in

Google-ის დასასრული ახლოვდება?! — 10 ChatGPT პლაგინი

veon
veon

როგორც ჩანს, Google-ისა და ძიების დასასრული ახლოვდება… სულ ახლახან OpenAI-მ ChatGPT Plugins-ზე წვდომა ყველას მისცა, აქ კი იმ 10 პლაგინსს გაგიზიარებთ, რომლებსაც შეუძლია, სრულად გარდაქმნას თქვენი პროდუქტიულობა.

  1. AskYourPDF

გაუზიარეთ თქვენთვის სასურველი PDF-ის ლინკი და ChatGPT-ს მასზე ნებისმიერი კითხვა დაუსვით. მას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, ფაილის შეჯამებიდან თარიღებზე, ციფრებსა თუ ფაქტებზე დასმული კითხვების პასუხების გაცემის ჩათვლით. 

  1. Wolfram Alpha

გახადეთ ChatGPT უფრო ჭკვიანი და მიეცით მას წვდომა ძლიერ გამოთვლებზე, ზუსტ მათემატიკაზე, ცოდნაზე, რეალური დროის მონაცემებსა და ვიზუალიზაციაზე.

  1. Ambition

შეწყვიტეთ საათების დახარჯვა ონლაინ ვაკანსიების ძიებაში, უბრალოდ უთხარით Ambition-ს, რა თანამდებობას ეძებთ, იგი დაახარისხებს მილიონობით ვაკანსიას და მყისიერად გაგიზიარებთ მათგან საუკეთესოებს. 

  1. Zapier

დაზოგეთ დრო ChatGPT-სთვის ავტომატური დავალებების მიცემით. ელ.ფოსტის ავტომატიზაციიდან დაწყებული მონაცემთა ბაზების განახლებამდე, გააკეთეთ ყველაფერი რამდენიმე ინსტრუქციის დახმარებით.

  1. Prompt Perfect

რაღაც გინდათ ChatGPT-სგან, მაგრამ არ იცით, რა მოთხოვნა უნდა გამოიყენოთ? Prompt Perfect სრულყოფილი მოთხოვნის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ, რათა თქვენთვის სასურველი პასუხიც მიიღოთ. 

  1. Link Reader

ეს პლაგინი კითხულობს კონტენტს ნებისმიერი ლინკიდან, იქნება ეს ვებგვერდები, ახალი ამბების სტატიები თუ Word-ის დოკუმენტები და პასუხობს ყველა კითხვას, რომელიც ამ ლინკზე არსებული კონტენტის შესახებ გიჩნდებათ. 

  1. edX

აიმაღლეთ თქვენი ცოდნა კონტენტისა და კურსების მიღებით ისეთი ტოპ უნივერსიტეტებიდან, როგორებიცაა Harvard და MIT. 

  1. Video Insights

გააზიარეთ ონლაინ ვიდეოების ბმული, მაგალითად, YouTube-იდან და მიიღეთ შეჯამებული ინსაითები წამებში. 

  1. ScholarAI

განბლოკეთ ძლიერი მეცნიერული ცოდნა სწრაფი, სანდო და რეცენზირებული მონაცემებით თქვენი თითების დახმარებით. 

  1. Tutory

მიიღეთ წვდომა ხელმისაწვდომ და მოთხოვნად განათლებაზე. 

Dyson ოფიციალურად უკვე საქართველოშია!

ალდაგისა და თბილისი ჰილსის გოლფ კლუბის თანამშრომლობის ფარგლებში ამხანაგური ტურნირი გაიმართა