in

10 ჟურნალის კრეატიული ყდა პანდემიის საპასუხოდ

კორონავირუსის პანდემიის ზრდასთან ერთად, არტ დირექტორები და არტისტები ცდილობენ, ცნობილი ჟურნალების ყდებით კრეატიულად უპასუხონ მიმდინარე მოვლენებს. მოვლენები კი იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ჟურნალებს ყდების შექმნა ბოლო წუთებში უწევთ – რადგან ზუსტად არ იციან, რა მიმართულებით უნდა იმუშაონ მასზე და ცდილობენ, ადეკვატურად უპასუხონ არსებულ ვითარებას.

მაგალითად, The Guardianweekly-ს ქავერი წარწერით The new isolation, უკავშირდება ბრიტანეთში არსებული იზოლაციის გამკაცრებას.

“ეს კონკრეტული კვირა იყო მკაცრი იზოლაციის დასაწყისი დიდ ბრიტანეთში. ამიტომაც გვსურდა, ამ ყდით იმ საშიშროებაზე გვეპასუხა, რომელსაც ყველა განიცდიდა,” – აცხადებენ ჟურნალში.

რაც შეეხება პორტუგალიური GQ-ს მოღიმარ ყდას, მისი რედაქტორი ამბობს, რომ “ისე ჩანს, თითქოს შეუძლებელია, იყო პოზიტიური – ტელევიზიასა და პრესაში არაფერია ისეთი, რაც გაგამხიარულებს. თითქოს Covid-19 ყველაზე საშინელი კატასტროფაა კაცობრიობისთვის..”

გთავაზობთ 10 ყდის მაგალითს, რომელიც პანდემიის საპასუხოდ შეიქმნა:

ამასაც გადავლახავთ, რადგან ჩვენ ნიუ-იორკი ვართ! – ნიუ-იორკის გუბერნატორის სამოტივაციო ვიდეო

„შემოქმედის სვეტები“ ინფრაწითელი ეფექტით – 5700 სინათლის წლით დაშორებული ნისლეულის ფოტო