არ აქვს მნიშვნელობა, მანქანების „ჭია” ხართ თუ ეს სამყარო თქვენთვის არც ისე ნაცნობია, ავტოისტორიაში არსებობს მოდელები, რომლებიც ყველა ადამიანმა იცის. ასეთი შემთხვევების აღსაწერად ძალიან კარგი სიტყვა არსებობს „საკულტო”. გვინდა, რომ ამ სტატიაში სწორედ ასეთ საკულტო ავტომობილებზე გიამბოთ, რომლებიც, რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, მაინც ჩვენს გულში იქნება.
Ford Model T
როგორ უნდა დავიწყოთ ყველა დროის საკულტო მანქანებზე საუბარი ამ მოდელის გარეშე…ის ხომ ჰენრი ფორდისთვის პირველი, ავტოინდუსტრიისთვის კი ერთ-ერთი პირველი მანქანა იყო, რომელიც ოდესმე გამოსულა.
მისი მონაცემები დღეს ყველას სასაცილოდ გვეჩვენება: 20 ცხენის ძალა და მაქსიმალური სიჩქარე 70კმ/სთ, მაგრამ ის მაინც ისე იყიდებოდა, როგორც ახალგამომცხვარ ნამცხვრებს ყიდიან, რადგან ეს იყო პირველი შედარებით ხელმისაწვდომ ავტომობილი, რომელიც საშუალო ინდივიდს შეეძლო შეეძინა. 19 წლის განმავლობაში 15 მილიონი Model T გაიყიდა.
Porsche 911
1963 წლის ეს მანქანა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მანქანაა. ეს სპორტული ფლაგმანი 50 წელზე მეტია იწარმოება და დღემდე პოპულარობით სარგებლობს. მას გამორჩეული დიზაინი აქვს, რომელიც ამდენი წლის შემდგომაც კი შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანებზე. გარდა ამისა, მის პოპულარობას ხელი შეუწყო უმაღლესი დონის მართვის დინამიკამ, საიმედოობამ და სანდოობამ.
Jaguar E-Type
Jaguar E-Type-ს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ყველაზე ლამაზ მანქანას, რაც კი ოდესმე წარმოებულა. მისი დიზაინი არის ლეგენდარული ავტომობილების დიზაინერის მალკოლმ სეიერის ქმნილება. მოდელს სამი განსხვავებული სერია აქვს და სამივე მათგანი დღემდე ძალიან მოთხოვნად ავტომობილებად რჩება. იმ დროს, ახალი, 1961 წლის E-Type ღირდა მხოლოდ $5,670, მაგრამ დღესდღეობით მისი ფასი ექვს ციფრზე ბევრად მეტია.
Volkswagen’s Beetle
1938 წლის Beetle-ც იმ მანქანების სიაშია, რომელიც დღემდე ყველაზე ცნობილ მოდელად რჩება ისტორიაში და რომელზეც დღესაც მოთხოვნაა. იმის მიუხედავად, რომ ეს მანქანა მდიდრულ კატეგორიაში არ შედის, თავისი უცნაური ფორმისა და საინტერესო ისტორიის გამო, მან სამუდამოდ დაიდო ბინა ავტომოყვარულთა გულებში.
McLaren F1
1992 წელს გამოსულ ამ ავტომობილს ერთადერთი მიზანი ჰქონდა – ყოფილიყო საუკეთესო ავტომობილი, რომელიც ოდესმე გამოსულა. ეს ხმამაღალი განაცხადია, გეთანხმებით, თუმცა მან მოახერხა და ერთ-ერთ ყველაზე საკულტო ავტომობილად ჩამოყალიბდა გამოსვლისთანავე.
Bugatti Veyron
Bugatti-მ 2005 წელს წარმოადგინა Veyron, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სუპერმანქანა, რომელიც 1001 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. როდესაც ის პირველად გამოვიდა, Veyron-მა დაამყარა ახალი წარმოების მანქანის მაქსიმალური სიჩქარის რეკორდი 253 mph.
Ferrari 250 GT Berlinetta SWB
ეს მოდელი 1950-იანი წლების ბოლოდან 1960-იანი წლების დასაწყისამდე იწარმოებოდა. ეს არის იტალიური სპორტული მანქანა, რომელიც ცნობილი თავისი წარმადობითა და მართვით გახდა. მანქანების მოყვარულებისთვის ის ყოველთვის გამორჩეული ავტომობილი იყო და ალბათ მუდამ ასე იქნება. მთავარი მახასიათებელი, რაც მას გამოარჩევს, მოკლებორბლიანი ბაზაა, რაც მას მოქნილსა და სწრაფს ხდის.
Lamborghini Countach
კიდევ ერთი საკულტო მოდელია Lamborghini Countach, უკანა ამძრავიანი სპორტული მანქანა, რომელიც წარმოებულია იტალიური ავტომწარმოებელი Lamborghini-ს მიერ 1974-1990 წლებში. ეს არის ერთ-ერთი უნიკალური ფორმა, რომელიც შეიქმნა Bertone-ის მიერ, იტალიური დიზაინის სტუდიის მიერ. ის გახდა ავტომობილი, რომელმაც 1970 წელს შემოიტანა ახალი სტილი. Countach-ის პროტოტიპი პირველად გამოჩნდა, როგორც Lamborghini LP500-ის კონცეფცია 1971 წელს ჟენევის ავტოსალონზე.
Volvo P1800
ამ სიაში მოხვედრას იმსახურებს ეს უკანა წამყვანთვლებიანი სპორტული მანქანა, რომელიც იწარმოებოდა Volvo Cars-ის მიერ 1961-1973 წლებში. მის დიზაინზე პელე პეტერსონმა იმუშავა.
თავდაპირველად ის იყიდებოდა, როგორც ტურისტული მანქანა. მისი პოპულარობა სატელევიზიო სერიალმა, The Saint-მა განაპირობა, რომელიც გადიოდა 1962 წლიდან 1969 წლამდე.
Alfa Romeo 33 Stradale
ამ საკულტო მანქანას ოფიციალურად მხოლოდ 18 ერთეული ჰქონდა გამოშვებული, რაც მას იშვიათ იტალიურ სპორტულ მანქანად აქცევს. ეს არის ელეგანტური დიზაინის მოდელი გამორჩეული საინჟინრო თვისებებითა და ძვირფასი იმიჯით. 1967 წლის Alfa Romeo 33 Stradale ამაყობს მძლავრი V8 ძრავითა და მსუბუქი წონით. მისი პეპლისებრი კარები კი მოდელის სავიზიტო ნიშანია.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი