წიგნების მაღაზია ის ადგილია, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, რას ვკითხულობთ ჩვენ. მას მთელი წლის განმავლობაში უამრავი მომხმარებელი სტუმრობს. ისინი არჩევენ და ეძებენ სასურველ წიგნს, რაც, თავისთავად, ერთგვარ სტატისტიკურ მონაცემს ქმნის იმის შესახებ, თუ რომელი წიგნები იყო ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი ამა თუ იმ წელს.
მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსი” სწორედ ეს წიგნები გაგვიზიარე და მასთან ერთად შევადგინეთ 2024 წლის ბესტსელერი წიგნების ათეული, როგორც ქართული, ისე თარგმნილი ლიტერატურიდან.