21
Aug
2012

10 რჩევა ადამიანური რესურსების (HR) მენეჯერებს

21 Aug 2012

პერსონალი (ადამიანური რერურსები) ნებისმიერი ორგანიზაციის კრიტიკული კომპონენტია და მათი სწორი მენეჯმენტი კომპანიის წარმატების საწინდარია.

გთავაზობთ 10 რჩევას, რომელთა გათვალისწინება დაგეხმარებათ არასასურველ გართულებების თავიდან აცილებასა და პერსონალის ეფექტურად მართვაში;


რჩევა #1: სწორად აწარმოეთ კადრის შერჩევა – დაქირავების პროცედურა

მთელი სერიოზულობით მოეკიდეთ პერსონალის მართვის ამ ეტაპს, რათა თავიდან აიცილოთ არაკვალიფიციური კადრის დაქირავებით გამოწვეული გართულებები. იმისათვის რომ საჭირო პერსონალი ზედმიწევნით სწორად შეარჩიოთ, აუცილებელია მოიპოვოთ ზუსტი ინფორმაცია თვით ვაკანსიის შესახებ და განსაზღვროთ მოცემული სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო თვისებები, უნა-ჩვევები, პროფესიული დონე, კვალიფიაცია და პრაქტიკული გამოცდილება.

წინასწარ ჩამოაყალიბეთ გასაუბრების წარმატებით ჩატარებისათვის აუცილებელი კრიტერიუმები და მოიფიქრეთ კითხვები, რომელთა პასუხებიც განსაკუთრებით კარგად წარმოაჩენენ პრეტენდენტის თვისებებს.

გადაამოწმეთ რეკომენდაციები და გაესაუბრეთ კანდიდატის უკანასკნელი სამუშაო ადგილის ხელმძღვანელობას. და ბოლოს, სამსახურში მიღების შემთხვევაში აუცილებლად გააფორმეთ ორმხრივი შრომითი ხელშეკრულება.

რჩევა #2: შექმენით თანამშრომელთა სახელმძღვანელო

ყველა ორგანიზაციას, მიუხედავად მისი სიდიდისა, სასურველია ჰქონდეს ე.წ. თანამშრომელთა სახელმძღვანელო, სადაც აღწერილი იქნება კომპანიისათვის მისაღები ქცევათა ნორმები, წესები და მოთხოვნები. მსგავსი პრაქტიკა შეამცირებს პერსონალის მიერ ნებით თუ უნებლიედ დაშვებულ შეცდომებს და თავის მართლების ფორმას: “არ ვიცოდი.”

აღნიშნული სახელმძღვანელო არა მარტო ხელმისაწვდომი უნდა იყო პერსონალისათვის, არამდეგ მისი გაცნობა სავალდებულოდაც უნდა აქციოთ და თითოეულ თანამშრომელს სახელმძღვანელოს მიღება – გაცნობა ხელმოწერით დაადასტურებინოთ.

რჩევა #3: შეისწავლეთ თქვენი კონკურენტები და გაეცანით ინდუსტრიის სტანდარტებს

თქვენი კონკურენტებისა და ინდუსტრიის სტანდარტების ცოდნა – გათვალისწინება, საგრძნობლად გაზრდის ადამიანური რესურსების რეტენციას თქვენს ორგანიზაციაში. თქვენს მიერ შეთავაზებული ხელფასი და კომპენსაციის პაკეტები უნდა შეესაბამებოდეს ინდუსტრიის სტანდარტებს და არ უნდა ჩამორჩებოდეს თქვენი კონკურენტის შეთავაზებებს. გახსოვდეთ რომ თქვენი ოპონენტები ყოველთვის შეეცდებიან თქვენი საუკეთეო პერსონალის გადაბირებას. თქვენი ვალდებულებაა თანამშრომლებს შეუქმნათ სასურველი პირობები, რათა შეამციროთ მათი ალტერნატიული სამუშაოს ძებნის სურვილი და გაზარდოთ შრომისუნარიანობა.

რჩევა #4: აწარმოეთ თანამშრომლთა საქმე

სასურველია მოახდინოთ თანამშრომელთა მხრიდან დარღვევების წერილობითი აღნუსხვა. მსგავსი პრაქტიკა დაგეხმარებათ სწორი და დროული გადაწყვეტილება მიიღოთ ურჩი თუ ნაკლებად პროდუქტიული მომსახურე პერონალის გათავისუფლების შესახებ. ამასთანავე, საშუალებას მოგცემთ წარმატებით დაიცვათ თავი და წარადგინოთ დასაბუთებული ფაქტები დარღვევების შესახებ, თუ თანამშრომელი მისი გათავისფლების უსაფუძვლობაში დაგადანაშაულებთ.

რჩევა #5: საჭიროებისამებრ შეაქეთ ან მიუთითეთ

საყოველთაოდ არის ცნობილია რომ შექება პერსონალის მოტივაციის გაზრდის საუკეთესო მეთოდია. ნუ დაიზარებთ გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება და მადლიერება საუკეთესო თანამშრომლების მიმართ. დიდ დროს არ წაგართმევთ უთხრათ მსგავსი ფრაზა: “ყოჩაღ, შენ დაკისრებულ დავალებას სამაგალითოდ გაართვი თავი”. დამერწმუნეთ ეს მეთოდი გაცილებით გაზრდის პერსონალის შრომისუნარიანობას და აამაღლებს მათ საქმისადმი დამოკიდებულების ხარისხს.

კონსტრუქციული კრიტიკა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დროული შექება. თანამშრომლებს, რომლებიც სასურველ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ, აუცილებლად უნდა მიაწოდოთ თქვენი კონსტრუქციული კრიტიკა მკაფიოდ და ლაკონურად. რაც მთავარია: ნუ გააკრიტიკებთ საჯაროდ, გაითვალისწინეთ რომ მსგავსი საუბრები უნდა მოხდეს დახურულ კარს მიღმა და არ უნდა შეიცავდეს დამამცირებელ ფრაზებს, უნდა იყოს მოტივაციური და ნათლად უნდა მიუთითებდეს საჭირო ცვლილებებზე.

რჩევა #6: მოთმინებით მოუსმინეთ და მზად იყავით დახმარებისათვის

შეეცადეთ გააუქმოთ ყოველგვარი უხილავი თუ ხილული ბარიერი თქვენსა და დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის და ხელი შეუწყოთ პერსონალის ისეთი თვისებების განვითარებას, როგორიც არის: გახსნილობა და გულახდილობა. თქვენზე დაქვემდებარებულ პერსონალს თავისუფლად უნდა შეეძლოთ თქვენთან მოსვლა, პრობლემების გაზიარება და დახმარების თხოვნა. რაც უნდა უაზროდ მოგეჩვენოთ შეკითხვა ან პრობლემა, ეს მათ არ უნდა აგრძნობინოთ; მოთმინებით უნდა მოუსმინეთ და ამომწურავი პასუხი გასცეთ შეკითხვებს. ისინი მუდმივად უნდა გრძნობდნენ რომ თქვენ მზად ხართ დახმარების ხელი გაუწოდოთ საჭიროებისამებრ.

რჩევა #7: აღჭურვეთ პერსონალი სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელი ხელსაწყოებითა და ცოდნით

ყურადღება მიაქციეთ რომ ახლად დაქირავებულ პერსონალს, ან მათ ვისაც დამატებითი ვალდებულებები დააკისრეთ, ჩაუტაროთ სათანადო თრეინინგი და ზუსტად განუმარტოთ მათი უფლება-მოვალეობები, ამასთანავე მიაწოდოთ სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელი ხელსაწყოები. გაითვალიუსწინეთ, რომ გაუგებრობა და დაბნეულობა უარყოფით გავლენას მოახდენს არამარტო პერსონალის პერფორმანსზე, არამედ ზოგადად ბისნესზე, გახსოვდეთ რომ თამანშმრომლის კმაყოფილება და თავდაჯერებულობა კლიენტურის მომსახურეობის ხარისხზე პირდაპირ აისახება.

რჩევა #8: ნუ გამოარჩევთ თქვენს ფავორიტს

ფავორიტის გამორჩევა და განსაკუთრებული მოპყრობა აუცილებლად გამოიწვევს შიდა დაპირისპირებებსა და კომფლიქტებს, თუ მაინც თავს ვერ მოერევით და თქვენდაუნებურად გამოარჩევთ ფავორიტს თანამშრომლებს შორის, შეეცადეთ შენიღბოთ თქვენი გრძნობები და ნუ მიანიჭებთ თქვენს ფავორიტს განსაკუთრებულ უპირატესობებს.

რჩევა #9: ნუ ჩაერევით პოლიტიკურ თამაშებსა და ჭორაობაში

თუ თქვენ შეამჩნევთ რომ თანამშრომლები ორგანიზაციაში მიმდინარე მოვლენებსა და მომუშავე პერსონალზე ჭორაობენ, ნუ ჩაერთვებით მსგავს დიალოგებში და ნუ შეუწყობთ ხელს ჭორის გავრცელებას. ყოველთვის გასაგებად და ნათლად მიაწოდეთ საჭირო ინფორმაცია თანამშრომლებს, რათა არ გაჩნდეს ინფორმაციის დეფიციტი და მისი ჭორის დონეზე გავრცელების საჭიროება. ყოველთვის გახსოვდეთ რომ მსგავს საუბრებში მონაწილეობა დააკნინებს თქვენს რეპუტაციასა და პატივიცემის ხარისხს თქვენზე დაქვემდებარებული თანამშრომლების თვალში.

რჩევა #10: თვალი ადევნეთ დასაქმების რეგულაციებს

ქვეყანაში მიღებული დასაქმებასთან დაკავშირებული რეგულაციების არცოდნა შესაძლებელია თქვენც და კომპანიასაც ძალიან ძვირი დაუჯდეს, ამიტომ ზედმიწევნით გაეცანით კანონებს და თვალყური ადევნეთ ყოველგვარ ცლილებებს. პრევენცია პრობლემის თავიდან აცილების მთავარი გასაღებია.

და ბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ როგორც HR მენეჯერი, წარმოადგენთ იმ კომპანიის სახეს, რომლისთვისაც მუშაობთ. თქვენზე დამოკიდებული თანამშრომლებისათვის კი თქვენ ხართ ლიდერი და მისაბაძი ფიგურა, ამიტომ მოიქეცით ზუსტად ისე, როგორ გინდათ რომ თქვენი პერსონალი მოიქცეს. ამასთანავე, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ხელს უწყობთ ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებას, რომელიც მძლავრი სტრატეგიული ინსტრუმენტია მიმართოთ პერსონალის ქმედება კომპანიის საერთო მიზნებისკენ.

 

ავტორი: მაკა ყუფარაძე

 



განხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published.