“Snickers”-ი თავის ყველაზე მასშტაბურ აქციას “შენ, შენ არ ხარ როდესაც გშია”, უფრო დიდ მასშტაბებს აძლევს და კამპანიაში სოციალურ მედიას რთავს.
ტრადიციული ლოგოს ადგილას შოკოლადის შეფუთვაზე სხვადასხვა წარწერები გამოჩნდება. წარწერების შინაარსი შიმშილის დროს ხასიათის ცვლილებების მიხედვით განისაზღვრა. აშშ-ში უკვე შესაძლებელია “Snickers”-ის შოკოლადის ყიდვა, რომელზეც წარწერები “გაღიზიანებული”, “გულმავიწყი”, და “მოუსვენარი” იქნება.
სარეკლამო სააგენტო “BBDO”-სთან ერთად სარეკლამო რგოლიც დაამზადეს, სადაც მომხმარებელს “Snickers”-ის ცხელი ხაზის შესახებ შეატყობინებს.
https://youtu.be/pT6PlWjuXw0











