ცოტა ხნის წინ 2019-ს დავემშვიდობეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ უამრავი მნიშვნელოვანი მოვლენა წინა წელში დავტოვეთ და ამიერიდან ახალი წლის სიახლეებისთვის მზადება უნდა დავიწყოთ. წინა წლის გამორჩეული მოვლენები თითქმის ყველა სფეროში შეჯამდა. გადავწყვიტეთ, არც ხელოვნება დაგვეტოვებინა უყურადღებოდ და ამიტომ, 2019 წლის ყველაზე პოპულარულ და ძვირადღირებულ ნამუშევრებს თვალი გადავავლეთ. აღმოჩნდა, რომ ამ წელს კოლოსალურ ფასად გაყიდული ნამუშევრების უმეტესობა 1960-იანი წლების შემდეგაა შექმნილი, რაც ერთ მნიშვნელოვან ფაქტს უსვამს ხაზს: თანამედროვე ხელოვნება სულ უფრო პოპულარული ხდება და მისი ნიმუშების ფასი მაღლა და მაღლა იწევს.
წარმოგიდგენთ 2019 წელს გაყიდულ ათ ყველაზე ძვირადღირებულ ნამუშევარს:
კლოდ მონე, “Meules” – $110,747,000
1890 წელს შექმნილი ნამუშევარი სოტბის აუქციონზე, ნიუ-იორკში 2019 წლის 14 მაისს გაიყიდა.
ჯეფ კუნსი, “Rabbit” – $91,075,000
კუნსის “კურდღელი” 1986 წელს შეიქმნა და იგი კრისტის აუქციონზე, ნიუ-იორკში 2019 წლის 15 მაისს გაიყიდა.
რობერტ რაუშენბერგი, “Buffalo II” – $88,805,000
ნამუშევარი შექმნილია 1964 წელს და იგი კრისტის აუქციონზე, ნიუ-იორკში 2019 წლის 15 მაისს გაიყიდა.
პოლ სეზანი, “Bouilloire et fruits” – $59,295,000
სეზანის ნატურმორტი 1888–90 წლებში იქმნებოდა. იგი კრისტის აუქციონზე, 2019 წლის 13 მაისს გაიყიდა.
პაბლო პიკასო, “Femme Au Chien” – $54,936,000
პიკასოს ეს ნახატი 1962 წელს შეიქმნა. იგი სოტბის აუქციონზე, ნიუ-იორკში 2019 წლის 14 მაისს გაიყიდა.
ენდი უორჰოლი, “Double Elvis [Ferus Type]” – $53,000,000
უორჰოლმა ელვის პრესლის ორმაგი 1963 წელს შექმნა და იგი კრისტის აუქციონზე 2019 წლის 15 მაისს გაიყიდა.
ედ რუშა, “Hurting the Word Radio #2″ – $52,485,000
1964 წელს შექმნილი ნამუშევარი კრისტის აუქციონზე 2019 წლის 13 ნოემბერს გაიყიდა.
ფრენსის ბეკონი, “Study for a Head” – $50,380,000
1952 წელს შექმნილი ბეკონის ნამუშევარი სოტბის აუქციონზე, ნიუ-იორკში 2019 წლის 16 მაისს გაიყიდა.
მარკ როთკო, “Untitled” – $50,095,250
როთკოს მიერ 1960 წელს შექმნილი ნამუშევარი სოტბის აუქციონზე, ნიუ-იორკში 2019 წლის 16 მაისს გაიყიდა.
დევიდ ჰოკნი, “Henry Geldzahler and Christopher Scott” – $49,557,100
ჰოკნიმ ეს ნამუშევარი 1969 წელს შექმნა. იგი კრისტის აუქციონზე, 2019 წლის 6 მარტს გაიყიდა.
ავტორი: თინათინ უგრეხელიძე