დღევანდელ სტრესულ გარემოში მნიშვნელოვანია, დრო დავუთმოთ რაღაც ისეთის კეთებას, რაც სიამოვნებას გვანიჭებს. მართალია მრავალი ჰობი არსებობს, მაგრამ ქვემოთ იმას შემოგთავაზებთ, რომლებიც სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ:
1. მებაღეობა — მრავალი მიზეზის გამოა შესანიშნავი გზა სტრესისგან გასათავისუფლებად, იქნება ეს მზის სინათლესა და სუფთა ჰაერზე უფრო დიდხანს ყოფნა, მშვენიერი გარემოს შექმნა, რომლითაც ყოველ დღე ისიამოვნებთ თუ მრავალი სხვა.
2. ფოტოგრაფია — არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ მეგობრებს გადაუღებთ ფოტოებს თუ ფოტოგრაფიის ნამდვილ ხელოვნებაში გადაეშვებით, ეს შესანიშნავი ჰობია. თუნდაც იმიტომ, რომ როცა სამყაროს ფოტოგრაფის თვალით უყურებთ, ყველაფერს განსხვავებულად ხედავთ. ასე ყოველდღიურობაც უფრო მშვენიერი ხდება.
3. ალბომების გაფორმება ე. წ. სკრაპბუკინგი — ფოტოებით ალბომების გაფორმება, ხელოვნებისა და დღიურების წარმოების ნაზავია, რომლის კეთებისას სცილდებით სტრესის წყაროს, ქმნით რაღაც მშვენიერს, რომლითაც სხვებსაც შეუძლიათ, ისიამოვნონ.
4. აკვარიუმის ქონა — უკვე კვლევებითაც დადასტურდა, რომ აკვარიუმში თევზის ყურება არტერიულ წნევას ამცირებს და სტრესს ამსუბუქებს. კარგ ჰობად მიიჩნევა, მიტ უმეტეს, რომ რეგულარულ ყურადღებას მოითხოვს და აქვს პოტენციალი, სხვა თევზის მოყვარულ ადამიანებთან დაგაკავშიროთ.
5. ფაზლების აწყობა — ესეც სტრესის წყაროსგან გაშორებთ, კარგი შესვენებაა, რომლის შემდგომაც პრობლემებს მეტად სუფთა, ძლიერი აზროვნებით უბრუნდებით და უკეთაც ახერხებთ ცხოვრების სტრესორებთან გამკლავებას.
6. ხატვა და გაფერადება — ხელოვნების ეს ფორმები ემოციების გამოსახატავად, ყურადღების გადასატანად და სტრესის მენეჯმენტისთვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ. საბოლოო შედეგი კი იმდენად მშვენიერი და პერსონალური შეიძლება დარჩეს, რომ მათი გაზიარებაც მოგინდეთ.
7. ფიზიკური აქტივობა ან ვარჯიში — მხოლოდ ფიზიკური ჯანმღტელობისთვის კი არ არის კარგი, არამედ თქვენს მენტალურ კეთილდღეობასაც აუმჯობესებს. ამგვარად, ისეთი ვარჯიში უნდა მოძებნოთ, რომლითაც სიამოვნებას მიიღებთ. შემდგომ კი იგი თქვენი ცხოვრების ჩვეულ ნაწილად აქციეთ. შეგიძლიათ, ონლაინ ვარჯიშებსაც მიმართოთ.
8. ქსოვა — მშვენიერი რაღაცების შექმნის გარდა, შესანიშნავი გზაა სტრესის შესამსუბუქებლად. განმეორებითი მოქმედებები თქვენს ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს…
9. ინსტრუმენტზე დაკვრა — მუსიკას მრავალი სარგებელი უკავშირდება, მათ შორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ამიტომ სტრესისგან გასათავისუფლებლადაც გამოდგება. მუსიკის მოსმენაც კი შეიძლება იყოს ჰობი, ხოლო მუსიკის შექმნა კიდევ უფრო ძლიერი სტრესისგან გასათავისუფლებელი საშუალება, რადგან თქვენს ყურადღებას სრულად იპყრობს და შემოქმედებითი თვითგამოხატვის საშუალება ხდება. ამგვარად, პიანინოზე ან გიტარაზე დაკვრა უნდა სცადოთ.
10. წერა — ბოლო დროს დღიურების წარმოება საკმაოდ პოპულარული გახდა და ბევრი ადამიანი მიიჩნევს მას სტრესისგან გათავისუფლების გზად. წერა, იქნება ეს აღნიშნული დღიურების წარმოება, მოყვარულების დონეზე ჩანახატების გაკეთება თუ უფრო პროფესიულ დონეზე აყვანა, შესანიშნავი ჰობია განსატვირთად, მით უმეტეს, რომ შედეგად რაღაც ისეთს იღებთ, რაც სხვებსაც შეგიძლიათ, გაუზიაროთ.











