in

AI სტარტაპ სტუდია და ფონდ 032 Collective-ს ნინა ქარჩხაძე უხელმძღვანელებს

განათლებიდან სტარტაპ-ეკოსისტემაში – commschool-ის ხელმძღვანელობის შემდეგ, ნინა ქარჩხაძე 032 Collective-ის გუნდს შეუერთდა. AI-ზე ფოკუსირებული სტარტაპ სტუდია და ფონდი რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ნინა commschool-ის საოპერაციო ხელმძღვანელი იყო, ახლა კი ახალ გუნდს Chief Portfolio Officer-ის პოზიციით შეუერთდა. როგორც თავად ამბობს, ახალ პოზიციაზე გამოცდილების მასშტაბირების შესაძლებლობა ეძლევა. საქმიანობის არეალი კი ფართოა, კომუნის ზრდით დაწყებული, ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის პოპულარიზაციით დამთავრებული ახალ როლში, ნინას ამოცანაა გაზარდოს ხელმისაწვდომობა AI ტექნოლოგიებზე და დაეხმაროს დამფუძნებლებსა და AI-ით დაინტერესებულ ადამიანებს თავიანთი პოტენციალის გამოვლენაში დაეხმაროს.

M: წლების განმავლობაში, შენი საქმიანობა საგანმანათლებლო სფეროს უკავშირდებოდა. რატომ გადაწყვიტე სტარტაპის მიმართულებით წასვლა?

სწორად აღნიშნე, 7 წელია ვმუშაობ განათლების სფეროში. ამ წლების მანძილზე, commschool სტარტაპიდან ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო ბრენდად იქცა საქართველოში.

შესაბამისად, სტარტაპისგან შორს არც არასდროს ვყოფილვარ და ჩემი კარიერის ლოგიკური გაგრძელებაც სწორედ ასე წარმომედგინა. გარდა ამისა სტარტაპის ორგანიზაციული კულტურა, მუხტი და ის სულისკვეთება რითიც საბოლოოდ საქმე კეთდება ჩემთან საკმაოდ ახლოს არის და კომფორტულია.

M: რით დაგაინტერესა 032 კოლექტივმა ყველაზე მეტად?

032 კოლექტივი ჩემი გამოცდილების მასშტაბირების შესაძლებლობას მაძლევს რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამის გარდა, სტარტაპ სტუდიოს და ფონდის მართვა სხვა ყველა დადებითთან ერთად უდიდესი გამოწვევაა, რაც კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას და შესაძლებლობას ნიშნავს.

ვფიქრობ, მოდუნების საშუალებას არ მომცემს ერთი მხრივ, ჩემი ცნობისმოყვარეობა და მეორე მხრივ, საქმის მრავალფეროვნება. ჩემთვის, სწორედ ეს ხდის ამ ყველაფერს საინტერესოს.

M: როგორი იქნება შენი როლი ახალ პოზიციაზე?

Chief Portfolio Officer-ის როლში, ჩემი მიზანი იქნება ხელი შევუწყო AI ეკოსისტემის გაძლიერებას, შევქმნათ ხელმისაწვდომობა AI ტექნოლოგიებზე, გავაჩინოთ  შესაძლებლობები და დავეხმაროთ სტარტაპებსა თუ ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებულ ადამიანებს მაქსიმალური პოტენციალის გამოვლენასა და განვითარებაში.

M: როგორია ხედვა, გეგმები და მოლოდინები?

ძალიან ბევრ და საინტერესო პროექტს ვგეგმავთ, რასაც თქვენს მკითხველს არ გამოვაპარებთ. ნელ-ნელა დავიწყებთ გააქტიურებას და ძალიან ბევრ სიახლესაც გპირდებით.

უკვე სამი თვეა არსებობს 032 კოლექტივი. უკვე მიიქცია ყურადღება და პირველი წევრებიც გვყავს სტუდიაში. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვთქვათ ინტერესი დიდია, მოლოდინებიც შესაბამისი.

იმასაც ვაცნობიერებ, რომ საკმაოდ დიდ საქმეს ვიწყებთ, რომელიც არ იქნება მარტივი, თუმცა მჯერა, რომ როცა გუნდს სწორი ხედვა, სტრატეგია და საქმის მიმართ თავდადება აქვს, დანარჩენი მხოლოდ დროის საკითხია.

დაიბრუნე Black Friday-ზე უფრო მეტი – უფასო თიბისი ბარათით

Disney+-ის დიდებული ამბებით გაზრდილი თაობები სადღესასწაულო კამპანიაში