in

როგორ ვაქციოთ 1 ივნისი თავგადასავლად – თიბისის სპეციალური შეთავაზება ბავშვთა დღისთვის

1 ივნისი მარტო ბავშვების დღესასწაული არ არის – ის გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ზრუნვა, ყურადღება და სიყვარული. სწორედ ამიტომ, თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებებით, შეძლებთ, ეს დღე დაუვიწყარ თავგადასავლად აქციოთ.

31 მაისსა და 1 ივნისს 50-ამდე ფიზიკურ თუ ონლაინმაღაზიაში ახალი თიბისი ბარათით, ახალი კონცეპტბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას – 40% ქეშბექი დაგიბრუნდებათ. ახალი თიბისი ბარათისა და ერთგული საკრედიტო ბარათის მფლობელები ჯამში მაქსიმუმ 150 ლარს, ახალი თიბისი კონცეპტბარათების მომხმარებლები კი 200 ლარს დაიბრუნებთ.

არჩევანის თავისუფლება ნამდვილად გაქვთ, რადგან შეთავაზება საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ვრცელდება. მათ შორის ისეთ პოპულარულ ბრენდებზე და მაღაზიებში, როგორიცაა: Okaidi, Jacadi, Bambino, AW lab, Scarpiera, Bata, Ecco, Geox kids, Dressarium kids, Original Marines, Mayoral, OVS kids, carters, bebe +.

თუ ბავშვები ახალი სათამაშოებით გსურთ გაანებივროთ ან წიგნების თარო შეავსოთ, ამ მაღაზიებში თავისუფლად შეძლებთ: xstoy, kiwotoys store, wishlist, yoyoso, biblusi, sulakauri, palitral, chita, pepela, piccola toys, pupazzo toys, ბურატინო.

თავადაც გაიხსენეთ ბავშვობა და შვილებთან ერთად ბატუტის ცენტრს, მინი ლენდს, ჯინოს ან ზოოტოპიას ესტუმრეთ, ბავშვთა საერთაშორისო დღეს იქ განსაკუთრებული გართობა დაგხვდებათ.

თუ ახალი თიბისი ბარათი ჯერ არ აგიღიათ, პირველი, რაც უნდა იცოდეთ– ეს ბარათი უფასოა. მართლა! არა მხოლოდ დამზადება, არამედ გამოყენებაც, რადგან არანაირი დამალული საკომისიოები არ არსებობს!

შეგიძლიათ, ნებისმიერ ბანკომატში სრულიად უფასოდ გაანაღდოთ თანხა, უფასოდ გადარიცხოთ ბანკიდან ბანკში და თვეში 5 კომუნალურიც  უპროცენტოდ გადაიხადოთ. ეს ჩამონათვალიც კი უკვე საკმარისი პირობაა ახალი ბარათის განსაკუთრებულობაში დასარწმუნებლად, თუმცა, რაც ამ პროდუქტს განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის, გამორჩეული დაგროვების მექანიზმია, ნებისმიერი ობიექტის ნებისმიერ ტერმინალზე ახალი თიბისი ბარათით გადახდისას, აგროვებთ რეალურ ფულს და არა ვირტუალურ ქულებს.

ბარათის აღებაც ძალიან მარტივია — სულ რამდენიმე წუთი გჭირდებათ. შეგიძლიათ, ონლაინ შეუკვეთოთ თიბისის ვებგვერდზე ან მობაილბანკით. თუ გირჩევნიათ, შეგიძლიათ, მიხვიდეთ უახლოეს ფილიალში და ბარათი ადგილზე აიღოთ.

თუ კონცეპტ life style გაქვთ, ხშირად მოგზაურობთ და ლაუნჯებითაც ხშირად სარგებლობთ, ახალი თიბისი კონცეპტბარათები თქვენი ცხოვრების სტილზეა მორგებული. საფასური არის თვეში 20 ლარი და აღების პროცედურა არის ზუსტად იგივე, რაც ახალი თიბისი ბარათის შემთხვევაში.

[პარტნიორის კონტენტი]

„საბავშვო დაშლილები“ – Castrol Georgia-სა და ეკო-საწარმო „ტენეს“ კამპანია 1-ელ ივნისს!

თუ მომავალში საკუთარი სააგენტოს შექმნა გსურთ, ჯერ ეს 7 უნარი უნდა განივითაროთ