ჟურნალ Washington Post-ში გამოქვეყნდა სტივ ბალმერის (Microsoft -ის დირექტორის) ინტერვიუ, სადაც მან განაცხადა, რომ 10 წილის შემდეგ ფურცელი გაქრება და ყველაფერი, (წიგნები, ჟურნალები, გაზეთები და ა.შ) ელექტრონული გახდება.
ამონარიდი ბალმერის ინტერვიუდან
“მომავალ 10 წელიწადში მას-კომუნიკაცია, რეკლამა და ბეჭვდითი მედია მთლიანად ამოტრიალდება და განსხვავებულ ფორმას მიიღებს. აღარ იქნება გაზეთები, ჟურნალები, წიგნები, რომელბიც ფურცელზე იბეჭდება, აბსოლუტურად ყველაფერი ელექტრონული ვერსიით იარსებებს.
”თუ მოინდომებენ, ტელევიზია უფრო ინტერაქტიული გახადონ იძულებულები იქნებიან ინტერნეტ პლატფორმაზე გადავიდნენ. ჩემი ბიჭი მთელი ღამე მეგობრებს Xbox Live საშუალებით ეთამაშება და ეკონტაქტება, რატომ არ უნდა შემეძლოს მეც იგივე სოციალურ ქმედებებში ჩავერთო, თუნდაც კალათბურთის მატჩის ყურების დროს, იმიტომ რომ ერთ შემთვევაში ინტერნეტია ჩართული ხოლო მეორეში არა” – აცხადებს სტივ ბალმერი.
სტივ ბალმერის ინტერვიუს გარდა, დიდი პოპულარობა მოიპოვა ელექტრონულმა წიგნებმა ბუნების დაცვის ორგანიზაციებში. მწვანეები მიესალმებიან პლანშეტების, ტაბლეტების და რიდერების პოპულარობას, რადგან ყოველი გაყიდული პლანშეტი და ყოველ გადმოწერილი ელექტრონული წიგნი, ათასობით ხეს გადაარჩენს გაჩეხვისგან.