26
Jul
2017

10 ყოველდღიური ქმედება, რომელიც დიდ წარმატებამდე მიგვიყვანს

26 Jul 2017

ჩვენ გარშემორტყმულები ვართ ცხოვრებისეული გაკვეთილებით, ჭეშმარიტების ბიძგებით. ეს პატარ-პატარა ნაწილებისგან შემდგარი გამოცდილება შეიძლება დაეხმაროს ნებისმიერ ჩვენგანს გახდეს უფრო კარგი მენეჯერი, შესანიშნავი ლიდერი ან თუნდაც, უკეთესი ადამიანი. ყველაზე დიდი განსხვავება წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანებს შორის არის ის, რომ წარმატებულმა ადამიანებმა იციან – პატარა, ყოველდღიურ ქმედებებს შეუძლიათ მიგვიყვანონ დიდ შედეგებამდე. როგორ უნდა გამოვიმუშავოთ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალების მნიშვნელოვან გამოცდილებად შეგროვების უნარი?

pasha-statiebi
pasha-statiebi
  • თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, არ დარჩეთ იქ, სადაც ხართ. ამისათვის, უნდა განსაზღვროთ, თუ სად გინდათ აღმოჩნდეთ. ქმედებისთვის არ დაელოდოთ სრულყოფილ მომენტს ან შედეგს. დაიწყეთ იქ, სადაც ამჟამად იმყოფებით, გამოიყენეთ ის რესურსები, რაც გაქვთ და გააკეთეთ ის, რაც საჭიროა თქვენი წარმატებისათვის.
  • აუცილებელია მოიმარაგოთ პატივისცემა. დააფუძნეთ თქვენი ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება იმაზე, როგორ გინდათ მოგეპყრონ და გამოხატეთ პატივისცემა, იმ შემთხვევაშიც, თუ ადრესატი არ იმსახურებს მას. დაიმახსოვრეთ, სხვების მიმართ თქვენი ქცევა არ ასახავს მათ ხასიათს, არამედ, ხაზს უსვამს თქვენსას.
  • თქვენ იმარჯვებთ, როცა ყველა იმარჯვებს. მზად იყავით ტრიუმფისთვის და დაელოდეთ მას, თუმცა გახსოვდეთ, იმისათვის, რომ იყოთ ნამდვილი გამარჯვებული, უნდა აქციოთ თქვენი გარშემომყოფებიც ამ წარმატების ნაწილად.

  • თუ თქვენი ყოფნა არ სძენს სიტუაციას ფასეულებას, თქვენი არ ყოფნა არ იქნება შესამჩნევი. წარმატების საიდუმლო არ არის მისი მიღწევის გზები. თუ თქვენ გინდათ იყოთ მდიდარი, ამ სამყაროს სიმდიდრის გაგების მიხედვით, ეს არ გეხებათ მხოლოდ თქვენ, ეს უნდა გავრცელდეს თქვენს გარშემომყოფებზე.
  • მოახდინეთ თქვენი ყურადღების ფოკუსირება მნიშვნელოვან საკითხებზე. ისწავლეთ იყოთ განსწავლული იმაში, თუ რაზე გაქვთ რეაქცია. ყველა და ყველაფერი არ იმსახურებს თქვენს დროს, ენერგიასა და ყურადღებას. მიიღეეთ გაცნობიერებული გადაწყვეტილება და განსაზღვრეთ – რა მოქმედებს თქვენზე პოზიტიურად და რისი განდევნა გსურთ თქვენი ცხოვრებიდან.
  • ნებისმიერი ნდობა, რომელიც შეიძლება ოდესმე დაგჭირდეთ, მოდის იმ შესაძლებლობებიდან, რომელიც თქვენ გაქვთ. ნდობა მოდის თქვენი შესაძლებლობებისადმი რწმენისგან. დაიჯერეთ საკუთარი თავის და თქვენი შესაძლებლობების, თუმცა, ზუსტად იცოდეთ რაში ხართ პროფესიონალი ხართ და რაში არა.
  • გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ ან იპოვნეთ სხვა საქმე. არ დახარჯოთ თქვენი ცხოვრება საცოდავობაში. გიყვარდეთ რასაც აკეთებთ და ის არასდროს იქნება აღქმული თქვენ მიერ, როგორც რუტინა ან სავალდებულო სამუშაო.
  • მოახდინეთ თქვენი ლიმიტის იდენტიფიცირება და განამტკიცეთ თქვენი შემართება. თქვენ ვერასდროს გაიგებთ თქვენი ლიმიტის შესახებ, თუ არ დაინახავთ თავს ამ საზღვრების მიღმა. ერთადერთი გზა საკუთარი თავის შესაცვლელად არის გამოიწვიოთ საკუთარი თავი, თუ თქვენ არასდროს უბიძგებთ მას სიახლისკენ, თქვენ დაგრჩებათ მხოლოდ მიმართულება და არა დანიშნულება.
  • იცოდეთ, როდის იმოძრაოთ სწრაფად და როდის შეყოვნდეთ. რაც უფრო სწრაფი რეჟიმით ვცხოვრობთ, მით უფრო დაკავებულები ვართ, თუმცა, რაც უფრო ნელა ვაღწევთ შედეგებს, მით უფრო საფუძვლიანია ისინი. ჩვენ გვჭირდება ორივე ქმედება და სწორი ბალანსი საუკეთესო შედეგისთვის.
  • უნდა ვისწავლოთ საუკეთესოსგან, რათა ვისწავლოთ საუკეთესოდ. ყველამ, ვისაც თქვენ ყოველდღიურად ხვდებით, იცის რაღაც, რაც თქვენ არ. თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენ გარშემო არსებული ადამიანები, როგორც სწავლის უნიკალური შესაძლებლობა.


განხილვა