in

1 ტერაბაიტი წამში – ახალი კვლევა უკაბელო ინტერნეტის ასაჩქარებლად

ნელი ინტერნეტი ბევრი ადამიანისთვის წარმოადგენს პრობლემას დღესდღეობით, თუმცა, საბედნიეროდ, ამის მოგვარება შეიძლება. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) მეცნიერებმა მონაცემთა უსადენო გადაცემის სიჩქარეში, რადიოსა და სინათლის ტექნოლოგიების კომბინაციით, ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს და 938 გბტ წამში.

მონაცემთა უსადენო გადაცემა უფრო მოსახერხებელია, ვიდრე კაბელების გაშვება ყველა მიმართულებით, მაგრამ ის უფრო ნელია, ვიდრე ბოჭკოვანი ოპტიკური სიგნალები. ამჟამად, როგორც წესი, 5G მაქსიმუმ 20 გბტი/წმ-ს აღწევს, ახალი უკაბელო ტექნოლოგიის, Wi-Fi 7-ის გამოყენებით კი, სიჩქარე 40 გბტ/წმ-მდე. UCL-ის გუნდმა მნიშვნელოვნად გაზარდა უსადენო კომუნიკაციის სიჩქარის ზედა ზღვარი და დაახლოებით 30%-თ გაზარდა სიჩქარე. უფრო კარგად რომ აღიქვათ ეს ინფორმაცია, გეტყვით, რომ 938 გბტ/წმ სიჩქარით, შეგიძლიათ, ჩამოტვირთოთ ორსაათიანი ფილმი 4K გარჩევადობით წამის მეათედში. 5G კავშირს რომ შევადაროთ, დაახლოებით 19 წუთი მოგიწევთ ლოდინი.

UCL-ის გუნდმა სხვადასხვა უკაბელო ტექნოლოგია გააერთიანა, რამაც გაცილებით მეტი გამტარუნარიანობა მისცა მას. მათ ასევე გამოიყენეს ციფრულ-ანალოგური გადამყვანები. გუნდის თქმით, სიგნალების უფრო ფართო გამტარობაზე გავრცელება უფრო ეფექტურია სიჩქარის გასაზრდელად.

მართალია, ჯერჯერობით ყველაფერი საცდელ ეტაპზეა და ოპტიკურ ბოჭკოებს კონკურენციას ვერ უწევს, მაგრამ უკაბელო ინტერნეტის სიჩქარის გაზრდა პროგრესირებს და ის მოწყობილობების ყოველდღიური გამოყენების გაუმჯობესებაზეც აისახება.

„თეგეტა ჰოლდინგის“ 2 თანამშრომელი Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულია

დღეს ცაზე ოქტომბრის სუპერმთვარე გამოჩნდება!