in

ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნები, რომლებიც გრაფიკულმა დიზაინერებმა უნდა წაიკითხონ

2021 წელი გრაფიკული დიზაინერებისთვის გამოწვევებით სავსე წელი იქნება. მათი მიზანი საკმაოდ ბევრ პრობლემაზე საუბარი, ამ პრობლემების სხვადასხვაგვარად გადააზრება და საზოგადოებამდე მიტანაა. შთაგონების მისაღებად მხოლოდ ინსტაგრამი და სხვა მსგავსი სოც. ქსელები არ კმარა. სწორედ ამიტომ ამ სტატიაში გირჩევთ იმ მნიშვნელოვან წიგნებს, რომლებიც დიდი დოზით ინსპირაციის პოვნაში დაგეხმარებათ.

Howard Zinn – A people’s history of the United States

წიგნში ამერიკის ისტორია დეტალურადაა მოთხრობილი. საუბარია იმაზე, თუ რა ეტაპები განვლო ამ კონტინენტზე მაცხოვრებელმა მოსახლეობამ იმისთვის, რომ დამოუკიდებლობისთვის მიეღწია. საკმაოდ ბევრი წინაღობის დეტალურად გააზრების ფონზე, საინტერესო იქნება ამ წიგნის წაკითხვა გრაფიკული დიზაინერებისთვის.

ამავე კუთხით, ქართველი გრაფიკული დიზაინერებისთვის ასევე კარგი იქნება საქართველოს ისტორიის წაკითხვაც, რომლებიც აუცილებლად დაეხმარებათ მათ, გაიაზრონ, რას ნიშნავს, იყო, ამ ქვეყნის მოქალაქე.

Vivek Murthy – Together

რადგანაც მსოფლიოს ახლა საკმაოდ დიდი გაჭირვების პერიოდი უდგას, არაფერი ისე არაა საჭირო, როგორც ერთად ყოფნა/ერთიანობა. ეს წიგნი სწორედ რომ ამ თემაზე მოგვითხრობს და სხვადასხვა, ძველი ისტორიის ფონზე გაგვააზრებინებს, თუ რატომაა საჭირო ერთად დგომა სხვადასხვა წინაღობის წინაშე.

W.E.B. Du Bois’s Data Portraits: Visualizing Black America by Whitney Battle-Baptiste and Britt Rusert

ნებისმიერი ახალგაზრდა გრაფიკული დიზაინერისა თუ გრაფიკული შემოქმედისთვის ეს ინსპირაციის წყაროა იმის შესახებ, თუ როგორ იცვლება მეცნიერება და ხელოვნება დროთა განმავლობაში და როგორაა ეს ორი ერთმანეთთან დაკავშირებული. ასევე, ეს წიგნი ეხება იმასაც, თუ როგორ უნდა განვიხილოთ გრაფიკული დიზაინის და ინფორმაციული სისტემების მნიშვნელობა კულტურის წინსვლასა და სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხვრაში. 

The Politics Industry – Katherine Gehl, Michael Porter

აღნიშნული წიგნი დაგეხმარებათ, უკეთ გაიაზროთ როგორ მუშაობს ამერიკული პოლიტიკა, რა პრობლემების წინაშე დგას ის, როგორია საარჩევნო სისტემა იქ, რა არის გამართული და რა – ჯერ კიდევ გაუმართავი. აღნიშნული წიგნი ზოგად და საჭირო ინფორმაციას მოგცემთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მუშაობდეს სწორი პოლიტიკა, რაც დღესდღეობით მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.

Syntax & Sage – Sep Kamvar

აღნიშნული წიგნის მიზანს ადამიანის იმ კეთილგონიერი თვისებების გააქტიურება წარმოადგენს, რომელიც გარემოსთან კავშირდება. Syntax & Sage ბოლო ორი ათწლეულის გააზრების საფუძველზე, მოგვითხრობს მაგალითებზე, თუ რა სიფრთხილით უნდა შევიტანოთ ტექნოლოგიები სამყაროში.

My Own Words – Ruth Bader Ginsburg, The Color of Law – Richard Rothstein, Health Design Thinking – Bon Ku, Ellen Lupton

2021 წელს გრაფიკული დიზაინის წინაშე დგას ორი მნიშვნელოვანი გამოწვევა: სამართლიანობის საკითხების მოგვარება და ბევრი ხმაურის საშუალებით მკაფიო შეტყობინების გაგზავნა. სწორედ ამ საკითხებს ეხმიანება პირველი წიგნი, სადაც მოთხრობილია, თუ როგორ დაეხმარა ავტორი ბევრ ადამიანს კანონის გამოყენებით. მეორე წიგნში მოთხრობილია, თუ რა როლი შეიძლება ჰქონდეთ გრაფიკულ დიზაინერებს რასობრივი სამართლის გაუარესებასა თუ გაუმჯობესებაში. მესამე წიგნი კი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს “ჯანმრთელი დიზაინი”.

A promised land – Barack Obama

ბარაკ ობამას ეს წიგნი ლიდერობის ყველა ასპექტს ეხება. ის იყო ლიდერი, რომელმაც ამერიკაში მრავალი ცვლილება გამოიწვია. ცვლილებებს კი, როგორც წესი, ხალხი გაურბის. გრაფიკული დიზაინერების ამოცანა კი სწორედ ის იყო, რომ ეს ცვლილებები საზოგადოებამდე სწორად მიეტანათ. ზუსტად ამიტომ აქცევდა ობამა დიდ ყურადღებას ამ სფეროს წარმომადგენლებს. სწორედ ამ გამოწვევებს ეხება მოცემული წიგნიც.

How to have a good day – Caroline Webb

2020 წელი გამოწვევებით სავსე წელი იყო. ყველა ადამიანს სჭირდება, 2021 წელს უფრო მეტად პროდუქტიულად და ფოკუსირებულად შეხვდეს. აღნიშნული წიგნი სწორედ პროდუქტულობის ხელოვნებას ეხება.

The Happiness Hypothesis – Jonathan Haidt

დღესდღეობით, როცა ძალიან ბევრი რამ გვთრგუნავს, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ის, თუ რა გვაბედნიერებს. ეს წიგნი სწორედ რომ ამ ბედნიერებების შეხსენებას ეხება. რა პირობები გვჭირდება იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყოთ? როგორ შევიქმნათ ეს პირობები? სწორედ ამ ფილოსოფიას წაიკითხავთ აღნიშნულ წიგნში.

საუდის არაბეთს ტურიზმის კამპანიაში მესისა და რონალდუს ჩართვა, შესაძლოა, 12 მილიონი ევრო დაუჯდეს

Victorinox-მა სუნამოების კოლექცია განაახლა – როგორია მისი შეფუთვა?