სურათებისა და ვიდეოების კომპიუტერში გადმოწერა, ერთი შეხედვით, საკმაოდ მარტივი საქმეა, მაგრამ ხშირად მარჯვენა ღილაკზე დაკლიკებისას ჩამოთვლილ ვარიანტებში სურათის შენახვა საერთოდ არ არის. ან როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ერთი ვებგვერდიდან ათობით სურათის სწრაფად გადმოწერა გსურთ? ან ანიმაციური ვიდეოს GIF-ად შენახვა გინდათ? ან როცა ის .webp ფაილები იწერება, რომლებიც არავის სურს?
გამოსავალი მესამე მხარის ბრაუზერის დამატებებშია. იგი იჭრება გვერდის HTML კოდში, რათა გადმოწეროს თქვენთვის სასურველი სურათი ან ვიდეო. ახლა კი 10 მათგანს წარმოგიდგენთ:
გახსენით Image Downloader Continued (Chrome/Edge) და მიიღებთ ყველა სურათის ორგანიზებულ ბადეს მიმდინარე ვებგვერდიდან — შეგიძლიათ ნახოთ თითოეული სურათის ფორმატი და ზომები, შემდეგ კი გადმოწეროთ ან ფილტრი გამოიყენოთ და სასურველი ზომის ფოტო იპოვოთ. Image Downloader Continued ძალიან მარტივია გამოსაყენებლად.
ასე უკვე რამდენიმე სურათის აღებაა შესაძლებელი. როცა საიტზე შეხვალთ, დააკლიკეთ გაფართოების ღილაკს და გვერდზე არსებული ყველა ფოტო zip ფაილად შეიკვრება. გამოდის, თქვენ უბრალოდ უნდა აირჩიოთ, სად გსურთ შენახვა.
თუ ვებგვერდიდან ვიდეოს გადმოწერა გიჭირთ, იქნება იგი გვერდზე დამატებული, თუ სოციალური მედიის პოსტის სახით ჩასმული, ამაში Video Downloader Ultimate დაგეხმარებათ. ერთი კლიკით ვებსაიტზე არსებულ ყველა იმ ვიდეოს იხილავთ, რომელსაც თვალს ადევნებდით, შემდგომში მათი URL-ების მიღებასა და ადგილობრივად შენახვასაც შეძლებთ.
ზოგჯერ კონკრეტული ვებგვერდისთვის სპეციალური ხელსაწყოები ხდება საჭირო, ამ ხელსაწყოს დახმარებით კი ტვიტერიდან ვიდეოების გადმოწერას შეუფერხებლად შეძლებთ. ამისთვის, უბრალოდ, ტვიტის გვერდით გადმოწერის ღილაკს უნდა დააჭიროთ.
ინტერნეტში არსებული კონტენტიდან GIF-ების გადმოწერა ყველაზე რთულია, თუმცა არა Base Image Downloader-ის შემთხვევაში — ფორმატის მიუხედავად, იგი GIF-თან დაკავშირებული ნებისმიერი რამის გადმოწერის საშუალებას მოგცემთ. სურათების გალერეას წარმოგიდგენთ, რომლის ჩამოტვირთვასაც ერთდროულად შეძლებთ.
თუ სხვა ხელსაწყოები არ მუშაობს, ყველაზე მარტივი გამოსავალი ეკრანის ჩაწერაა. ეს ერთ-ერთი ეფექტური დანამატია, რომელიც მთლიანი ეკრანის ჩაწერისა და თქვენი სურვილისამებრ მათი რედაქტირების საშუალებასაც გაძლევთ.
თუ ვებგვერდის ყველა ელემენტის გადმოწერა გსურთ, მაშინ, ეს ხელსაწყო ძალიან დაგეხმარებათ, იგი მთლიანი გვერდის შენახვას გთავაზობთ. საკმაოდ მარტივია გამოსაყენებლად და საიტის მიხედვით, სურათების, აუდიოს ან ვიდეოების გადმოწერის საშუალებას გაძლევთ.
მიუხედავად იმისა, რომ ამას ზემოთ ხსენებული ხელსაწყოს მსგავსი სახელი აქვს, Download All Images (Firefox) განსხვავებულ რაღაცებს გვთავაზობს. დიახ, იგი Mozilla-ს ბრაუზერზე მუშაობს. უამრავ შესაძლებლობას უზრუნველყოფს, მათ შორის ფილტრს, რათა სასურველი ზომის, ტიპისა და URL-ს ფოტო გადმოწეროთ. საკმაოდ მოქნილია იმ თვალსაზრისით, რომ რეკლამებს ან გალინკულ კონტენს არ ჩამოგიტვირთავთ.
ეს უკვე საიტიდან ნებისმიერი რამის გადმოწერაში დაგეხმარებათ. უამრავ ვარიანტს გთავაზობთ, რათა აირჩიოთ, რა და სად შეინახოთ.
დაბოლოს, SingleFile (Firefox) ერთ-ერთი საუკეთესო და ეფექტური ხელსაწყოა. მას კონკრეტული გვერდიდან შეუძლია ჩამოტვირთოს მთელი HTML, ტექსტი თუ სურათი, რაც Firefox-ში ძალიან კარგად არის ინტეგრირებული.
წყარო: Wired