29
May
2019

1 ივნისს მთაწმინდის პარკი ბავშვებს სიურპრიზებს ჰპირდება

29 May 2019

1 ივნისს მთაწმინდის პარკში, ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელ ადგილას, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გრანდიოზულად აღინიშნება. ის პარკის ერთ-ერთი ყველაზე  მნიშვნელოვანი და მასშტაბური ღონისძიებაა. პარკის მთავარ მოედანზე მისულ სტუმრებს უამრავი აქტივობა და გასართობი პროგრამა დახვდებათ, მათ შორის: კლოუნადა, მხიარული ანიმატორების შოუ, ოჩოფეხები, მიმები, ზღაპრის გმირები, საბავშვო ანსამბლებისა და სტუდიების კონცერტები, პრიზების გათამაშებები, სხვადასხვა სახის შეჯიბრებები და უამრავი სიურპრიზი.

ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში, 21:00 საათამდე, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. მთაწმინდის პარკი ულოცავს ყველა ბავშვს 1-ელ ივნისს და ზღაპრული და მხიარული გარემოს შექმნას ჰპირდება.

 

[R]

განხილვა