in

Google-ის 10 გზა ეკომეგობრული არჩევანის გასაკეთებლად

2024 წელს Google-მა გადაწყვიტა, ადამიანებს მეტად მდგრადი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმაროს, დაწყებული მოგზაურობიდან, გაგრძელებული ელექტრომანქანებით და დამთავრებული მეორეული ტანსაცმელების მოხმარებით… უფრო ზუსტად, 10 გზას გვაცნობს, რომლითაც Google-ის პროდუქტები და ფუნქციები სამყაროსთვის მეტად სასარგებლო გადაწყვეტილებებამდე მიგვიყვანს:

1. გააკეთეთ მდგრადი არჩევანი მოგზაურობის დროს

თუ Google Search-ში ფრენის მარშრუტებს ეძებთ, ეს ისეთი ვარიანტებით უნდა ჩაანაცვლოთ, როგორიცაა სწრაფი მატარებელი. ხოლო, თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც ფრენა გიწევთ, Google Flights-ის შედეგებში შეგიძლიათ, ნახშირბადის ემისიების ოდენობა ნახოთ თითქმის ყველა ფრენაზე, ფასისა და ხანგრძლივობის გვერდით. ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ფასთან და დროსთან ერთად, ნახშირბადის ემისიების ფაქტორიც უნდა გაითვალისწინოთ. 

2. გაემართეთ უფრო ეკომეგობრული მარშრუტით

როცა საქმე გადაადგილებას ეხება, ადამიანები ხშირად ისეთ ინფორმაციებს ეძებენ, რომლებიც გარემოზე ნაკლები ზიანის მიყენებაში დაეხმარება მათ. სწორედ ამიტომ, Google ახალ ქვეყნებში, ინდოეთსა და ინდონეზიაში ამატებს მარშრუტებს, რომლებისთვისაც ნაკლები საწვავი იქნება საჭირო. ამგვარ მარშრუტებზე Google Maps პატარა მწვანე ფოთლით მიგანიშნებთ.

3. გაიაზრეთ მანქანის შესყიდვის გადაწყვეტილება

ადამიანებისთვის, რომლებიც ელექტრო მანქანებს ყიდულობენ, ეს პროცესი ახლა უფრო მარტივდება — ამ ეტაპისთვის გუგლი ამერიკელ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, როცა Search-ში Best electric cars-ის ქივორდს გამოიყენებენ, სწრაფად შეადარონ ერთმანეთს ფასები, ბატარეის ხანგრძლივობა, დამუხტვის დრო და სხვა მახასიათებლები. 

4. გამოიყენეთ Fuel Cost Calculator ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტების საპოვნელად

ელექტრო მანქანებზე საუბარი რომ გავაგრძელოთ, არ აქვს მნიშვნელობა, გყავთ თუ ფიქრობთ მის შეძენაზე, აქ დამუხტვის ხარჯების გააზრება დიდად დაგეხმარებათ. Fuel Cost Calculator კი სწორედ ამაზე იქნება პასუხისმგებელი და იგი უკვე მსოფლიოს 21 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. 

5. გამოიყენეთ Battery Range Explorer ელექტრო მანქანებისთვის

ეს გეტყვით, რამდენად შორს შეძლებთ წასვლას ერთი დამუხტვით. კონკრეტული დანიშნულების ადგილიც შეგიძლიათ გაუზიაროთ და Battery Range Explorer დეტალურ მონაცემებს გაგაცნობთ… პროგნოზები ისეთ ფაქტორებსაც კი ითვალისწინებს, როგორებიცაა სიმაღლის ცვლილება და სიჩქარის შეზღუდვები.

6. გაიგეთ დეტალური ინფორმაცია დამუხტვის შესახებ

EV სადგურების პოვნა ასე მარტივი არასდროს ყოფილა — თუ Google Maps-ში EV Charging-ს ჩაწერთ, ახლომდებარე სადგურებზე მიიღებთ ინფორმაციას, მათ შორის იმაზეც, თუ როდის გამოიყენეს ბოლოს იგი…

7. იპოვეთ სწრაფი დამუხტვის ვარიანტები

ელექტრომობილების მძღოლებს, როგორც iOS-ზე, ისე Android-ზე, შეუძლიათ დასამუხტ სადგურებზე კიდევ უფრო დეტალური ინფორმაცია ნახონ: შესაერთებლის მახასიათებლები Maps-ის ელექტრომობილის პარამეტრებში უნდა შეიყვანონ, შემდეგ კი ნახონ, შეესაბამება თუ არა არსებულთაგან რომელიმე, რამდენად ხელმისაწვდომია და რა სიჩქარით შეუძლია დამუხტვა. 

8. შეადარეთ სახლის გათბობისა და გაგრილების სისტემები

თუ Google Search-ში სახლის გათბობის ან გაგრილების მოწყობილობების შესახებ მოძებნით ინფორმაციებს, ენერგოეფექტურობის მაჩვენებლებსაც შემოგთავაზებენ, რათა  გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაითვალისწინოთ. 

9. იპოვეთ ახლომდებარე გადამამუშავებელი პუნქტები

ამაში Search-სა და Maps-ში Google Business Profiles დაგეხმარებათ, იგი ახლომდებარე გადასამუშავებელ პუნქტებს აჩვენებს მომხმარებლებს. პასუხობს ისეთ მოთხოვნებს, როგორიცაა: პლასტმასის ბოთლის გადამუშავება ჩემთან ახლოს.

10. იყიდეთ მეორეული ტანსაცმელი და ნივთები

თუ მაგალითად გუგლში ზამთრის ქურთუკებს მოძებნით, მრავალ ვარიანტს შემოგთავაზებთ. თუმცა მათგან რომელსაც Pre-owned-ის იარლიყი ექნება, მეორეულია და კომპანიაც გვირჩევს, მასზე შევაჩეროთ არჩევანი. ელექტრომოწყობილობების შემთხვევაში კი ძიებაში Refurbished-ის იარლიყი გამოჩნდება.

სინდი შერმანის ფოტოსერია ქაოსურ იდენტობებზე

Tesla-ს ჰუმანოიდმა რობოტმა მაისურის დაკეცვა ისწავლა