in

08 vs 09, ბრძოლა პირველობისათვის

“ყველა პასუხი ერთ ნომერზე” და “უბრალოდ გვკითხეთ “ , სწორედ ამ მესიჯებით საინფორმაციო ცენტრები 08 და 09 მომხმარებლებს საკუთარ სერვისს სთავაზობენ. 

ბაზარზე ერთმანეთს კონკურენციას განსხვავებული მიდგომით უწევენ. 08 აქტიური სარეკლამო კამპანიით, 09 პირიქით, ხშირი რეკლამების გარეშე ცდილობს იყოს პირველი. 08-ს დირექტორი ნათია გოჩიტაშვილი ამბობს, რომ დღევანდელ მდგომარეობას 2011 წლიდან აქტიური რეკლამის, გადაცემებისა და სხვადასხვა აქტივობების საშუალებით მიაღწიეს. პარალელურად , იყო რებრენდინგი, სტილის, ლოგოსა და იმიჯის ცვლილება. შედეგად, მისი თქმით, (ოქტმობრის მონაცემებით) 08-ს სერვისით დღეში 8 000-მდე მომხმარებელი სარგებლობს, რაც ბაზრის 86-87%-ია. საინფორმაციო ცენტრ 09-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ივიკო გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ რეკლამას მხოლოდ ახალ სერვისს უკეთებენ. მისი თქმით, უკანასკნელი მონაცემებით, თავისუფალი ბაზრის 60% მათ უკავიათ, რაც დღეში 3700_3800 ზარს უდრის. თუმცა, ეს მხოლოდ ჩვეულებრივ მომხმარებელს ეხება. ამას ემატება კორპორაციული კლიენტები და სპეციალური შეთავაზება “სილქ ნეტის” აბონენტებისთვის. (დღეში 20 ზარი უფასო “სილქ ნეტის” ტელეფონის დადგმის შემთხვევაში) .
საინფორმაციო ცენტრი 09 2001 წლის 26 აპრილს შეიქმნა . ივიკო გოგიჩაიშვილის თქმით, ერთ-ერთმა დამფუძნებელმა 2007 წელს დირექოტორი გიორგი ქოჩლაძე “არაკეთილსინდისიერი საქციელის გამო” სამსახურიდან გაათავისუფლა.
“სწორედ მაშინ მან შექმნა 08. რამდენადაც გამოიყენეს 09-ის ბაზა, სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი. 2008 წელს მოვუგეთ სასამართლო, შემდეგ შეიქმნა სხვა ფირმა “ჯეო ცნობარი”, ამას კიდევ ერთი სასამართლო მოჰყვა. მერე შეიქმნა კიდევ ერთი ჯგუფი , რომელსაც “ჯეო ცნობარმა” გადააბარა ყველაფერი . საბოლოო ჯამში 8 სასამართლო გვაქვს მოგებული, ახლა , 9 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს მიერ აღსრულებას ველოდებით და პროცესიც ამით დასრულდება. ველოდებით ბაზის დაბრუნებას. ეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზამაც დაადგინა, 2010 წელს რომ ფირმას აარსებ, როგორ გაქვს 2006 წლის შეცდომები ბაზაში,? იგივე შეცდომებია მათ ბაზაში, რაც ჩვენსაში იყო. ევრო რომ შემოვიდა , ბაზაში ბოლო ადგილზე ჩავსვით, ანალოგიურადაა მათთანაც. ბევრი ანალოგიური მაგალითია და დოკუმენტებიც არსებობს შესაბამისი. თანაც 08 იყო ჩვენი შიდა ნომერი” მბობს ივიკო გოგიჩაიშვილი.

08-ში კი ამბობენ, რომ მათი საინფორმაციო ცენტრი 2008 წლის მიწურულს შეიქმნა, ოღონდ ეს იყო სატესტო რეჟიმი. ფუნქციონირება ბაზარზე  2009 წლის დასაწყისიდან დაიწყო. ნათია გოჩიტაშვილი ამბობს, რომ სარეკლამო და პიარ აქტივობებით  იმავე წლის ზაფხულში დღეში 1500 მომხმარებელი ჰყავდათ. რაც შეეხება სასამართლო დავას
“ 2008 წელს 09-ს დამფუძნებლებს შორის მის განვითრებასთან დაკავშირებით მოსაზრება გაიყო. საუბარი მაქვს მარკეტინგული მიმართულებით განვითარებაზე. თანაც სახელფასო დავალიანების გამო წამოვედით თანამშრომლების გარკვეული ნაწილი 09-დან. შემდეგ შეიქმნა 08 ზუსტად ამ კადრებით. თუმცა, დიდი აქტიურობა არ ჰქონია. შემდეგ გაიყიდა და 2010 ბოლოს ახალმა დამფუძნებლებმა ჩვენ ისევ მოგვიწვის სამუშაოდ მენეჯმენტში, 2011 წლიდან გაკეთდა რებრენდინგი, ასე მოვედით დღევანდელ დღემდე. რაც შეეხება სასამართლო დავას, წარმოუდგენელია, ბაზაზე რაიმე წვდომა გვქონოდა, ის ტექნიკურად სერიოზულად დაცულია. ჩვენ თვითონ დავდიოდით კომპანიებში, ინფორმაციის შესაგროვებლად, გვყავდა 10-მდე კურიერი, საჯარო ორგანიზაციებისგან და კერძო კომპანიებისგან ვიღებდით საჯარო ინფორმაციას და ასე შეიქმნა დღევანდელი ჩვენი ბაზა. თუმცა, სასამართლო ამ დრომდე გრძელდება. 09-მ მაშინ დაიწყო დავა, როცა მათთან ახალი აქციონერი მივიდა. მანამადე არავის გახსენებია ეს. ვერ გეტყვით ეს რას დავაბრალო” -ამბობს ნათია გიჩიტაშვილი.

ივიკო გოგიჩაიშვილის თქმით სერვერი მართლაც საკამოდ მაღალ დონეზეა დაცული, თუმცა 09-ის ყოფილ დირექტორს, რომელმაც მოგვიანებით 08 დააარსა, მასზე ხელი მიუწვდებოდა. რასაც თავის მხრივ კონკურენტ კომპანიაში უარყოფენ. სასამართლოში მიმდინარე პროცესი, სავარაუდოდ , ამ წლის 9 დეკემბერს დასრულდება.

სამართლებრივი დავის პარალელურად , კონკურენტი კომპანიები საკუთარ იმიჯსა და წარმატებაზე ფიქრობენ. ივიკო გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ რეკლამაზე უკეთ მომხმარებლისთვის სწორი ინფრომაციის მიწოდება მუშაობს. მისი აზრით, მთავარია აბონენტს მისთვის საინტერესო ცნობა გარკვევით და ზუსტად მიაწოდო. თვლის, რომ ხარისხიანი მომსახურება ყველაფრის გარანტია. ნათია გოჩიტაშვილი კი ამბობს, რომ მათ მომხმარებელს იმაზე მეტი შესთავზეს, ვიდრე თუნდაც სარეკლამო კამპანიის დროს შეპირდნენ. ჰქოდნათ უნიკალური ბაზა, მომხმარებელი იღებდა ზუსტ პასუხებს კვალიფიციური კადრებისგან.

საინფროამციო ცენტრებისთვის განსხვავებული გამოდგა ინდექსის ცვლილებაც. 08ში ამბობენ, რომ წინ 118ის დამატებით პრობლმა არ შექმნიათ, რადგან რეკლამით აცნობებდნენ მოხმარებელს მოსალოდნელი ცვლილების შესახებ, 118-ის დამატების შემდეგ კი ერთხანს ავტომოპასუხე ახსენებდა აბონენტებს ამ ცვლილებას. 09-ში კი თვლიან, რომ 118-ის დამატება ხელისშემშლელი ფაქტორი იყო, რადგან მომხმარებლის ნახევარმა არ იცოდა, როგორ ესარგებლა 09-ის სერვისით. რაც შეეხება სამუშაო გრაფიკსა და ანაზღაურების სისტემას, ორივე კომპანიაში თითქმის ერთნაირია. 09-ში 24 საათის განმავლობაში 3 ცვლა მუშაობს. ანაზღაურება კატეგორიების მიხედვით ხდება , მინიმალური ზღვარი 210, მაქსიმალური კი 310 ლარია. თუმცა, ამ უკანასკნელს წამახალისებელი ბონუსებიც ემატება. ერთი ცვლისთვის 6 საათიანი სამუშაო გრაფიკია 08-შიც ანაზრაურება კატეგორიების მიხედვითაა და მინიმალური 310, მაქსიმალური 460 ლარს შეადგენს.


ორი კონკურენტი კომპანიის ტარიფები, სპეციალური შეთავაზებების გარდა, ასეთია :
08 – ფიქსირებული ტელეფონიდან ფიზიკური პირებისათვის – 0.78 ლარი, იურიდიული პირებისათვის – 0.88 ლარი. “ჯეოსელი” – 0.88 ლარი , “ბილაინი” – 0.88 ლარი, “მაგთიკომი “ – 0.93 ლარი
09- ფიქსირებულ ქსელში — ფიზიკური პირებისათვის 0.97 ლარი , იურიდიული პირებისათვის — 1,3 ლარი , მობილური ქსელებისთვის — 1,25 ლარი.

 

და ბოლოს თქვენ რომელ საინფორმაციო სამსახურს ანიჭებთ უპირატესობას?

მომხმარებელი მეფეა! და არა გოიმი

Must see

პენელოპა კრუზი “კამპარის” ცრურწმენების დამსხვრევაში ეხმარება