in

10 ფაქტორი, რამაც ბიზნესში ქალების წარმატება განაპირობა

თანამედროვე ბიზნეს სამყაროში უამრავი ქალი ხელმძღვანელობს ბიზნესს, რომელმაც ზრდის განსაკუთრებით სწრაფი დინამიკა აჩვენა. მაინც, როგორ ცხოვრობენ ისინი, როგორია მათი რუტინა, აზროვნების სტილი, რა განაპირობებს პროდუქტიულობას? მოგვყევით, 10 ქალი თავიანთი წარმატების განმაპირობებელ ფაქტორებზე გვიამბობს:

pasha-statiebi
pasha-statiebi

ლორენ კარსონი, ტექსასში მდებარე Kinect Solar-ის დამფუძნებელია. ბიზნესმა სამ წელიწადში 2812%-იანი ზრდა განიცადა. მხოლოდ 2019 წელს, შემოსავალი $24.9 მილიონი იყო.

“როდესაც ვპოულობ ადამიანს, ვისთან ერთადაც კარგად ვმუშაობ და კმაყოფილი ვარ, მუდმივად ვინარჩუნებ კომუნიკაციას, წლების შემდეგაც კი. ვუსვამ უამრავ შეკითხვას. მიყვარს ჩვენს მომხმარებლებთან კონტაქტი და თავიანთი წარმატების ფაქტორებზე საუბარი. მაინტერესებს, რა გამოსდით კარგად, სად ხედავენ შესაძლებლობებს და რა სახის მხარდაჭერას საჭიროებენ. შემდეგ, ამას გზამკვლევად ვიყენებ, რათა დავხვეწო საკუთარი კომპანია და ბაზარს ახალი გადაწყვეტილებები შევთავაზო”.

დანიელა ბრაგა სიეტლში მდებარე DefinedCrowd Corporation-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია. კომპანიამ, სამ წელიწადში 8550%-იანი ზრდა განიცადა. 2019 წელს კი, მისი შემოსავალი $21.3 მლნ იყო.

“ჩემი პროდუქტიულობის საიდუმლოა ის, რომ აუცილებლად ვმუშაობ დღეში ერთ საათს მაინც და აუცილებლად ვსეირნობ, კვირაში, სულ მცირე, ხუთჯერ. ეს არამხოლოდ ასუფთავებს ჩემს გონებას, არამედ მეხმარება ინოვაციაზე კონცენტრაციისა და ენერგიის შენარჩუნებაში.”

მიშელ ჰენდი დენვერში მდებარე კომპანია Trustech-ის დამფუძნებელი და დირექტორია. სამი წლის მანძილზე, კომპანია 2812%-ით გაიზარდა. 2019 წლის შემოსავალმა კი, $3 მლნ შეადგინა.

“IT სფეროში ქალის საქმიანობა შეიძლება მაღაზიაში პირბადის გარეშე შესვლასავით ჩანდეს. მაშინვე გამჩნევენ, თუმცა, არასასურველი მიზეზის გამო. განსჯის საპასუხოდ, შემართებით შევუდექი საქმეს და წინააღმდეგობამ შემძინა ძალა, დაბრკოლებების გადასალახად. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა ჩამომაყალიბა იმ ქალად, რასაც დღეს წარმოვადგენ. განაგრძეთ, ასწიეთ თავი მაღლა და გულში იცოდეთ, რომ სიტუაციის შეცვლა შეგიძლიათ.”

ჯინ დევიდი, კალიფორნიაში, Outer Aisle-ს ხელმძღვანელობს. ბოლო სამი წლის ზრდა 5006%-ს შეადგენს, 2019 წლის შემოსავალი კი, $11.2 მლნ-ს.

“მტკიცედ მჯერა, რომ დილის მარტივი რუტინა ნებისმიერ ადამიანს აგრძნობინებს სიმყარეს, ყველაზე დაძაბულ დღეებშიც კი. დილას ადრე ვდგები, ვიმზადებ ფინჯან “მაჩას’ ან ახლომდებარე ქოფი-შოპში მივრბივარ, სადაც სოციალური დისტანციის დაცვით ყავის მითმევა მაფხიზლებს და ენერგიას მმატებს. ყოველ დილას, 1 საათს მაინც ვუთმობ გაცნობიერებულობის პრაქტიკას – ვკითხულობ, ვლოცულობ, ვაწარმოებ დღიურს და ვწერ, თუ რისი მადლიერი ვარ ყოველდღიურად. ყოველდღიური მადლიერების გამოხატვა ძალიან მეხმარება ბევრი რამის სხვანაირად დანახვაში. მხოლოდ ამის შემდეგ, ვხსნი ელ.ფოსტას და ვათვალიერებ მნიშვნელოვან წერილებს.

ეშლი მერილის ბიზნესი Linya კალიფორნიაში, სანტა-მონიკაში მდებარეობს. ბოლო სამ წელიწადში, ბიზნესმა 2876%-იანი ზრდა აჩვენა, 2019 წლის შემოსავალი კი, $24.5 მლნ-ს შეადგენს.

“ჩემი მანტრაა “იკიგაი”, რომლის საშუალებითაც საკუთარი თავისა და გუნდის მართვას ვცდილობ. ეს იაპონური სიტყვაა, რომელიც ყველაფერში ბედნიერების ძიებას უკავშირდება და გვიბიძგებს, ვაკეთოთ ის, რაც გვიყვარს და საუკეთესოდ გამოგვდის. მიყვარს ეს მიდგომა, რადგან ის ბედნიერების შეგრძნებაში გვეხმარება. ამავდროულად “იკიგაი”, კომპანიის უმნიშვნელოვანეს ღირებულებას წარმოადგენს და გუნდის პროდუქტიულობაზე დადებითად აისახება.”

რეიჩელ კარლსონი – დენვერში მდებარე კომპანია Guild Educaton-ის თანადამფუძნებელი და დირექტორია. ბიზნესმა, ბოლო სამ წელიწადში, 9969%-იანი ზრდა აჩვენა. კომპანიის 2019 წლის შემოსავალმა კი $48 მლნ შეადგინა.

“ვფიქრობ, სასარგებლოა აშენო ურთიერთობა ადამიანებთან, სანამ მათ საკუთარ გუნდში, წევრად ან ხელმძღვანელად მოიწვევ. არსებული გრძელვადიანი ურთიერთობა გონიერი, მოტივირებული და მიზანსწრაფული ლიდერების მოზიდვაში დაგეხმარებათ.”

ამანდა ტრესის კომპანია FASTer Way to Fat Loss ფლორიდაში მდებარეობს. მან, ბოლო სამ წელიწადში, 5587%-იანი ზრდა აჩვენა, 2019 წელს კი, $34.4 მლნ შემოსავალი ჰქონდა.

“დილაობით არ ვსაუზმობ, რათა ფოკუსი და ენერგია შევინარჩუნო. ამას გარდა, პერიოდულად მივმართავ შიმშილსა და სამკურნალო საკვებს, ასევე, ყოველდღიურად ვვარჯიშობ. ეს მეხმარება უკეთ გამოვიყურებოდე, ვაზროვნებდე მკვირცხლად, მკაფიოდ და სტრესს მარტივად გავუმკლავდე.”

ბრენდა ფრიმანი კომპანია Arteza-ს დამფუძნებელი და დირექტორია მაიამიში. კომპანიის ბოლო სამი წლის ზრდა 7551%-ია, 2019 წლის შემოსავალი კი, $58.3 მლნ-ს შეადგენს.

“ჩადეთ ინვესტიცია მომხმარებელთა კვლევაში, შექმენით პანელი ან საბჭო, რომელიც მომხმარებელს განიხილავს და ყველაზე მთავარი – შექმენით მუზა, რათა მომხმარებელი რეალური სხეულით წარმოიდგინოთ. კომპანიამ ზედმიწევნით უნდა იცოდეს მომხმარებლის მახასიათებლები – არამხოლოდ დემოგრაფიული ინფორმაცია, არამედ ემოციური მოტივატორები, რაც მნიშვნელოვანია სწორი პროდუქტების მისაწოდებლად.”

ნუშინ ბეჰროიანი კალიფორნიაში კომპანია Paxon Energy-ის დამფუძნებელი და დირექტორია. კომპანიამ 15 072%-იანი ზრდა აჩვენა, ბოლო სამ წელიწადში, 2019 წელს კი, $22,1 მლნ შემოსავალი მიიღო.

“Paxon დავაფუძნე იმ განწყობით, რომ მუდამ გვახსოვდეს, რატომ ვარსებობთ, რა არის ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი, რას ვაკეთებთ, რითაც გავლენას ვახსენთ საზოგადოებაზე? სწორედ ეს იქცა ჩვენი კომპანიის კულტურად. ხშირად ვესაუბრები თანამშრომლებს, რომ ჩვენ გუნდი ვართ და არა ოჯახი. ჩვენ მტკიცედ გვჯერა კულტურის, რომელიც აერთიანებს საკუთარი საქმის პროფესიონალებს.”

დაიანა ლი ნიუ-იორკში მდებარე კომპანია Constellation Agency-ს ხელმძღვანელობა. კომპანიამ ბოლო სამ წელიწადში, 4866%-იანი ზრდა აჩვენა. მისი 2019 წლის შემოსავალი კი, $18.7 მლნ იყო.

“ყოველი მოლაპარაკების დროს, სცადეთ უფრო მეტი მოითხოვოთ, ისე, რომ ზღვარს არ გადახვიდეთ. მნიშვნელოვანია, ადამიანებს საკუთარი თავის ფასი ესმოდეთ, პატივს სცემდნენ საკუთარ შრომას და ადვილად ითხოვდნენ უფრო მეტ საზღაურს. უფრო მეტის მოთხოვნა, შემდეგ, ჩვევაში გადადის. როცა კომფორტულად იგრძნობთ თავს, მეტის მოთხოვნისას, ეს თქვენს აზროვნებაში ჩაჯდება და თქვენთვის სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ.”

 

წყარო: inc



აქ.ახლა თიბისიმ ბიზნეს აპი შექმნა

ხელოვნური კანი, რომელიც ტკივილზე ადამიანის კანის მსგავსად რეაგირებს