in

1 ნოემბერს საქართველოში გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი High-Tech Minimal-ის ავტორი ბორის ბრეჟა ჩამოდის

N1 ელემენტი – ბორის ბრეჟა 1 ნოემბერს, თბილისში ახალი კლუბის, „ფორმულა 51“–ის გახსნას დაესწრება და ქართველ მსმენელს 2 საათიანი სეტით ასიამოვნებს. გერმანელ შემსრულებელთან ერთად სტუმრებს ქართველი დიჯეები : Vako T , Greenbeam & Leon და Gio Shengelia \ Tomma გაუმასპინძლდებიან. ღონისძიების ოფიციალური მედია პარტნიორია Marketer.ge

მარკეტერი პროექტის ორგანიზატორებს ესაუბრა.

M: კლუბი ფორმულა 51-ი ყოფილი ტრიუმფის ტერიტორიაზეა. ეს იქნება სრულიად ახალი კლუბი თუ ძველის განახლება?

კლუბი პროექტ ფორმულა 51–ის ნაწილია , სრულიად ახალი კონცეფციითა და ახალი დიზაინით . ეს არის სრულიად ახალი კლუბი , რომელსაც ყოფილ ტრიუმთან არანაირი კავშირი არ აქვს მისამართის გარდა .

M: როგორც ჩვენთვის ცნობილია სახელ ფორმულა 51-ს აქვს სპეციალური დატვირთვა. უფრო ზუსტად რომ მოგვიყვეთ?

„ფორმულა 51“ არის ბედნიერების ფორმულა , ხოლო კლუბში გამართული მუსიკალური ღონისძიებები (არტისტები) არიან ფორმულის შემადგენელი ელემენტები. ყველა ღონისძიება, რომელიც ჩატარდება ფორმულა 51–ში, მასში შემავალი ელემენტების შეკრებით შექმნის ბედნიერების ფორმულას. ეს კონცეფცია მსმენელისთვის საინტერესო არის იმ კუთხითაც, რომ ყველა ვინც დაესწრება „ფორმულა 51“–ის 51 საღამოს (წელიწადში სულ 52 კვირაა) გახდება წლის ბოლოს ფინალური ღონისძიების მონაწილე , ფინალურ ივენთზე კი ისეთ არტისტს ველოდებით რომლის წარმოდგენაც კი შეუძლებელია ჩვენთვისაც და მსმენელისთვისაც . … ასე რომ სტუმრებს ვურჩევთ შეინახონ ბილეთები .

10728818_851767388189777_1315311482_n

M: უკვე ცნობილია პირველი “ელემენტები” რა ღირს ბილეთები და როგორ ხდება დასწრება?

პირველი ელემენტი, რომელიც კლუბს 1 ნოემბერს გახსნის არის გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი High-Tech Minimal-ის ავტორი ბორის ბრეჟა (Boris BreJcha). მასთან ერთდ ქართველი შემსრულებლები Vako T , Greenbeam & Leon და Gio Shengelia \ Tomma გაუმასპინძლდებიან სტუმრებს. ბილეთები ღონისძიების დღემდე ღირს 29 ლარი, ხოლო ღონისძიების დღეს, ადგილზე ფასი იქნება 35 ლარი. გვაქვს გაყიდვის სამი ლოკაცია: წერეთლის 116 ნომერში კლუბის ტერიტორიაზე , კაფე დისქავერში ჭავჭავაძის 40–ში და 27 ოქტომბრიდან უკვე კინოთეატრ რუსთველშიც დაიწყება გაყიდვები.

M: თუ არის ცნობილი ვინ იქნება შემდეგი ელემენტი? ან რა ჟანრი და სტილის მუსიკა იქნება ამ კლუბისთვის პრიორიტეტული

შემდეგ ელემენტებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უახლოეს მომავალში მივაწვდით ინფორმაციას მსმენელს . კლუბი ზოგადად იმუშავებს ელექტრონული და ცოცხალი მუსიკის მიმართულებით , კონკრეტული ჟანრი არ გვაქვს არჩეული. არ გვინდა, რომ მხოლოდ ერთი მიმდინარეობაზე ავაწყოთ პროექტი, 51–ივე ელემენტი იქნება განსხვავებული და საინტერესო, კონცერტების გარდა ვგეგმავთ უცხოელი პროდიუსერებისა და შემსრულებლების ვორქშოფებს და მასტერკლასებს.

JOHNNIE WALKER BLUE LABEL – ჯენტლმენების სანაძლეო

ლუდის ფესტივალი “ოქტობერფესტი”-სთვის მიძღვნილი კრეატიული კამპანია კანადის ქუჩებში