in

10 ლარიანი კუპიურა განახლდა

დღეს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახლებული 10 ლარიანი კუპიურა წარადგინა. კუპიურის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთელი და ნაწყვეტი მისი ლექსიდან „გაზაფხული“. ასევე, აკაკის ავტოგრაფი, აყვავებული რტო და მერცხალი. კუპიურის უკანა მხარეს გამოსახულია დავით კაკაბაძის კომპოზიცია – „იმერეთი, დედაჩემი“ და საქართველოს სახელმწიფო გერბი. განახლებულ 10 ლარზე დატანილია თანამედროვე დამცავი ნიშნები, რომელთა ამოცნობაც მარტივადაა შესაძლებელი გახედვის, დახრის და შეხებისას. გარდა ამისა, კუპიურის კიდეებში დატანილია ნიშნები სუსტი მხედველობის მქონე ადამიანებისთვის. განახლებული 10 ლარიანი 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან გამოვა და მიმოქცევაში იქნება წინა ემისიის ბანკნოტებთან ერთად.

BOG
BOG

[fbvideo link=”https://www.facebook.com/jwtmetro/videos/1267005050144314/?v=1267005050144314″ width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

ვინ არის ტერა ბოტინი? – ქართველი გოგო, არაქართული სახელით

ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება – #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარის ფარგლებში, 2500 ნერგი დაირგო