მამაჩემის ბიძა პილოტი იყო.
მახსოვს სახლში რომ მივდიოდი მათთან, ყოველთვის მაინტერესებდა კარადა სადაც უნიფორმას ინახავდა .
50 წლამდე იმუშავა, შემდეგ გულის პრობლემები შეექმნა, ამბობდნენ ბევრი ფრენის ბრალიაო.
ფრენა ძალიან მიყვარს ბავშვობიდან, განსაკუთრებით აფრენის მომენტი და ის დრო როდესაც ილუმინატორიდან თეთრი ღრუბლებს თვალს ვუსწორებდი .
იმ ასაკში კომფორტთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოთხოვნები არ მქონდა, დღეს საქმე სხვაგვარდაა.
რამდენიმე თვის წინ, ერთ- ერთი ავიაკომპანიით ვიფრინე, ფრენის ხანგრძლივობა 2 საათ ნახევრის ნაცვლად 14 საათი გაგრძელდა, თვითმფრინავი ვერ დასვეს თბილსში და ბაქოში დავჯექით, 8 საათიანი ლოდინის შემდეგ უკან გამოვფრინდით თბილისში.
მეც რა მექნა, დავლიე 4 ბოთლი წყალი, რომელშიც ბილეთის ფასის ნახევარი გადავიხადე და დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ ნიუ იორკის რომელ ქუჩაზე ვიქნებოდი ამხელა ფრენის შემდეგ.
მეორედ ზამთარში თვითმფრინავს ბორბალი გაეყინა და თბილისის აეროპორტში , თვითმფინავში მომწყვდეულმა გავატარე 4 საათი, არადა უკვე დანიშნულების ადგილას უნდა ვყოფილიყავი ჩასული .
არაფერს ვამბობ საკვებზე, რომლის წარმომავლობა ეჭვს ბადებს მის პირველად დანიშნულებაზე და ლეგენდარულ ფარდაზე რომელიც მხოლოდ ერთად- ერთი ნაბიჯია ” ბიზმესმენთა” და უბრალო მოკვდავთა შორის .
საუბარი არ მაქვს უჟმურ სტუარდესებზე, რომელთა სიუჟმურე ჰაერში აჭრის პროპორციულად აზრდება, დაგვიანებულ ან გადადებულ შიდა რეისებზე.
ამ ყველაფრის შემდეგ ერთი კითხვა მაქვს ჩემს მეგობრებთან, გაუმჯობესდა თუ არა საჰაერო სერვისი , მას შემდეგ რაც უცხოური კომპანიები შემოჭრნენ საქართველოს საჰაერო სივრცეში? და თუ არსებობს მოთხოვნა ხარისხის და ფასის უკეთესი შესაბამისობის ?
ავტორი: თეონა ბაღდავაძე














