in

10 რჩევა ბრენდის კულტურის შესაქმნელად

ბოლო წლებში უამრავი ადამიანი ტოვებს სამსახურს… ეს ტენდენცია პანდემიამდეც მზარდი მაჩვენებლით გამოირჩეოდა, მაგრამ Covid19-მა პროცესები კიდევ უფრო დააჩქარა. ამიტომ, დამსაქმებლებს ახლა საკმაოდ ბევრი შრომა უწევთ იმისათვის, რომ ნიჭიერი თანამშრომლები იპოვონ, შემდგომში კი შეინარჩუნონ ისინი.

რა თქმა უნდა, ანაზღაურება, პირობები, შეღავათები, სამუშაოსა და ცხოვრების ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მოქნილი სამუშაო გრაფიკი უკვე ბევრისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე საკითხი გახდა. ამ მიქსს კი ერთი აუცილებლობაც დაემატა, რომ დამსაქმებლები ყოველთვის განიხილავდნენ თანამშრომელთა კეთილდღეობას, აღიქვამდნენ მათ, როგორც „მთლიან ერთეულს“ და არა, „სამსახურის ერთეულსა“ თუ „აქტივს“.

ყველაფერ ამას კი იქამდე მივყავართ, რომ ორგანიზაციული კულტურა გადამწყვეტი ფაქტორი ხდება, რათა კომპანიებმა მოიზიდონ, შეინარჩუნონ და განავითარონ თანამშრომელთა ნიჭი. ხოლო ორგანიზაციის შესახებ დასაქმებულთა აღქმასა და შეხედულებებს ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც მისი მომხმარებლებისა თუ დაინტერესებული მხარეების მოსაზრებებს. თუმცა ბრენდის ჩამოყალიბებისას შიდა აუდიტორიაზე მაინც ნაკლებად ფიქრობენ. რეალურად კი ისინი გარე რეპუტაციას აყალიბებენ…

მეტიც, ბევრი ორგანიზაცია ბრენდის მიზნებზე, ხედვაზე, მისიასა და ღირებულებებზე იწყებს საუბარს, თუმცა დასაქმებულებს ამ კონცეფციებს არ უხსნის… ხოლო იმისათვის, რომ შიდა აუდიტორიით გარე რეპუტაცია წარმატებით შეიქმნათ, მათი პროდუქტიულობა გაზარდოთ და ორგანიზაციასთან გრძელვადიანი კავშირიც უზრუნველყოთ, ეს ათი რჩევა უნდა გაითვალისწინოთ:

1. დარწმუნდით, რომ თქვენი ბრენდი სწორად არის ფორმირებული, რათა შთააგონოს და აცნობოს ყველას — აქ როგორც შიდა, ისე გარე აუდიტორია იგულისხმება. ხოლო თუ ეს ასე არ არის, შიდა აუდიტორიისთვის სარკისებური ელემენტი შექმენით. მნიშვნელოვანია, მათ გარე დაინტერესებულ მხარეებს გაუზიარონ, რატომ უნდა არსებობდეს თქვენი ბრენდი, რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა და რა ცვლილებით აპირებს ბრენდი სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას.

2. სანამ დაიწყებთ, პაციენტს ტემპერატურა შეუმოწმეთ და შემდეგ ეს რეგულარულად გააკეთეთ — სანამ დასაქმებულებთან დიალოგს წამოიწყებთ, მნიშვნელოვანია, გაიგოთ, რას გრძნობენ და რაზე ფიქრობენ ისინი. 

3. დაიცავით მაღალი რანგის მქონეთა სპონსორობა დაწყებამდე — ბრენდის შიდა პროგრამები ხშირად ხელს უწყობს ორგანიზაციის მიზნისა და სამომავლო მიმართულებების ჩამოყალიბებას. ამ ამბიციების მიღმა თანამშრომლების მოქცევა კი, ორგანიზაციის კომერციული და სტრატეგიული მიზნების შესასრულებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია. 

4. დაუკავშირეთ თქვენი კულტურა პირდაპირ თქვენს ორგანიზაციულ ამბიციებს, როგორც ეს დეტალურადაა აღწერილი თქვენს კორპორატიულ გეგმაში და გაუზიარეთ იგი თანამშრომლებს — ეს მათ საშუალებას მისცემს, დაინახონ, როგორ მიდიან ისინი კოლექტიურ წარმატებამდე. ორგანიზაციული კულტურა კი კორპორატიული მიზნების მიღწევაში დიდ როლს შეასრულებს. 

5. წამოიწყეთ დიალოგი და წაახალისეთ ორგანიზაცია, ისაუბროს საკუთარ თავთან და თქვენთან ერთად — ბრენდინგის ბევრი შიდა პროგრამა ტარდება ისე, რომ მას ძალიან ცოტა ადამიანი ან საერთოდ არავინ უსმენს… მნიშვნელოვანია, შეამოწმოთ მიუვიდათ თუ არა შეტყობინებები, ჩართულობას კი არაფერი ანგრევს იმაზე ძალიან, ვიდრე შთაბეჭდილება, რომ ორგანიზაცია არ უსმენს. 

6. გამოიყენეთ ტექნოლოგიების ძალა — ის, რომ თქვენ მხოლოდ ოფისში მომუშავე ადამიანების ჩართულობა შეგიძლიათ უზრუნველყოთ, მითია. ამისთვის. მოქნილ სამუშაო რეჟიმზე გადასვლას განსხვავებული მიდგომა სჭირდება, რაც Zoom-ის 15-წუთიანი შეხვედრაც კი შეიძლება იყოს. 

7. შექმენით სტრუქტურა, რომელიც თავისი აზროვნების ფორმით აქტიურ მოსმენაზე დაფუძნებული და ძლიერი ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ — აქ უნდა დაფიქრდეთ, როგორ უზიარებთ თქვენს თანამშრომლებს ინფორმაციას, რათა ბრენდის შესახებ ის მნიშვნელოვანი გზავნილები ან ინიციატივები არ გამოტოვოთ, რომლებიც პოზიტიური კულტურის შექმნას ისახავს მიზნად.

8. აჩვენეთ, რომ თქვენც იმავეს გულისხმობთ — იმის დემონსტრირება, რომ თქვენ თანამშრომელთა ცხოვრების წესის შესახებ იცით, ენდობით და აფასებთ მათ, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რაზეც შემდეგი მაგალითებიც მოწმობს: Google გუნდის წევრებს მუშაობისას მასაჟის თერაპიას სთავაზობს. Zappos, Facebook-სა და Asana-ს კი სპეციალური მოსასვენებელი ოთახები აქვს, რათა თანამშრომლებმა შუა დღით დაისვენონ და ცოტა ხნით დაიძინონ კიდეც. 

9. დააფასეთ, აღიარეთ, წაახალისეთ და დააჯილდოვეთ — იმისათვის, რომ თქვენი ხალხი თქვენს ბრენდთან გაერთიანდეს, იგი მათი სამუშაო ცხოვრების ყველა ასპექტში უნდა ჩართოთ და არა მხოლოდ იმაში, რასაც მათთან კომუნიკაციისას იყენებთ. ეს მოიცავს დაჯილდოებისა და აღიარების პროგრამებს, ანაზღაურებასა და პირობებს, გარემოს, დაქირავებას, პიროვნულ განვითარებასა და ტრენინგებს.

10. გააქტიურეთ წარმოსახვა — ბრენდები ბევრს ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ მიიპყრონ ადამიანთა ყურადღება და ააქტიურებენ თავიანთ წარმოსახვას, როცა ბრენდის აქტივაციასა და კომუნიკაციებს ეხება საქმე, თუმცა ზოგიერთი ჩვეულებრივ მიდგომებსა და მედიას უბრუნდება, როცა უკვე დღის წესრიგში შიდა ჩართულობა დგას. ორიგინალური და კრეატიული მიდგომა კი სარგებელს ნამდვილად მოგიტანთ.

Pepsi ტელევიზორში ჩაშენებულ მაცივარს ათამაშებს — საფეხბურთო სეზონის კამპანია

Sonic ბრენდინგის ძალა მარკეტინგში