანს, ხარისხსა და ფასს შორის, ამ უკანასკნელზე აკეთებენ.

მომხმარებელთა პრეტენზიები სხვადასხვაგვარია, ნაწილი თვლის, რომ წიგნი საქართველოში ძვირი სიამოვნებაა, ნაწილი თარგმანებისა და ზოგადად წიგნის დაბალ ხარისხს უჩივის.

მხატვრული და სამეცნიერო წიგნების ფასი, საშუალოდ, 3 ლარიდან იწყება და 150-200 ლარამდე მერყეობს. თუმცა, არის სპეციალური გამოშვების წიგნები. მათი ფასი შესაძლოა 400 , 800 და 1500 ლარიც იყოს.

თავად ამ ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დღეს საქართველოში მათი საქმიანობა წარმატებულია. გარკვეული სტატისტიკაც აქვთ და თვლიან, რომ მათი მომსახურება ყველა ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი. რაც შეეხება წიგნის მომავალს, ტექნოლოგიების ასეთი განვითარების მიუხედავად, თვლიან, რომ ნაბეჭდი წიგნის მკითხველი ყოველთვის იქნება.

“მარკეტერი” შეეცადა წიგნის ბიზნესის წარმატებისა თუ წარუმატებლობის ფაქტორებზე და მომხმარებლის არჩევანზე ამ სფეროს წარმომადგენლებისგან მიეღო ინფორმაცია.

“ბიბლუსის” პიარ მენეჯერი მარიამ წამალაშვილი : ქვეყნის მასშტაბით 39 მაღაზია გვაქვს. ჩვენთან დღეში საშუალოდ 150-200-მდე მყიდველი შემოდის, საუბარი მაქვს ისეთ კატეგორიაზე, რომელიც რაღაცას ყიდულობს, იქნება ეს წიგნი თუ საკანცელარიო ნივთები. წიგნის ფასი ჩვენთან სამი ლარიდან იწყება. ხარისხის მიხედვით იზრდება ფასებიც. წიგნს ვიზუალზე და ხარისხზე ეტყობა რომ ძვირადღირებულია. რაც შეეხება წარმატების გარანტიას, გარდა იმისა, რომ პროდუქტია მომგებიანი და პოზიტიური, ვიზუალური მხარე და მომსახურება უნდა იყოს მაღალი ხარისხის., თუ სხვაც გაითვალისწინებს კარგი იქნება. წიგნის ბიზნესისათვის ხელისშემშლელ ფაქტორად , შესაძლოა, ყველაზე მეტად ელექტრონული წიგნები მოვიაზროთ. თუმცა, ვერ გეტყვით, რომ ფიზიკურ წიგნს რაიმე ჩაანაცვლებს. მისი მომხმარებელი სულ იქნება, გამომდინარე ასაკიდან. გამორიცხული არ არის ჩვენც შევთავაზოთ მომხმარებელს ელექტრონული წიგნები სამომავლოდ. თუმცა ახლა კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, რა სახის იქნება ან როდის. “

“პარნასის “ გაყიდვების მენეჯერი. ნინო თხილიშვილი : გაყიდული წიგნების რაოდენობა დღეში 80-100-მდეა, ხან მეტია , ხან ნაკლები. თუმცა, ერთმა ადამიანმა შეიძლება ერთი წიგნი შეიძინოს, ან რამდენიმე. ასე, რომ თავად მყიდველების რაოდენობის სტატისტიკაზე გამიჭირდება საუბარი.
ფასები ძირითადად 3 ლარიდან იწყება, მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა ძირითადად 40 ლარამდე ღირს. გვაქვს სპეციალური ალბომებიც, რომლის ფასიც 150-200 ლარამდეა. ყველაზე ძვირადღირებული ამჟამად 1500 ლარიანი მსოფლიოს ატლასია.

წიგნები რომ ძვირია, ამას ბევრი ამბობს. ძირითდად, მომხარებელი ირჩევს ისეთ წიგნს, კარგი ხარისხიც იყოს და ნორმალურ ფასადაც შეიძინოს. არის მომხარებელთ კატეგორია, რომელიც ხარისხზეა ორიენტირებული. წარმატებისთვის სწორედ ესაა საჭირო ხარისხიანი პროდუქცია. თუმცა, მართლაც ბევრია ისეთი მყიდველი, ვინც ხარისხს არ აქცევს ყურადღებას. არის მომხმარებლის კატეგორია, რომელსაც უყვარს წიგნი, ზოგადად დიდ მნიშვნელოაბს ანიჭებს ხარისხს. თუ საქმე თარგმანს ეხება, უპირატესია თარგმანის ხარისხი. თუმცა, მართლაც ბევრია ისეთი მყიდველი, ვინც ხარისხს არ აქცევს ყურადღებას.
რაც შეეხება ელექტრონულ წიგნებს, არ მგონია ნაბეჭდი წიგნის კონკურენტი იყოს. კომპიუტერში კითხვა დამღლელია, არ არის ადვილი.
თანაც, მკითხველი “ფურცლიდან კითხვის” სიამოვნებას ვერ განიცდის. საერთოდ, ელექტრონულ წიგნებზე უფრო მეტად, კონკურენტი “ქინდლი” მგონია, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე.”

ასე, რომ თუ წიგნის მოყვარული ხართ, ან უბრალოდ გადაწყვიტეთ შეიძინოთ მხატვრული, საბავშვო, სამეცნიერო ლიტერატურა, მოგიწევთ არჩევანი ფასსა და ხარისხს შორის გააკეთოთ.

“შედეგით მიღებულ კმაყოფილებას ვერაფერი შეედრება” – მაკო ჯაოშვილი

ისინი შენზე უარეს დღეში არიან :)