მეხსიერების ბარათების მწარმოებელმა კომპანია Lexar-მა, პირველი 1 ტერაბაიტიანი SD ბარათი გამოუშვა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ სიდიდის მეხსიერების მცირე ზომის ბარათზე დატევა გახდა შესაძლებელი. ამის შესახებ Digital Trends წერს. SD ბარათის წაკითხვის სიჩქარე 95 მბ/წმ-ია, ჩაწერის სიჩქარე კი 70 მბ/წმ.
Lexar-ის 1 ტერაბაიტიანი მეხსიერების მქონე SD ბარათები უკვე იყიდება. 1 ტერაბაიტიანი SD ბარათი 499$ ღირს. მოსალოდნელია, რომ პროდუქტის ძირითადი მომხმარებლები ვიდეოგრაფები იქნებიან, რადგან 1 ტერაბაიტიანი მეხსიერების ბარათი მათ მაღალი რეზოლუციის ვიდეოების გადაღებაში დაეხმარება.