in

032 Collective AI ფილმების კონკურსს აცხადებს!

საქართველოში პირველი AI სტარტაპ სტუდიო და ფონდი, 032 Collective, აცხადებს მიღებას მოკლემეტრაჟიანი AI ფილმების კონკურსზე. ეს არის შესაძლებლობა
ყველა იმ ადამიანისთვის ვინც ხელოვნურ ინტელექტს ვიზუალური კომუნიკაციის მიმართულებით იყენებს. საპრიზო ფონდი 5000 ლარია და კონკურსანტს 5 წუთამდე მოკლემეტრაჟიანი ფილმის შექმნა ევალება.

BOG
BOG
ნინა ქარჩხაძე

„ამ კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს კონტენტის შექმნაში AI ტექნოლოგიების გამოყენების ზრდასა და AI ხელსაწყოების დახმარებით ადამიანის შემოქმედებითი პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლენას. ამჯერად, ეს ყოველივე მოკლემეტრაჟიან ფილმში აისახა, თუმცა წინ არაერთი საინტერესო პროექტი გველოდება“, – აცხადებს 032 კოლექტივის ხელმძღვანელი ნინა ქარჩხაძე.

კონკურსის წინაპირობა:

  • ვინ მონაწილეობს: ასაკი შეუზღუდავია, მიიღება როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური განაცხადები. რეგისტრაცია შესაძლებელია კომპანიის სახელითაც. 
  • ფორმატი: ფილმის ხანგრძლივობა – 5 წუთამდე; თრეილერი – 1 წუთამდე.
  • თემატიკა & ჟანრი: თავისუფალი.
  • მთავარი მოთხოვნა: ფილმი უნდა იყოს შექმნილი AI ხელსაწყოების დახმარებით

კონკურსის დავალება:

შეარჩიე შენთვის სასურველი თემატიკა და ჟანრი, შექმენი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, თან დაურთე 032 კოლექტივის ლოგო ფილმის დასაწყისში და გამოგზავნე საბოლოო ნამუშევარი. ლოგოს გადმოწერა ↓

კონკურსის წესები:

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია შეივსოს სააპლიკაციო ფორმა.

  • მონაწილემ უნდა წარმოადგინოს – 5 წუთამდე ფილმი (16:9 რეზოლუციით, Full HD), 1 წუთამდე თრეილერი (9:16 რილსის ფორმატი), გარეკანის ფოტოები (16:9 და 9:16 რეზოლუციაში) და ფილმის შექმნის პროცესის აღწერა. აუცილებელია ფილმის დასაწყისში მოცემული იყოს 032 Collective-ის ლოგო.
  • ამავდროულად, კონკურსანტმა უნდა განათავსოს ფილმი Youtube-სა და Facebook საჯარო გვერდებზე შემდეგი წესების დაცვით:

    1) Youtube-ზე განთავსების წესები: კონკურსანტმა უნდა ატვირთოს ფილმი მის Youtube არხზე და კოლაბორაციის (Collaboration) ფუნქციით მონიშნოს 032 Collective-ის გვერდი. ვიდეოს სტატუსი უნდა იყოს Public (საჯარო) და აღწერაში აუცილებელია მიეთითოს ფილმის სახელწოდება და ჰეშთეგები: #032collective და #AIshortfilmcompetition.

    2) Facebook-ზე განთავსების წესები: კონკურსანტმა უნდა დაპოსტოს ფილმი მის Facebook გვერდზე და მონიშნოს 032 Collective-ის გვერდი. პოსტის სტატუსი უნდა იყოს Public (საჯარო) და აღწერაში აუცილებელია მიეთითოს ფილმის სახელწოდება და ჰეშთეგები: #032collective და #AIshortfilmcompetition.

შეგახსენებთ, რომ ნამუშევრების მიღება დღეიდან 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება ანუ 23 თებერვლამდე.

კონკურსთან დაკავშირებით ყველანაირ დეტალებს გაეცნობით 032 კოლექტივის გვერდზე, მანამდე კი არ გამოტოვოთ შესაძლებლობა გახდეთ, პირველი, გამარჯვებული მოკლემეტრაჟიანი AI ფილმების კონკურსში. 

[პარტნიორის კონტენტი]

McDonald’s საქართველო წარმოგიდგენთ FRIENDS Meal-ს

10 შრიფტი, რომლებიც 2026 წელს იქნება პოპულარული