#1. კი ბატონო, ხალხის უმრავლესობას მოსწონს, კნუტები, ლეკვები და მსგავსი კუდრაჭა, ფუმფულა ცხოველები, მათი გაზიარებით ბევრ “ლაიქს” დაიმსახურებთ, რადგან ლამაზია, საყვარელი და მათგან დადებითი ემოცია მოდის,მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ აკვალანგების მაღაზია, ან ბანანის კიოსკი, ან სულაც მანქანების სალონი… და აქვეყნებთ ფოტოს, სადაც კნუტები ერთმანეთს ეთამაშებიან… რა შუაშია?! ამ შემთხვევაში, არანაირ ღირებულებას წარმოადგენს მომხიბვლელი და დადებითი ემოციების ამსახველი ფოტოები.
* ხშირად გამოაქვეყნეთ საინტერესო პოსტები, მაგრამ არ ააგოთ თქვენი კონცეფცია მხოლოდ ინფორმაციის გაზიარებაზე. დაამატეთ სურათები კონკრეტულად თქვენი დარგიდან და მოერიდეთ სპამს.
#2. სიახლეები დიდ გამოხმაურებას იწვევს. ბევრ ადმინს ავიწყდება, რომ Facebook Timeline-ს აქვს ისტორიის დამალვის ფუნქცია. სანამ თქვენ არედაქტირებთ თქვნს გვერდს, აახლებთ სტატიებს, თქვენ შეგიძლიათ დამალოთ ადრინდელი ინფორმაცია, რათა აიცილოთ გაუგებრობები თავიდან.
* განაახლეთ თქვენი Cover–ი სხვადასხვა დღესასწაულებსა თუ მოვლენებზე.
#3. საინფორმაციო და მედია საშუალებები ბევრ ინფორმაციას აქვეყნებენ. ეს ბუნებრივია, რადგან მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და ინფორმაცია მუდმივად განახლებადია. მათი დანიშნულებაა ყველაფერი ასახონ. ესეთ შემთხვევაში, როდესაც საქმე საინფორმაციაო და მედია საშუალებებს ეხება, ინფორმაციის დიდი ნაკადი მომხმარებლისთვის მისაღებია. მაგრამ თუ თქვენი კომპანია ყოველდღიურად დადებს უამრავ სიახლეს, რომლის ათვისება მომხმარებლისთვის რთულია, ეს გამოიწვევს თქვენი პოპულარობის ვარდნას, რადგან თქვენი გვერდი, უბრალოდ, დამალული გვერდების სიაში მოხვდება.
* არ აქვს მნიშვნელობა რაოდენობას, მათავარია ხარისხი. მხოლოდ ხარისხიანი პოსტებით შეიძლება შეინარჩუნოთ პოპულარობა Facebook-ის მომხმარებლებში.
#4. შეუძლებელია ცუდმა და უინტერესო პოსტებმა აგიმაღლოთ რეიტინგი. რამდენჯერაც არ უნდა გააზიაროთ, რამდენჯერაც არ უნდა დააშეაროთ და პროპაგანდა გაუწიოთ მათ, მაინც ვერ დააგროვებენ საკმარის “ლაიქებს”.
* გადახედეთ ხალხს რომელიც თქვენს Facebook Page–ზეა თავმოყრილი, გაიგეთ რა კატეგორიის ხალხია, რა აინტერესებთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ კედელზე გამოქვეყნებების განახლება.
#5. სხვა საიტებიდან ლინკების Facebook–ზე გადმოტანისას ხშირად ეპარებათ შეცდომა. ბმულზე ტოვებენ ლინკის მისამართს, რომელიც გამოუსადეგარია. ინფორმაციის მისაღებად, საკმარისია დააჭირონ გაზიარებულ პოსტს.
* უკეთესად გამოიყურება პოსტი, რომელშიც წაშლილია ლინკი და მის მაგივრად მოკლე ინფორმაცია დევს, ან უბრალოდ, გამზიარებლის შეხედულება. ვიდეოს ჩატვირთვის შემდეგ საჭიროა მხოლოდ ლინკის მოშორება. ვიდეო ავტომატურად ინახება ლინკის გარეშეც.
#6. ხშირად Facebook–ის გვერდებს იყენებენ როგორც ხმების დასაგროვებელ მექანიზმს: ვინ მოიგებს, ვინ უფრო კარგია და ა.შ. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება Facebook–ის მოხმარების წესებს და კანონის დარღვევად ითველბა.
#7. Facebook–ის მკაცრი კანონების მიუხედავად, რომელიც გარეკანის ფოტოზე კრძალავს ისეთი ინფორმაციის განთავსებას, როგორიცაა ფასდაკლებები და ფასები. მიუხედავად ამისა მომხმარებლები მაინც შეუჩერებლად აქვეყნებენ ამდაგვარ სიახლეებს. ამის გამო საკუთარ პროფილებს გაუქმების რისკის ქვეშ აყენებენ.
#8. გამოკვლევების თანახმად Facebook–ზე არსებული ბრენდების 75%, მომხმარებელს დასმულ კითხვაზე არ პასუხობს, ხოლო მსოფლიო ბრენდების 25% -ს Facebook-ის კედელი მომხმარებლებისთვის დახურული აქვს. Facebook–ზე ყოველთვის არ ამართლებს რეკლამა, და ეს ფაქტია.
* სოციალური ქსელი განკუთვნილია მომხმარებლებთან ურთიერთობისთვის, მათთან მყარი კონტაქტის დამყარებისათვის, და არა რეკლამირებისთვის.
#9. არ არსებობს კანონი, რომელიც მომხარებელს დაუშლის პროვოკაციული განხცადებების დადებას და საკუთარი აზრის გამოხატვას, თუნდაც იგი უარყოფითი იყოს. ნებისმეირი კომპოანიას შეიძლება წააწყდეს გაბოროტებულ მომხარებელს Facebook–ზე და ამის გამო უსიამოვნებაში ამოყოს თავი.
რა თქმა უნდა სალანძღავი სიტყვებით გაჯერებული გამოხმაურებების წაშლა ნებისმიერ ადმინს შეუძლია, მაგრამ ეს ქმედება სიტყვსი თავისუფლების პრინციპს ეწინააღმდეგება.
* პრობლემის მოგვარების მარტივი ხერხი არსებობ… მომხმარებელი თავიდანვე იყოს ინფორმირებული ცენზურის შესახებ.
#10. ნებისმიერი კომპანიის კედელზე ადრე თუ გვიან იჩენს თავს კონფლიქტური სიტუაცია. მთავარია ადმინმა შეინარჩუნოს სიმშვიდე და მისცეს მომხამრებელს დამშვიდების საშუალება. საპასუხო შეტევაზე გადასვლა, გაორმაგებულ აგრესიას იწვევს.