ლიტერატურის თვალსაზრისით, 2022 წელი წინა პერიოდების მსგავსად საკმაოდ აქტიური იყო. ქართველი მკითხველების ინტერესი თანაბრად ნაწილდებოდა როგორც უცხოურ, ისე ქართულ ნაწარმოებებზე. იმის უკეთ გასარკვევად კი, განსაკუთრებით რომელმა ავტორებმა დაიმსახურეს ყურადღება, „ბიბლუსმა“ ბესტსელერების სია მოგვაწოდა — აქ წარმოდგენილია ნაწარმოებები, რომლებიც ყველაზე დიდი რაოდენობით გაიყიდა წლის განმავლობაში.