ამჯერად მეცნიერები ანტარქტიდის ჩრდილოეთით, შოტლანდიის ზღვის ფსკერამდე ჩავიდნენ და 1 მილიონი წლის დნმ აღმოაჩინეს. თუმცა, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ჩვენი რეგიონის ისტორიის შედგენისას ორგანული მასალის ფრაგმენტები წარმოუდგენელი ღირებულების შეიძლება იყოს, ანუ იმის ასახვისას, თუ რა ცხოვრობდა ოკეანეში და რამდენი ხნით.
მას sedaDNA-ს უწოდებენ, რაც ითარგმნება, როგორც ნალექი უძველესი დნმ-ისთვის. ეს დაგვეხმარება გავიგოთ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მომავალში კლიმატის ცვლილებას ანტარქტიდაზე. საინტერესოა ისიც, რომ sedaDNA მრავალი ტიპის გარემოში გვხვდება, გამოქვაბულებისა და სუბარქტიკული ყინულების ჩათვლით, რომლებმაც 400000-650000 წლებით დათარიღებული დნმ გამოავლინა.
ცივი ტემპერატურა, დაბალი ჟანგბადი და ულტრაიისფერი გამოსხივების ნაკლებობა კი შოტლანდიის ზღვას იდეალურ ადგილად აქცევს, რათა sedaDNA ხელუხლებელი დარჩეს. კონკრეტული ნიმუში ზღვიდან ჯერ კიდევ 2019 წელს ამოიღეს, მან გარკვეული პროცესები გაიარა ზუსტი ასაკის გასადგენად. ამასთან ერთად, მკვლევართა ჯგუფმა დიატომეებიც, ერთუჯრედიანი ორგანიზმებიც, აღმოაჩინა, რომლებიც 40 000 წლით თარიღდება. ეს ყველაფერი კი დაგვეხმარება, გავიგოთ, როგორ განვითარდა მსოფლიოს ეს ნაწილი დროთა განმავლობაში.
დიატომის აღმოჩენით, მათ თბილი პერიოდების არსებობაც განსაზღვრეს, უკანასკნელი კი შოტლანდიის ზღვაში დაახლოებით 14500 წლის წინ უნდა ყოფილიყო, რამაც ანტარქტიდაში საზღვაო ცხოვრების აქტივობის ზრდა გამოიწვია.
„ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომელიც ზღვის დონის გლობალურ და სწრაფ მატებასთან არის დაკავშირებული. ამასთან, ბუნებრივი დათბობის გამო ანტარქტიდაში ყინულის მასიურ დაკარგვასთან“, — ამბობს მაიკლ ვებერი, გეოლოგი.
კონკრეტული კვლევა გვთავაზობს იმის მტკიცებულებას, რომ sedaDNA-ის ტექნიკა, შესაძლოა, გამოსადეგი იყოს ეკოსისტემების რეკონსტრუქციაში, რაც მოგვცემს სრულიად ახალ ხედვას იმისა, თუ როგორ შეიცვალა ოკეანეები.
„დედამიწაზე კლიმატის ცვლილების მიმართ ანტარქტიდა ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი რეგიონია. ხოლო გარემოს ცვლილებაზე ამ პოლარული ზღვის ეკოსისტემის ძველი და ახალი პასუხები გადაუდებელი საკითხია“, — განმარტავენ მკვლევრები.