პირდაპირ გეტყვით იმას, რაც, ალბათ, უკვე თავადაც იცით: „არა“ ყოველთვის დასასრულს არ ნიშნავს. ხშირად ახალ შესაძლებლობებს ხსნის სწავლისა და განვითარებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, ხელფასის მომატებაზე გსურთ საუბარი, ახალი პარტნიორის შეძენა განიზრახეთ თუ იდეას უზიარებთ, ყოველთვის არსებობს უარის პოზიტიურად გარდაქმნის გზა. ჩვენ კი ახლა ასეთ 10 სტრატეგიას გასწავლით და დაგეხმარებით, უარყოფა თანხმობად აქციოთ:
1. აქტიურად მოუსმინეთ
როცა ვიღაც უარს გეუბნებათ, საკუთარი პოზიციის მყისიერად დაცვის ცდუნებას უნდა გაუძლოთ. ამის ნაცვლად, მოუსმინეთ, რას ლაპარაკობს სინამდვილეში. ღია კითხვები დაუსვით, რათა უარყოფის მიზეზები გაიგოთ — დროს ეხება? ბიუჯეტს? თუ საჭიროებათა შეუსაბამობას? ცნობისმოყვარეობის ჩვენებით სიღრმისეულ საუბრებს წამოიწყებთ, რაც მოქნილი გზების პოვნამდეც მიგიყვანთ. ხშირად უარყოფის ნამდვილი მიზეზი დაფარულია და მისი გამოვლენის ერთადერთი გზა მხოლოდ აქტიურად მოსმენაა.
2. გაიაზრეთ მათი პრობლემები
ყველას სურს, რომ მათი ესმოდეთ. ვის გადარწმუნებასაც არ უნდა ცდილობდეთ, იქნება ეს კოლეგა, ხელმძღვანელი თუ პოტენციური მომხმარებელი, როცა იგი თავის წუხილს გიზიარებთ, პირდაპირ კონტრარგუმენტებზე ნუ გადახვალთ. მათი პერსპექტივიდან შეხედეთ ამ საკითხს და ემპათია აჩვენეთ. აცნობეთ, რომ თუ შეგიძლიათ რამით დახმარება, თქვენ მის გვერდით იქნებით. ეს ნდობას აძლიერებს და წინსვლის საფუძველსაც ქმნის.
3. გაიგეთ, რატომ ვერ უგებთ ერთმანეთს
ზოგჯერ არას პასუხად იმიტომ იღებთ, რომ ერთმანეთს ვერ უგებთ. შესაძლოა, თქვენმა შეთავაზებამ მიიღო არასწორი ინტერპრეტაცია ან ვერ დაინახეთ მისი სრული სარგებელი. აქ კი თქვენი აზრების გამყარებაში მკაფიო ინფორმაციები დაგეხმარებათ, იქნება ეს რაოდენობრივი მონაცემები თუ მაგალითები. გახსოვდეთ, მიზანი შეტევა კი არა, ყველაფრის გარკვევაა.
4. ხაზი გაუსვით მნიშვნელოვან სარგებელს
ყოველთვის მოარგეთ თქვენი საუბარი იმ ადამიანს, რომელსაც ესაუბრებით და არც მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები დაგავიწყდეთ. თუ დაწინაურებას ითხოვთ, უთხარით უფროსს, რა სარგებელს მოუტანს ბიზნესს თქვენი შეცვლილი პასუხისმგებლობები. იყავით პირდაპირი და არგუმენტირებულად ისაუბრეთ, აჩვენეთ ღირებულება, რომელიც სიტუაციისთვის შესაფერისია.
5. შესთავაზეთ ალტერნატივა
თუ პირველ წინადადებაზე უარი მიიღეთ, არ შეგეშინდეთ ალტერნატივის შეთავაზების. ეს მათ თქვენს მოქნილობას აჩვენებს. თუმცა სტრატეგიული იყავით, შესთავაზეთ ვარიანტი, რომელიც მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს მიმართავს და დაარწმუნეთ, რომ ეს იმუშავებს.
6. შექმენით გადაუდებლობის განცდა
ხაზი გაუსვით ლოდინის პოტენციურ უკუჩვენებას, იყავით გაბედული და არ შეგეშინდეთ. გადაუდებლობის განცდა ხელმძღვანელს, გუნდს ან პარტნიორს, რომელიც ყოველთვის რაღაცებს აყოვნებს, ქმედებისკენ უბიძგებს და ეს მოლაპარაკების პროცესის ბუნებრივი ნაწილია.
7. მოიპოვეთ ნდობა მტკიცებულებებით
ერთია თქვათ, რომ შესანიშნავი იდეა გაქვთ და მეორეა, მისი დამტკიცება — კონკრეტული მაგალითები, იქნება ეს მონაცემები, სხვების წარმატების ისტორიები თქვენს სფეროში თუ სხვა, მტკიცებულებას წარმოადგენს, რომელიც ადამიანს გადაწყვეტილების მისაღებად სჭირდება და ეს ეჭვებსაც აქრობს.
8. მიჰყევით მიზანს
უარყოფა არც სამუდამოა. თუ ვინმე უარს ამბობს, ეს დასასრულს არ ნიშნავს, მკაფიო მოლოდინები უნდა გქონდეთ იმის შესახებ, თუ რა იქნება შემდეგ. რამდენიმე კვირაში ან თვეში თავი შეახსენეთ, მთავარია, თანმიმდევრული იყოთ. ეს მას აჩვენებს, რომ თქვენი მიზნის ერთგული ხართ. თანაც ბიზნესის საჭიროებები სწრაფად იცვლება და თქვენი წინადადების შენახვამ, შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგი გამოიღოს.
9. დარჩით პოზიტიური
ნამდვილად არ არის სასიამოვნო უარის მოსმენა, მაგრამ კარგი განწყობის შენარჩუნება ასევე კარგი შთაბეჭდილების შექმნაში დაგეხმარებათ და თქვენს სამომავლო გადაწყვეტილებებზეც დადებითად იმოქმედებს. ადამიანებს ახსოვთ, როგორც აგრძნობინებთ თავს საუბრისას და თქვენს ენთუზიაზმს მათი პერსპექტივაც შეუძლია, შეცვალოს. ამიტომ, არ გაგიკვირდეთ, თუ ისინი გარკვეული პერიოდის შემდეგ დაგიბრუნდებიან…
10. იცოდეთ, როდის დაანებოთ თავი
ზოგჯერ უარყოფა მართლაც საბოლოოა. გადაწყვეტილების პატივისცემა კი არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც არ გამოგივიდათ, ეს კარის გაღებაა სამომავლო შესაძლებლობებისთვის. ხოლო სიამაყით წასვლა თქვენს პროფესიონალიზმს აჩვენებს…