26
Oct
2018

კარგი ლიდერის ერთი ჩვევა, რომლისაც უფროსების უმეტესობას ეშინია

26 Oct 2018

თანამშრომლების სტაბილური კარგვა ბევრი უფროსის პრობლემაა. ახალი კადრების პოვნა კი ახალ დაბრკოლებებს უკავშირდება. რიგ ფაქტორებთან ერთად, თანამშრომლების წასვლის მიზეზი დამოკიდებულებებია – არათანასწორი გარემო, მოტივაციის არ ქონა და ა.შ. სამსახურიდან წასვლისას, რა თქმა უნდა, შეგვიძლია საკუთარი მიზეზების ძიება და პოვნა. თუმცა, როგორ უნდა მოიქცეს ლიდერი, იმისათვის, რომ მოუთმენლად ველოდოთ საკუთარი სამუშაოს შესრულებას და არ ვფიქრობდეთ „გაქცევაზე“. მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი შემთხვევიდან გამოსავალი თანამშრომლის ბიზნესპარტნიორად აღქმაა. როგორც ამბობენ, ეს არის როგორც საჭირო კადრის შენარჩუნების, ასევე, კომპანიის წინსვლისთვის საჭირო რამ – ლიდერმა უნდა მიიღოს ღირებული თანამშრომელი თანასწორად..

pasha-statiebi
pasha-statiebi

 

თანამშრომლის თანასწორად აღქმა და მისთვის, ლიდერის ტოლი უფლებების მიცემა – აი რისი ეშინიათ ცუდ უფროსებს. არადა, თუ კომპანიაში თანამშრომლის პარტნიორად აღქმის შედეგად, ე.წ. სამეწარმეო სულისკვეთების მიღწევა შეგიძლიათ, ეს არ არის უმნიშვნელო რამ. ეს აძლევს ძალას თანამშრომლებს, ჰქონდეთ ემოციური დამოკიდებულება კომპანიასთან, არ ელოდებოდნენ ზემდგომის ბრძანებას ცვლილებებისთვის და თვითონ გთავაზობდეთ მათ, ისევე ფიქრობდნენ კომპანიის გეგმებსა და კეთილდღეობაზე, როგორც ლიდერი. ეს კი კომპანიის სიცოცხლისუნარიანობისა და წინსვლისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია. რამდენიმე დიდი ორგანიზაცია იყენებს ამ ტექნიკას. მათ შორისაა Apple და Google-ც.

დასაქმებულების იდეების გაზიარება, მათი პიროვნული მახასიათებლებისა თუ შესაძლებლობების გამოვლენა და გაცნობა შეიძლება იქცეს მზარდ მოტივაციად, რომელიც საბოლოო ჯამში, კომპანიის ზრდაში აისახება. თუ ხართ ლიდერი, გთავაზობთ 6 გზას, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ სამეწარმეო სულისკვეთებას თქვენს კომპანიაში. თუმცა, სანამ მათ წაიკითხავთ, დაფიქრდით, საკმარისად ენდობით, თუ არა თანამშრომლებს ამისათვის?

ნება დართეთ თანამშრომლებს იფიქრონ და მოიქცნენ, როგორც კომპანიის მფლობელი მოიქცეოდა
დასაქმებულები უნდა გრძნობდნენ ძალას გადაწყვეტილების მიღების საკითხებში, მენეჯერს უნდა სჯეროდეს საკმარისად მათი და მათი პოტენციალის. ეს შეიძლება მოითხოვდეს მენეჯმენტის ცვლილებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივებას.

მოსპეთ ბიუროკრატია
ბიუროკრატიისგან წამოსული არასაჭირო პოლიტიკა და დაბრკოლებები სპობს სამეწარმეო სულისკვეთებას. სანამ გადახვალთ ახალ პოლიტიკამდე, შექმენით გუნდები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით, ეცდებიან პროცესის გამარტივების გზების მოძებნასა და ბიუროკრატიის შემცირებას.

მიეცით თანამშრომლებს მართვის შესაძლებლობა
თუ გუნდის წევრს მოაქვს იდეა, რომელიც, თუნდაც, თქვენი ჯგუფის შესაძლებლობებსა და მიზნებს სცილდება, დაეხმარეთ მას იპოვნოს სწორი გუნდი იდეის განსახორციელებლად. მიეცით მას საშუალება მართოს რამე. ეს გამოავლენს მის შესაძლებლობებს, ფიქრებსა და კრეატიულობას.

გააძლიერეთ სამეწარმეო აზროვნება
ამოიცანით და დააჯილდოვეთ ის თანამშრომლები, რომლებიც კომპანიის მიმართ ავლენენ მფლობელის მსგავს მზრუნლელობასა და კომპანიისთვის სასარგებლო ქცევას. ადამიანები, რომლებიც გიზიარებენ იდეებს, ცვლიან კომპანიას უკეთესობისკენ, მომხმარებელთა კმაყოფილებისა თუ სამუშაოს ეფექტურობის კუთხით.

მიეცით მათ წვდომა ინფორმაციაზე
თუ თანამშრომლებს მოეთხოვებათ, იფიქრონ, როგორც ბიზნესის მფლობელებმა, მათ უნდა ჰქონდეთ წვდომა იმავე ინფორმაციაზე, რაზეც მფლობელს აქვს. ისინი უნდა იყვნენ, მაგალითად, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისა და მათი შედეგების საქმის კურსში. უნდა ხვდებოდნენ მთავარ მომხმარებლებსა და პარტნიორებს. ისინი ცხადად უნდა ხედავდნენ რეალურ სიტუაციას – დიდ სურათს, სტრატეგიულ მიზნებს, მიმართულებების ცვლილებებს. იმისათვის, რომ სრულად იყვნენ ჩართული კომპანიის განვითარების საკითხში.

მიეცით თანამშრომლებს გამოხატვისა და კითხვის დასმის თავისუფლება
დიდი ლიდერები ყოველთვის აძლევენ თავიანთ ღირებულ თანამშრომლებს საუბრის საშუალებას. არა მხოლოდ კრიტიკის, უფრო ინოვაციური იდეების მიღების მიზნით. ლიდერებმა უნდა შექმნან გამჭვირვალობის კულტურა, ნებისმიერი კითხვის დასმის საშუალების მიცემით.

წყარო: Inc.com



განხილვა